არჩევნები 2019

შსს არჩევნების მეორე ტურის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 9 ივნისს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მე-2 ტურის დროს, მე-18 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

მთაწმინდის მე-14 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მთაწმინდის მე-14 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

პრემიერი ლადო კახაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო კახაძეს მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობას უხდის.

ცესკო: ყველა უბანი დათვლილია - ლადო კახაძე 61.83 %, შალვა შავგულიძე 38.17 %

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში გახსნილი ყველა საარჩევნო უბანი დათვლილია. ამის შესახებ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა.

ცესკოს წინასწარი მონაცემები: ლადო კახაძე 62.02% - შალვა შავგულიძე - 37.98%

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 62.02% მიიღო, ხოლო  ,,ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატმა შალვა შავგულიძემ - 37.98%.

ირაკლი კობახიძე - ეს არის ის არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არ ჰქონდა

„მინდა მივულოცო ლადო კახაძეს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. საბოლოოდ შეიძლება უკვე ითქვას, რომ შედეგი, რომელიც ლადო კახაძემ მიიღო, 62%-ს არ ჩამოცდება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

შსს-მ ორ საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, N17 და N18 საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ორ საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

კახა კალაძე: ამ ეტაპზე ხმების 62,5% არის ლადო კახაძის, 37, 5 % შალვა შავგულიძის (ვიდეო)

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, ლადო კახაძეს ხმა ამომრჩეველთა 62.5%-მა მისცა, შალვა შავგულიძეს კი 37.5%-მა.

არჩილ თალაკვაძე - ჩვენ ველით, როდის შემოუერთდება ლადო კახაძე საპარლამენტო უმრავლესობას

„ჩვენი დაკვირვებით და იმის გათვალისწინებით, რომ აქტივობა იყო საკმაოდ მაღალი ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ლადო კახაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

ანრი ოხანაშვილი - ძალიან მალე ჩვენ ყველა მივულოცავთ ლადო კახაძეს საქართველოს პარლამენტში შესვლას

„ძალიან მალე ჩვენ ყველა მივულოცავთ ლადო კახაძეს საქართველოს პარლამენტში შესვლას“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

ლადო კახაძე: ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება, თუ იმ იმედების რეალიზება მოხდება, რომელიც მთაწმინდის მოსახლეობის მიმართ მქონდა

„ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე არჩევნების მეორე ტურზე აქტიურობას მიესალმება და მადლობას უხდის ყველას, ვინც საარჩევნო ურნასთან საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. 

მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობამ 41,23% შეადგინა

20:00 საათის მონაცემებით მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 41,23%-ია.

კახა კალაძე: ლადო კახაძე დიდი უპირატესობით იმარჯვებს

წინასწარი მონაცემებით, შუალედური არჩევნების მეორე ტურში დიდი უპირატესობით მმართველი გუნდის კანდიდატი ლადო კახაძე იმარჯვებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მთაწმინდაზე საარჩევნო უბნები დაიხურა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თბილისში, #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ყველა საარჩევნო უბანი ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა.

მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით 32,5 პროცენტს შეადგენს

მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ ოლქში 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 32,5 პროცენტი შეადგინა, რაც რაოდენობრივად 14 278 ამომრჩეველია.

მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათის მდგომარეობით 26,3 პროცენტს შეადგენს

მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ ოლქში 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 26,3 პროცენტი შეადგინა.

შალვა შავგულიძე: თუ ამომრჩეველი იქნება აქტიური, დღეს მთაწმინდიდან დაიწყება ხელისუფლების შეცვლა

„ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე მთაწმინდის მე-10 საარჩევნო უბანთან შვილებთან ერთად მივიდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

ცესკო: 12:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა 13,2%-ია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობა 13,2%-ია. 

ლადო კახაძე: ძალიან ცოტა რჩება საბოლოო გამარჯვებამდე

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

ლევან ნიკოლეიშვილი: აშკარად ჩანს რომ ,,ნაციონალების" არ ყოფნამ ამ არჩევნებში მშვიდი და ნორმალური სურათი წარმოაჩინა

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, დღეს, მთაწმინდაზე მიმდინარე პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის შესახებ წერს.

