არჩევნები 2019

შსს: არჩევნებზე არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის, დღევანდელ შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

აბასთუმნის N2 უბანზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

 N38 ადიგენის ოლქის N2 უბანი გაიხსნა. საკუთარი ნება პირველმა ამომრჩეველმა 08:01 წუთზე დააფიქსირა.

რვა საარჩევნო უბანზე ხმებს ელექტრონულად დაითვლიან

წყალტუბოსა და ტყიბულში რვა საარჩევნო უბანზე ხმების დათვლა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება.როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, აღნიშნულ რვა უბანზე ჯამში 7 762 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს წყალტუბოში

შუალედურ არჩევნებში გუმბრის მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს დეპუტატის მანდატისთვის 12 კანდიდატი იბრძვის.

ჭიათურაში 53 საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა

ჭიათურელები ქალაქის მუნიციპალიტეტის მერს ირჩევენ.

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ

პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს მხოლოდ ერთ, მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში ჩატარდება.

ზესტაფონში 54-ვე საარჩევნო უბანი 8:00საათზე გაიხსნა

პირველი ამომრჩეველიც 42-ე საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის მივიდა. ადგილობრივები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს ირჩევენ.

მარნეულში, ზესტაფონში, ზუგდიდში, ჭიათურასა და ხულოში მერებს ირჩევენ

მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში- მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში- ტარდება.

19 მაისის შულედურ არჩევნებს 49 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია და 7 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება

19 მაისის რიგგარეშე და შულედურ არჩევნებს 49 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია და 7 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.

დღეს საქართველოში არჩევნები 410 საარჩევნო უბანზე გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეს, 19 მაისს, საქართველოში არჩევნები  410 საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი.

 

19 მაისს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები ტარდება

საქართველოში, რამდენიმე ოლქში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.

სახალხო დამცველი: უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა მხარემ, ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას

საქართველოს სახალხო დამცველი ზუგდიდში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,პირველი" უცვლელად გთავაზობთ:

ახალციხიდან ,,ნაციონალური მოძრაობის" 20-მდე წევრი ზუგდიდში გაემგზავრა

ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის მხარდასაჭერად, 18 მაისს პარტიის წევრები სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის ახალიციხიდანაც წავიდნენ. დავით ბალიაშვილის თქმით, 15-20 კაცი ოთხი მანქანით წავიდა.

ირაკლი ჩიქოვანი: რისთვისაც არ უნდა ემზადებოდეს ,,ნაციონალური მოძრაობა", გპირდებით, რომ სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი ჩიქოვანმა წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამა და ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

ცესკო-ში ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა

დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა.

არჩილ თალაკვაძე: 1-ლი მარტიდან მაისის ჩათვლით, ზუგდიდში ჩვეულებრივი მიგრაციის მაჩვენებელია - „რუსთავი 2" ცდილობს ნიჰილიზმის დანერგვას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ლევან ნატროშვილი - თუკი საარჩევნო კომისიის სხდომის ჩაშლის საფრთხეა, მათ აქვთ ბერკეტები, შესაბამის ორგანოებს საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება სთხოვონ

კომისიებს ლეგიტიმური ბერკეტები აქვთ, შესაბამის ორგანოებს საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება სთხოვონ, -ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა განაცხადა.

ლევან ნატროშვილი: სიტუაციის გამწვავების მაღალი რისკი არსებობს - იმედია, ყველა მხარე გონივრულად მოიქცევა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

თალაკვაძე: ჩვენი შიდა კვლევებით, ზუგდიდის მერობის კანდიდატი გეგა შენგელია დამაჯერებელ უპირატესობას ფლობს

ჩვენი შიდა კვლევებით, „ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი გეგა შენგელია დამაჯერებელ უპირატესობას ფლობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მერი კაპანაძე - ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეინიშნება აშკარა ხელის შეშლა და პროცესების ჩაშლის ფაქტი

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეინიშნება აშკარა ხელის შეშლა და პროცესების ჩაშლის ფაქტი,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ინიციატივის საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელმა მერი კაპანაძემ განაცხადა.