არჩევნები 2019

ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებზე მოსახლეობისგან კიდევ ერთხელ მიიღო დიდი ნდობა

„ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებზე მოსახლეობისგან კიდევ ერთხელ მიიღო დიდი ნდობა, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

ირაკლი კობახიძე: სირთულეების მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ კვლავაც მყარი მხარდაჭერა აქვს

 სირთულეების მიუხედავად, რომელიც ქვეყანაშია, „ქართულ ოცნებას“ კვლავაც მყარი მხარდაჭერა აქვს,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არჩევნების შეფასებისას „იმედის“პირდაპირ ეთერში.

ირაკლი კობახიძე: ლადო კახაძე არის ის კანდიდატი, რომელიც გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთაწმინდის ოლქში მეორე ტურის დანიშვნის მიზეზს დაბალ აქტივობას უკავშირებს. კობახიძემ გადაცემაში „პირისპირ“ მთაწმინდის ოლქში ჩატარებული შუალედური არჩევნები შეაფასა.

ლადო კახაძე: მთაწმინდზე სამი ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა.

ცქიტიშვილი: გილოცავთ თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას

გილოცავთ, უკვე ტრადიციულად თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.  

ჭიათურის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ რიგგარარეშე არჩვენებში, მმართველის პარტიის მერობის კანდიდატმა გივი მოდებაძემ გაიმარჯვა, მან საარჩვნო უბნებზე მისული ამომრჩევლების 64.58 % მიიღო, რაც ციფრებში 11 721 ხმას შეადგენს.

გოგი წულაიამ, რომელმაც თავი ზესტაფონის მერად გამოაცხადა ხმათა 5.45 % მიიღო

პარტია "თავისუფალი საქართველოს"ზესტაფონის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ, რომელმაც 19 მაისს, საარჩევნო პროცესის დასრულებამდე თავი ზესტაფონის მერად გამოაცხადა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 1 475 ხმა აიღო, რაც 5.45 % შეადგენს.

ცესკომ არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისამ არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, შესაბამისი მონაცემები კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გამოაცხადა.

ცესკოს პირველადი მონაცემები: გიორგი შენგელია- 54,45% , სანდრა რულოვსი 42,75%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში მმართველი პარტიის კანდიდატი გიორგი შენგელია ლიდერობს.

მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი წინასწარი მონაცემებით, მთაწმინდაზე, თბილისის #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარობის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო.

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილი დაადგა მარგინალიზაციის გზას

სააკაშვილის პოლიტიკა და მის რიტორიკა უკიდურესად შეურაცხმყოფელია თავად მისი ამომრჩეველისთვის, ეს ადამიანი დაადგა მარგინალიზაციის გზას - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივნმა "იმედი LIVE-ის" ეთერში განაცხადა.

გია ვოლსკი - ბევრი დაკარგა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როცა კანდიდატად სანდრა რულოვსი აირჩია

ძალიან ბევრი დაკარგა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როცა ზუგდიდში მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსი აირჩია, – ამის შესახებ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

12 უბნის მონაცემებით, ზუგდიდში „ქართული ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებს

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილი 12 უბნიდან უმრავლესობაში "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია იმარჯვებს.

ირაკლი კობახიძე: ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის ოლქებში ჩვენი კანდიდატები დიდი უპირატესობით იგებენ, მთაწმინდაზე მეორე ტური იქნება

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მართველი გუნდის მონაცემებით, სამ საარჩევნო ოლქში მერის არჩევნებს „ქართული ოცნების“ კანდიდატები დამაჯერებლად იგებენ.

აბასთუმანში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა

აბასთუმნის N2-ე უბანზე ხმის დათვლის პროცესი დასრულდა. საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილმა კანდიდატმა მოიპოვა. გენადი ბოლქვაძემ 584 ხმა მიიღო.

შსს: საარჩევნო უბნებთან მომხდარ ორ ინციდენტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 19 მაისის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე პოლიციის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

პრემიერი: თბილისში, სავარაუდოდ, გვექნება მეორე ტური (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები შეაფასა.

ირაკლი სესიაშვილი: „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაურ დარგალმა დამაჯერებლად გაიმარჯვა

ასეთი მშვიდი არჩევნები მარნეულში აქამდე არ ყოფილა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაურ დარგალმა მარნეულში დამაჯერებლად გაიმარჯვა, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი სესიაშვილმა.

უჯარმაში სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის შუალედურ არჩევნებში სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა.

აბასთუმანში პირველი საჩივარი დაიწერა

აბასთუმნის #2 უბანზე "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. თეონა მაისურაძემ პროცედურული დარღვევა დააფიქსირა.