ირაკლი კობახიძე: ოპონენტებს მოვუწოდებთ, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი ჩაატარა.

ლადო კახაძე: მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც პოლიტიკაში ჩემს მობრუნებას ხელი შეუწყო

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადო კახაძემ თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა. "ქართული ოცნების" კანდიდატმა ხმა მე-12 უბანზე მისცა.

ბიძინა ივანიშვილი: პირველი ტური ევროპული არჩევნები იყო, ამაში წვლილი აქვს ორივე ოპონენტს

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ხმა მისცა. ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლსა და შვილთან ბერა ივანიშვილთან ერთად მივიდა.

მთაწმინდის მე-12 საარჩევნო უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა

ხმაური იყო მთაწმინდის მე-12 საარჩევნო უბანზე. 

დავით ბაქრაძე: მხარი დავუჭირე ადამიანს, რომლის პროფესიონალიზმი მთაწმინდელებს გამოადგებათ

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. 

ლადო კახაძე VS შალვა შავგულიძე - მთაწმინდელები არჩევანს ორ კანდიდატს შორის გააკეთებენ

დღეს, თბილისში, #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
 

მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება

9 ივნისს, თბილისში, #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება.

ცესკო: არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 31-ვე საარჩევნო უბანი

9 ივნისს, თბილისში, #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

 

9 ივნისს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ლადო კახაძემ საარჩევნო კამპანია ოქროყანაში შეაჯამა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ საარჩევნო კამპანია ოქროყანაში შეაჯამა.

"ბოდიშს მოვუხდი მაყურებელს, რადგან ამ დებატებში მონაწილეობით "ნაციონალურების" გათეთრებაში ვმონაწილეობ"

"ბოდიშს მოვუხდი ჩემს მაყურებელს, რადგან ამ დებატებში მონაწილეობით "ნაციონალური მოძრაობის" გათეთრებაში ვიღებ მონაწილეობას, - ამის შესახებ ლადო კახაძემ ოპონენტთან შალვა შავგულიძესთან გამართულ დებატებში განაცხადა.

ლადო კახაძე: ძალიან ცოტა რჩება გამარჯვებამდე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე ვერის ბაღში მოსახლეობას შეხვდა.

ლადო კახაძე მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას განაგრძობს

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე აგრძელებს მოსახლეობასთან ყოველდღიურ, აქტიურ კომუნიკაციას.

ლადო კახაძე სულხან-საბას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე სულხან-საბას ქუჩაზე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ლადო კახაძე: დებატებთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, ყველა ტელევიზიიდან მოდის მოთხოვნა

მე მზად ვარ ნებისმიერი ჟურნალისტის, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო – ამის შესახებ პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძემ განაცხადა.

ლადო კახაძე გუდიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე გუდიაშვილის 9 ნომერში, სარესტავრაციო საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლებს შეხვდა.

ლადო კახაძე საქართველოს პირველ არხზე შალვა შავგულიძესთან დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

მთაწმინდის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ საქართველოს პირველ არხზე შალვა შავგულიძესთან დებატებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ირაკლი ღარიბაშვილმა შუალედური არჩევნების შედეგები შეაფასა

ბოლო სამ წელიწადში იყო მიზეზები, რის გამოც, პარტიის თავმჯდომარე დაბრუნდა პარტიაში. ამით ყველაფერია ნათქვამი ,- განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

ირაკლი კობახიძე: იდეალური არც ხელისუფლება არსებობს, არც პარტია

იდეალური ხელისუფლება არ არის არცერთი, არ არსებობს იდეალური პარტია და, ბუნებრივია,ასეთი არც „ქართული ოცნებაა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არჩევნების შეფასებისას „იმედის“პირდაპირ ეთერში.

ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებზე მოსახლეობისგან კიდევ ერთხელ მიიღო დიდი ნდობა

„ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებზე მოსახლეობისგან კიდევ ერთხელ მიიღო დიდი ნდობა, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

ირაკლი კობახიძე: სირთულეების მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ კვლავაც მყარი მხარდაჭერა აქვს

 სირთულეების მიუხედავად, რომელიც ქვეყანაშია, „ქართულ ოცნებას“ კვლავაც მყარი მხარდაჭერა აქვს,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არჩევნების შეფასებისას „იმედის“პირდაპირ ეთერში.

ირაკლი კობახიძე: ლადო კახაძე არის ის კანდიდატი, რომელიც გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთაწმინდის ოლქში მეორე ტურის დანიშვნის მიზეზს დაბალ აქტივობას უკავშირებს. კობახიძემ გადაცემაში „პირისპირ“ მთაწმინდის ოლქში ჩატარებული შუალედური არჩევნები შეაფასა.

ლადო კახაძე: მთაწმინდზე სამი ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა.

ცქიტიშვილი: გილოცავთ თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას

გილოცავთ, უკვე ტრადიციულად თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.  

ჭიათურის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ რიგგარარეშე არჩვენებში, მმართველის პარტიის მერობის კანდიდატმა გივი მოდებაძემ გაიმარჯვა, მან საარჩვნო უბნებზე მისული ამომრჩევლების 64.58 % მიიღო, რაც ციფრებში 11 721 ხმას შეადგენს.

გოგი წულაიამ, რომელმაც თავი ზესტაფონის მერად გამოაცხადა ხმათა 5.45 % მიიღო

პარტია "თავისუფალი საქართველოს"ზესტაფონის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ, რომელმაც 19 მაისს, საარჩევნო პროცესის დასრულებამდე თავი ზესტაფონის მერად გამოაცხადა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 1 475 ხმა აიღო, რაც 5.45 % შეადგენს.

ცესკომ არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისამ არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, შესაბამისი მონაცემები კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გამოაცხადა.

ცესკოს პირველადი მონაცემები: გიორგი შენგელია- 54,45% , სანდრა რულოვსი 42,75%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში მმართველი პარტიის კანდიდატი გიორგი შენგელია ლიდერობს.

მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი წინასწარი მონაცემებით, მთაწმინდაზე, თბილისის #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარობის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო.

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილი დაადგა მარგინალიზაციის გზას

სააკაშვილის პოლიტიკა და მის რიტორიკა უკიდურესად შეურაცხმყოფელია თავად მისი ამომრჩეველისთვის, ეს ადამიანი დაადგა მარგინალიზაციის გზას - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივნმა "იმედი LIVE-ის" ეთერში განაცხადა.

გია ვოლსკი - ბევრი დაკარგა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როცა კანდიდატად სანდრა რულოვსი აირჩია

ძალიან ბევრი დაკარგა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როცა ზუგდიდში მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსი აირჩია, – ამის შესახებ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

12 უბნის მონაცემებით, ზუგდიდში „ქართული ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებს

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილი 12 უბნიდან უმრავლესობაში "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია იმარჯვებს.

ირაკლი კობახიძე: ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის ოლქებში ჩვენი კანდიდატები დიდი უპირატესობით იგებენ, მთაწმინდაზე მეორე ტური იქნება

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მართველი გუნდის მონაცემებით, სამ საარჩევნო ოლქში მერის არჩევნებს „ქართული ოცნების“ კანდიდატები დამაჯერებლად იგებენ.

აბასთუმანში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა

აბასთუმნის N2-ე უბანზე ხმის დათვლის პროცესი დასრულდა. საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილმა კანდიდატმა მოიპოვა. გენადი ბოლქვაძემ 584 ხმა მიიღო.

შსს: საარჩევნო უბნებთან მომხდარ ორ ინციდენტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 19 მაისის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე პოლიციის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

პრემიერი: თბილისში, სავარაუდოდ, გვექნება მეორე ტური (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები შეაფასა.

