არჩევნები 2019

შსს არჩევნების მეორე ტურის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 9 ივნისს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მე-2 ტურის დროს, მე-18 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

მთაწმინდის მე-14 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მთაწმინდის მე-14 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

პრემიერი ლადო კახაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო კახაძეს მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობას უხდის.

ცესკო: ყველა უბანი დათვლილია - ლადო კახაძე 61.83 %, შალვა შავგულიძე 38.17 %

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში გახსნილი ყველა საარჩევნო უბანი დათვლილია. ამის შესახებ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა.

ცესკოს წინასწარი მონაცემები: ლადო კახაძე 62.02% - შალვა შავგულიძე - 37.98%

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 62.02% მიიღო, ხოლო  ,,ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატმა შალვა შავგულიძემ - 37.98%.

ირაკლი კობახიძე - ეს არის ის არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არ ჰქონდა

„მინდა მივულოცო ლადო კახაძეს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. საბოლოოდ შეიძლება უკვე ითქვას, რომ შედეგი, რომელიც ლადო კახაძემ მიიღო, 62%-ს არ ჩამოცდება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

შსს-მ ორ საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, N17 და N18 საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ორ საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

კახა კალაძე: ამ ეტაპზე ხმების 62,5% არის ლადო კახაძის, 37, 5 % შალვა შავგულიძის (ვიდეო)

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, ლადო კახაძეს ხმა ამომრჩეველთა 62.5%-მა მისცა, შალვა შავგულიძეს კი 37.5%-მა.

არჩილ თალაკვაძე - ჩვენ ველით, როდის შემოუერთდება ლადო კახაძე საპარლამენტო უმრავლესობას

„ჩვენი დაკვირვებით და იმის გათვალისწინებით, რომ აქტივობა იყო საკმაოდ მაღალი ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ლადო კახაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

ანრი ოხანაშვილი - ძალიან მალე ჩვენ ყველა მივულოცავთ ლადო კახაძეს საქართველოს პარლამენტში შესვლას

„ძალიან მალე ჩვენ ყველა მივულოცავთ ლადო კახაძეს საქართველოს პარლამენტში შესვლას“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

ლადო კახაძე: ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება, თუ იმ იმედების რეალიზება მოხდება, რომელიც მთაწმინდის მოსახლეობის მიმართ მქონდა

„ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე არჩევნების მეორე ტურზე აქტიურობას მიესალმება და მადლობას უხდის ყველას, ვინც საარჩევნო ურნასთან საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. 

მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობამ 41,23% შეადგინა

20:00 საათის მონაცემებით მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 41,23%-ია.

კახა კალაძე: ლადო კახაძე დიდი უპირატესობით იმარჯვებს

წინასწარი მონაცემებით, შუალედური არჩევნების მეორე ტურში დიდი უპირატესობით მმართველი გუნდის კანდიდატი ლადო კახაძე იმარჯვებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მთაწმინდაზე საარჩევნო უბნები დაიხურა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თბილისში, #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ყველა საარჩევნო უბანი ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა.

მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით 32,5 პროცენტს შეადგენს

მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ ოლქში 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 32,5 პროცენტი შეადგინა, რაც რაოდენობრივად 14 278 ამომრჩეველია.

მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათის მდგომარეობით 26,3 პროცენტს შეადგენს

მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ ოლქში 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 26,3 პროცენტი შეადგინა.

შალვა შავგულიძე: თუ ამომრჩეველი იქნება აქტიური, დღეს მთაწმინდიდან დაიწყება ხელისუფლების შეცვლა

„ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე მთაწმინდის მე-10 საარჩევნო უბანთან შვილებთან ერთად მივიდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

ცესკო: 12:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა 13,2%-ია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობა 13,2%-ია. 

ლადო კახაძე: ძალიან ცოტა რჩება საბოლოო გამარჯვებამდე

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

ლევან ნიკოლეიშვილი: აშკარად ჩანს რომ ,,ნაციონალების" არ ყოფნამ ამ არჩევნებში მშვიდი და ნორმალური სურათი წარმოაჩინა

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, დღეს, მთაწმინდაზე მიმდინარე პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის შესახებ წერს.