არჩევნები 2019

შუალედური არჩევნები მიმდინარეობს პანკისის ხეობაშიც

შუალედური არჩევნები მიმდინარეობს პანკისის ხეობაშიც. ამ წუთებში ომალოს 24 - ე საარჩევნო უბანთან იმყოფება ახმეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი და რეგიონის პოლიციის მაღალჩინოსნები.

კახი კალაძე: კოორდინატორებს საარჩევნო უბნებზე ყოფნის კანონიერი უფლება აქვთ

მინდა, მივმართო ყველა კოორდინატორს, ვინც სიებით დგას უბნებზე, მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ, – ამის შესახებ დედაქალაქი მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კოკში საარჩევნო უბანთან ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოკში 97-ე საარჩევნო უბანთან ადმინისტრაციული წესით ერთი პირი დააკავა.

კახა კალაძე: თითოეული თქვენგანის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

ყველა წინასწარი პროგნოზის მიხედვით, მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გამარჯვების ძალიან დიდი, რეალური შანსი გვაქვს, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებთ პირველ ტურში და მაღალი აქტივობა ამის უზრუნველმყოფელია

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი განმარტავს, რომ საარჩევნო სიების გამოყენებასთან დაკავშირებით არანაირი კანონდარღვევა არ არსებობს.

ჭიათურაში ამომრჩეველთა აქტივობა, 10:00 საათის მონაცემებით, 6,67%-ია

ჭიათურის მინიციპალიტეტში, 10:00 საათის მონაცემებით, არჩევანი 2 862-მა ამომრჩეველმა გააკეთა.

ზესტაფონში ამომრჩევლების 7 %-მა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა

ზესტაფონის 54 საარჩევნო უბანზე 10:00 საათის მონაცემებით ხმა 3872-მა ამომრჩეველმა მისცა. რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 7,5 %-ია.

ხულოში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ხულოს 84-ე ოლქის 54-ვე საარჩევნო უბანი ყოველგვარი ექსცესების გარეშე გაიხნსა და ხულოელების ნაწილმა უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.

 

გიორგი შენგელია: დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელები ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ

აქტივობის შემთხვევაში, გვაქვს მოლოდინი, რომ პირველივე ტურში დასრულდება არჩევნები, ჩვენი გამარჯვებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ.

ნათია მეზვრიშვილი - სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული რაიმე ინციდენტი ამ ეტაპამდე არ დაფიქსირებულა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ არჩევნების პერიოდში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ ბრიფინგი გამართა.

 

ლადო კახაძე: მივეცი ხმა შენებას, განახლებას, სრულქმნას ალტერნატივა არა აქვს

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მთაწმინდის ოლქში ლადო კახაძემ თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა, მან ხმა  N11-ე საარჩევნო უბანზე მისცა.

ზესტაფონის 45-ე საარჩევნო უბანზე, მარკირებიანი ამომრჩეველი ხმის მიცემას განმეორებით ცდილობდა

ზესტაფონის 45-ე საარჩევნო უბანზე, მარკირებიანი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე შესვლას განმეორებით ცდილობდა.

გიორგი გახარია: რაც არ უნდა მოხდეს, პროვოკაციები იქნება ეს თუ სამართალდარღვევები, განურჩევლად მხარეებისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება, იქნება მკაცრი და სწრაფი

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთაწმინდაზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და მედიასთან კომენტარი გააკეთა. 

გიორგი გახარია - უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ არჩევანი

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთაწმინდის N5 საარჩევნო ოლქში, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

გიორგი გახარია: ბრალი აქვს წაყენებული 2 ადამიანს, სამართლებრივ ფარგლებში მიმდინარეობს ყველაფერი

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ,  ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვის მიერ მოხდა ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში გასროლა,განაცხადა, რომ ბრალი აქვს წარდგენილი 2 პირს და მიმდინარეობს გამოძიება.

აბასთუმანში ერთადერთი ადგილობრივი კანდიდატი საარჩევნო უბანზე მივიდა

აბასთუმნის #2 საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.

ირაკლი კობახიძე:არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედონ

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არჩევნებში მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედონ.

სანდრა რულოვსი: ხმა მივეცი ცვლილებებს ზუგდიდში

გაერთიანებული ოპოზიციიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ხმა 82-ე საარჩევნო უბანზე მისცა.

მოშიმშილე მაღაროელები ცესკოს ტრანსპორტირებას სთხოვენ

ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელები საოლქო კომისიას განცხადებით მიმართავენ. როგორც მაღაროელები აცხადებენ, მათ ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ და თავად გადაადგილებას ვერ შეძლებენ, ამიტომ ტრანპორტის გამოყოფას მოითხოვენ.

ანა მიქელაძე: ყველა საარჩევნო უბანი დროულად, 08:00 საათზე გაიხსნა

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.