ირაკლი სესიაშვილი: „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაურ დარგალმა დამაჯერებლად გაიმარჯვა

ასეთი მშვიდი არჩევნები მარნეულში აქამდე არ ყოფილა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაურ დარგალმა მარნეულში დამაჯერებლად გაიმარჯვა, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი სესიაშვილმა.

უჯარმაში სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის შუალედურ არჩევნებში სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა.

აბასთუმანში პირველი საჩივარი დაიწერა

აბასთუმნის #2 უბანზე "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. თეონა მაისურაძემ პროცედურული დარღვევა დააფიქსირა.

პანკისში 577 ხმით სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა

ხალაწანის თემის შუალედურ არჩევნებში პანკისში 577 ხმით სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა. პირველადი მონაცემებით, როსტომ ალხანაშვილს არჩევნებში 93-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.

ირაკლი კობახიძე: დიდი უპირატესობით იგებენ ჩვენი კანდიდატები (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით ,,ქართული ოცნების" კანდიდატები, ყველა ოლქში დამაჯერებლად იგებენ არჩევნებს. 

საოლქო საარჩევნო კომისიებში 89 საჩივარი დაიწერა

ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანი მიქელაძემ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ ხმის დათვლის პროცედურას ხელი არ შეუშალონ.

ჭიათურაში საჩივარი არც ერთ უბანზე არ დაწერილა

ჭიათურის საარჩევნო ოლქში, 58-ვე საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.

ხულოს 84 ოლქში 54 საარჩევნო უბანი ზუსტად რვა საათზე დაიხურა

ხუთი საათის მონაცემებით, ხულოში ამომრჩეველთა აქტივობა საარჩევნო უბნებზე 50%-ზე მეტია. ამ დროისთვის, ოლქში 17 საჩივარია დაფიქსირებული. ყველა მათგანი პროცედურულ დარღვევებს ეხება, რაც საარჩევნო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

ზესტაფონში 53-ვე უბანი 20:00 საათზე დაიხურა

საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ქეთევან ვაშაყმაძის ინფორმაციით, შეფერხება არცერთ უბანზე ყოფილა.

დიმიმიტრი ცქიტიშვილი: უკვე შეგვიძლია შევაჯამოთ და მინდა მოვულოცო ზესტაფონელებს

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა შუალედური/რიგგარეშე არჩევნების დღე შეაფასა და განაცხადა, რომ ზესტაფონში კენჭისყრის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

თამარ ჩუგოშვილი: არცერთი მოქალაქის, არცერთი ამომრჩევლის და მხარდამჭერის ხმა არ იყოს დაკარგული

 მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა, მივიდა არჩევნებზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა,- განაცხადა"ქართული ოცნების” საერთაშორისო მდივანმა თამარ ჩუგოშვილმა. 

ირაკლი სესიაშვილი: მარნეულში არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა

მარნეულში არჩევნები ძალიან მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო.

აბასთუმანში მოქალაქეობრივი ვალი 634-მა ამომრჩეველმა მოიხადა

ადიგენის ოლქში, #2 აბასთუმნის უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო ყუთი დალუქა, მოვალეობების გადანაწილების შემდეგ, ხმის დათვლის პროცესი დაიწყება.

საარჩევნო უბნები დაიხურა - ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია

საქართველოში დღეს გამართულ შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია. კანონმდებლობის თანახმად, ყველა საარჩევნო უბანზე კენჭისყრა 20:00 საათზე სრულდება.

ირაკლი ჩიქოვანი: გეგა შენგელია გამარჯვებისკენ მიდის

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ გამოუვა არც ზუგდიდის და არც ქვეყნის არევა“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეს არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ არჩევნები პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვებით დამთავრდეს.

გოგი წულაიამ თავი ზესტაფონის მერად გამოაცხადა

გოგი წულაიამ, შედეგების გამოცხადებამდე, თავი ზესტაფონის მერად გამოაცხადა. "თავისუფალმა საქართველომ" უბნებზე კოორდინატორების ნაწილი მოხსნა და ზესტაფონის საოლქო კომისიასთან გამაფრთხილებელი აქცია გამართა.

