საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ადვოკატებს მიმართავს

2014წ, 07 თებერვალი 14:10
სამართალი
 
დღის პოპულარული სიახლეები
31 აგვისტო 16:14

"გვარამიას ხელფასი ნახევარ მილიონამდე გაიზარდა, ჟურნალისტების ხელფასებს კი, შემცირება ემუქრება"

31 აგვისტო 14:53

„აქ უფრო სამართლიანობის აღდგენას აქვს ადგილი, ვიდრე შემთხვევით მკვლელობას“

07:22

„დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში პირველად აშენდება ასეთი მასშტაბის ჰიდროელექტროსადგური“

07:29

„ფედერაციასთან, კანდიდატურის დარეგისტრირების შემდეგ, კობის ჩვენ დავხვდებით“

31 აგვისტო 12:41

„სასჯელაღსრულების სისტემიდან ყველა ის კადრი გათავისუფლდება, ვის მიმართაც კითხვის ნიშნები არსებობს“

ზაზა ხატიაშვილი მოითხოვს სამართალდამცავ ორგანოებში მოწმედ დაბარებულ მოქალაქეებზე განხორციელებული ნებისმიერი ზეწოლის ფაქტი დაუყოვნებლივ გახდეს ცნობილი.

პატივცემულო ადვოკატებო, როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა მთავრობასთან ერთად ჩაიდინა უმსგავსო საქციელი და მოწმედ დაბარებული პირის მხოლოდ სასამართლოში დაკითხვა, 2015 წლის 31 დეკემბრამდე, 2 წლით გადაავადა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვიწყებ კამპანიას იმ პირების სამოქალაქო საზოგადოების მტრებად გამოცხადების შესახებ, რომლებმაც ქვეყანაში კიდევ ორი წლით დააკანონეს სამართალდამცავ ორგანოებში მოწმედ დაბარებული მოქალაქეების წამება, არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობა. პატივცემულო ადვოკატებო, გთხოვთ სამართალდამცავ ორგანოებში მოწმედ დაბარებულ მოქალაქეებზე განხორციელებული ნებისმიერი ზეწოლის შესახებ მაცნობოთ დაუყოვნებლივ. პატივისცემით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი
ნინო რეხვიაშვილი
2014 © www.pia.ge
Created By R.Ratiani