ბექა ოდიშარია: მთაწმინდაზე არჩევნები მიმდინარეობს კანონიერების ჩარჩოებში

კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მთაწმინდაზე არჩევნები მიმდინარეობს კანონიერების ჩარჩოებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ბექა ოდიშარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ზუგდიდში საარჩევნო უბანი აკურთხეს

ზუგდიდში, სასულიერო პირებმა მეხუთე საარჩევნო უბანი აკურთხეს. მათი განმარტებით, გადაწყვეტილება  დაძაბული ვითარების გამო მიიღეს.

კახა კალაძე მხარდამჭერებს მობილიზებისკენ მოუწოდებს

კახა კალაძემ პარტიულ აქტივს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა. ამასთან აღნიშნა, რომ სიები, რომლებიც „ქართული ოცნების“ აქტივს აქვს, მისი გამოყენება სრულიად კანონიერია.

ზუგდიდში დაკავებული ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე თავისუფალია

საინფორმაციო სააგენტო "პრესა.ჯი"-სა და "itv"-ის დირექტორი, გიორგი კაპანაძე გათავისუფლებულია, მან პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია: მეგრელებს სტუმარ-მასპინძლობას ვერ გვასწავლიან, უბრალოდ, ის ხალხი წავა სახლში და ზუგდიდელები დარჩებიან თავის ახალ მერთან ზუგდიდში

დარწმუნებული ვარ, როგორც მთელ საქართველოში, ასევე ზუგდიდშიც მშვიდად, დემოკრატიულად, თავისუფალ გარემოში ექნებათ საშუალება აირჩიონ თავიანთი ქალაქის მერი, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

როგორია ამომრჩევლის აქტივობა 15 საათისთვის?

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამორჩეველთა აქტივობის შესახებ 15:00 საათისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ირაკლი ჩიქოვანი: უკვე დამაჯერებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ ტურშივე დასრულდება ეს არჩევნები და გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მერი

დამაჯერებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ ტურშივე დასრულდება ეს არჩევნები და გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მერი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას შტაბის უფროსმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

ზუგდიდში ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე დააკავეს

სამართალდამცველებმა ზუგდიდში ჟურნალისტი, presa.ge-ს დირექტორი – გიორგი კაპანაძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ,,პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ნათია მეზვრიშვილი: მოვუწოდებთ ყველას, ნუ მოახდენთ სიტუაციის ესკალაციას

 შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა.

დიმიტრი ცქიტიშვილი: სააკაშვილმა ადეკვატურობა დაკარგა

მიხეილ სააკაშვილის ვიდეო-მიმართვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ეხმაურება.

,,ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე" - სააკაშვილის მიმართვა მხარდამჭერებს (ვიდეო)

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებსა და დამკვირვებლებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა.

სოზარ სუბარი: ,,ნაციონალური მოძრაობის" მიზანია არეულობა შეიტანონ საარჩევნო პროცესში, თუმცა ვერ ეღირსებიან

„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, ნებისმიერი არეულობის ფასად დაიბრუნონ დაძაბულობა, რასაც ვერ ეღირსებიან.

საარჩევნო უბნებზე დაკავებული ხუთივე პირი გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში, არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ბრიფინგი გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი ზესტაფონში გოგი წულაიას თანაპარტიელის დაკავებას ეხმაურება

პარტია "თავისუფალი საქართველოს" მერობის კანდიდატის ბრალდებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი გამოეხმაურა.

საოლქო საარჩევნო კომისიებში 12:00 საათისთვის 24 საჩივარი შევიდა

შუალედურ არჩევნებზე საოლქო საარჩევნო კომისიებში 12:00 საათისთვის შესულია 24 საჩივარი, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, გავრცელებული აუდიოჩანაწერის ფიგურანტები გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები არ არიან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ფიგურანტი ორი პირი გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები არ არიან.

მერაბ ქვარაია: ვერავინ ვერაფერს აადუღებს, მით უფრო ,,ნაციონალური მოძრაობა"

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია „ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ იმ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ამბობს, რომ მოგების ან წაგების შემთხვევაში ყველაფერი უნდა ადუღდეს.
 

მამუკა მდინარაძე: მივმართავთ ჩვენს აქტივს, რომ არავის მისცენ საშუალება, დისონანსი შეიტანონ დემოკრატიულ პროცესში

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ პარტიულ აქტივს მიმართავს და მოუწოდებს, არ წამოეგონ პროვოკაციებს.

ზაურ დარგალი: ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ მარნეულის მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა ხმა N5-ე სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა. ზაურ დარგალი საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა

ამორჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამორჩეველთა აქტივობის შესახებ, 12:00 საათის მონაცემებს აქვეყნებს.

არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად იცის, რომ არჩევნებში მარცხდება

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად იცის, რომ ამ არჩევნებში მარცხდება და როგორც ჩანს, ერთადერთი, რისთვისაც ემზადება არეულობა და დესტაბილიზაციაა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

პარტია „ქართული ოცნება“ აუდიოჩანაწერს ავრცელებს

„ქართული ოცნება“ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ მოგების ან წაგების შემთხვევაში ზუგდიდსა და აჭარაში ყველაფერი უნდა ადუღდეს.

ჭიათურაში ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

ჭიათურაში ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გივი მოდებაძემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის თქმით, მან ხმა მისცა მუნიციპალიტეტის განვითარებას და მოსახლეობას მისცა.

,,ნაციონალური მოძრაობის" ზესტაფონის მერობის კანდიდატმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

ზესტაფონის მერობის კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან ბაქარ ხიჯაკაძემ საკუთრი არჩევანი N7 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი გააკეთა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი მთაწმინდის ოლქის მე-4 საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა.

 

გიორგი გოგლიჩიძე: ზესტაფონს სჭირდება და ეყოლება მეურვე მერი

ზესტაფონის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" არჩევანი №7-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა.

შუალედური არჩევნები მიმდინარეობს პანკისის ხეობაშიც

შუალედური არჩევნები მიმდინარეობს პანკისის ხეობაშიც. ამ წუთებში ომალოს 24 - ე საარჩევნო უბანთან იმყოფება ახმეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი და რეგიონის პოლიციის მაღალჩინოსნები.

კახი კალაძე: კოორდინატორებს საარჩევნო უბნებზე ყოფნის კანონიერი უფლება აქვთ

მინდა, მივმართო ყველა კოორდინატორს, ვინც სიებით დგას უბნებზე, მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ, – ამის შესახებ დედაქალაქი მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კოკში საარჩევნო უბანთან ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოკში 97-ე საარჩევნო უბანთან ადმინისტრაციული წესით ერთი პირი დააკავა.

კახა კალაძე: თითოეული თქვენგანის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

ყველა წინასწარი პროგნოზის მიხედვით, მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გამარჯვების ძალიან დიდი, რეალური შანსი გვაქვს, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებთ პირველ ტურში და მაღალი აქტივობა ამის უზრუნველმყოფელია

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი განმარტავს, რომ საარჩევნო სიების გამოყენებასთან დაკავშირებით არანაირი კანონდარღვევა არ არსებობს.

ჭიათურაში ამომრჩეველთა აქტივობა, 10:00 საათის მონაცემებით, 6,67%-ია

ჭიათურის მინიციპალიტეტში, 10:00 საათის მონაცემებით, არჩევანი 2 862-მა ამომრჩეველმა გააკეთა.

ზესტაფონში ამომრჩევლების 7 %-მა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა

ზესტაფონის 54 საარჩევნო უბანზე 10:00 საათის მონაცემებით ხმა 3872-მა ამომრჩეველმა მისცა. რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 7,5 %-ია.

ხულოში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ხულოს 84-ე ოლქის 54-ვე საარჩევნო უბანი ყოველგვარი ექსცესების გარეშე გაიხნსა და ხულოელების ნაწილმა უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.

 

გიორგი შენგელია: დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელები ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ

აქტივობის შემთხვევაში, გვაქვს მოლოდინი, რომ პირველივე ტურში დასრულდება არჩევნები, ჩვენი გამარჯვებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ.

ნათია მეზვრიშვილი - სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული რაიმე ინციდენტი ამ ეტაპამდე არ დაფიქსირებულა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ არჩევნების პერიოდში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ ბრიფინგი გამართა.

 

ლადო კახაძე: მივეცი ხმა შენებას, განახლებას, სრულქმნას ალტერნატივა არა აქვს

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მთაწმინდის ოლქში ლადო კახაძემ თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა, მან ხმა  N11-ე საარჩევნო უბანზე მისცა.

ზესტაფონის 45-ე საარჩევნო უბანზე, მარკირებიანი ამომრჩეველი ხმის მიცემას განმეორებით ცდილობდა

ზესტაფონის 45-ე საარჩევნო უბანზე, მარკირებიანი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე შესვლას განმეორებით ცდილობდა.

გიორგი გახარია: რაც არ უნდა მოხდეს, პროვოკაციები იქნება ეს თუ სამართალდარღვევები, განურჩევლად მხარეებისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება, იქნება მკაცრი და სწრაფი

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთაწმინდაზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და მედიასთან კომენტარი გააკეთა. 

გიორგი გახარია - უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ არჩევანი

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთაწმინდის N5 საარჩევნო ოლქში, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

გიორგი გახარია: ბრალი აქვს წაყენებული 2 ადამიანს, სამართლებრივ ფარგლებში მიმდინარეობს ყველაფერი

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ,  ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვის მიერ მოხდა ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში გასროლა,განაცხადა, რომ ბრალი აქვს წარდგენილი 2 პირს და მიმდინარეობს გამოძიება.

აბასთუმანში ერთადერთი ადგილობრივი კანდიდატი საარჩევნო უბანზე მივიდა

აბასთუმნის #2 საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.

ირაკლი კობახიძე:არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედონ

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არჩევნებში მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედონ.

სანდრა რულოვსი: ხმა მივეცი ცვლილებებს ზუგდიდში

გაერთიანებული ოპოზიციიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ხმა 82-ე საარჩევნო უბანზე მისცა.

მოშიმშილე მაღაროელები ცესკოს ტრანსპორტირებას სთხოვენ

ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელები საოლქო კომისიას განცხადებით მიმართავენ. როგორც მაღაროელები აცხადებენ, მათ ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ და თავად გადაადგილებას ვერ შეძლებენ, ამიტომ ტრანპორტის გამოყოფას მოითხოვენ.

ანა მიქელაძე: ყველა საარჩევნო უბანი დროულად, 08:00 საათზე გაიხსნა

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

უბანზე, სადაც სანდრა რულოვსი ხმას აძლევს, საჩივარი დაწერეს

ზუგდიდში, 82-ე საარჩევნო უბანზე, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სანდრა რულოვსი ხმას აძლევს, "ქართული ორდენის" დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.

შსს: არჩევნებზე არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის, დღევანდელ შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

აბასთუმნის N2 უბანზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

 N38 ადიგენის ოლქის N2 უბანი გაიხსნა. საკუთარი ნება პირველმა ამომრჩეველმა 08:01 წუთზე დააფიქსირა.

რვა საარჩევნო უბანზე ხმებს ელექტრონულად დაითვლიან

წყალტუბოსა და ტყიბულში რვა საარჩევნო უბანზე ხმების დათვლა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება.როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, აღნიშნულ რვა უბანზე ჯამში 7 762 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს წყალტუბოში

შუალედურ არჩევნებში გუმბრის მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს დეპუტატის მანდატისთვის 12 კანდიდატი იბრძვის.

ჭიათურაში 53 საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა

ჭიათურელები ქალაქის მუნიციპალიტეტის მერს ირჩევენ.

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ

პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს მხოლოდ ერთ, მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში ჩატარდება.

ზესტაფონში 54-ვე საარჩევნო უბანი 8:00საათზე გაიხსნა

პირველი ამომრჩეველიც 42-ე საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის მივიდა. ადგილობრივები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს ირჩევენ.

მარნეულში, ზესტაფონში, ზუგდიდში, ჭიათურასა და ხულოში მერებს ირჩევენ

მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში- მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში- ტარდება.

19 მაისის შულედურ არჩევნებს 49 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია და 7 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება

19 მაისის რიგგარეშე და შულედურ არჩევნებს 49 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია და 7 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.

დღეს საქართველოში არჩევნები 410 საარჩევნო უბანზე გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეს, 19 მაისს, საქართველოში არჩევნები  410 საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი.

 

19 მაისს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები ტარდება

საქართველოში, რამდენიმე ოლქში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.

სახალხო დამცველი: უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა მხარემ, ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას

საქართველოს სახალხო დამცველი ზუგდიდში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,პირველი" უცვლელად გთავაზობთ:

ახალციხიდან ,,ნაციონალური მოძრაობის" 20-მდე წევრი ზუგდიდში გაემგზავრა

ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის მხარდასაჭერად, 18 მაისს პარტიის წევრები სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის ახალიციხიდანაც წავიდნენ. დავით ბალიაშვილის თქმით, 15-20 კაცი ოთხი მანქანით წავიდა.

ირაკლი ჩიქოვანი: რისთვისაც არ უნდა ემზადებოდეს ,,ნაციონალური მოძრაობა", გპირდებით, რომ სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი ჩიქოვანმა წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამა და ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

ცესკო-ში ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა

დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა.

არჩილ თალაკვაძე: 1-ლი მარტიდან მაისის ჩათვლით, ზუგდიდში ჩვეულებრივი მიგრაციის მაჩვენებელია - „რუსთავი 2" ცდილობს ნიჰილიზმის დანერგვას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ლევან ნატროშვილი - თუკი საარჩევნო კომისიის სხდომის ჩაშლის საფრთხეა, მათ აქვთ ბერკეტები, შესაბამის ორგანოებს საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება სთხოვონ

კომისიებს ლეგიტიმური ბერკეტები აქვთ, შესაბამის ორგანოებს საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება სთხოვონ, -ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა განაცხადა.

ლევან ნატროშვილი: სიტუაციის გამწვავების მაღალი რისკი არსებობს - იმედია, ყველა მხარე გონივრულად მოიქცევა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

თალაკვაძე: ჩვენი შიდა კვლევებით, ზუგდიდის მერობის კანდიდატი გეგა შენგელია დამაჯერებელ უპირატესობას ფლობს

ჩვენი შიდა კვლევებით, „ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი გეგა შენგელია დამაჯერებელ უპირატესობას ფლობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მერი კაპანაძე - ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეინიშნება აშკარა ხელის შეშლა და პროცესების ჩაშლის ფაქტი

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეინიშნება აშკარა ხელის შეშლა და პროცესების ჩაშლის ფაქტი,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ინიციატივის საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელმა მერი კაპანაძემ განაცხადა.

არნოლდ სტეფანიანი: რთულია, როცა უბანზე ათობით დამკვირვებელს ხედავ, რომლებმაც არ იციან, როგორ უნდა დააკვირდნენ არჩევნებს

,,რთულია, როცა უბანზე ათობით დამკვირვებელს ხედავ, რომლებმაც არ იციან, როგორ უნდა დააკვირდნენ არჩევნებს და ღიად უჭერენ მხარს პოლიტიკურ პარტიებს".

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ეს იყო ე.წ. კოჰაბიტაცია

მე ძალიან კარგად მესმის მოსახლეობის გულისწყრომის,- ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზესტაფონში განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი: ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევით გიორგი შენგელია 12 პროცენტით იმარჯვებს

,,ზუგდიდის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, ორგანიზაცია ,,ეი სი თი"-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია 12 პროცენტით იმარჯვებს".

"ქართულმა ოცნებამ“ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს იმ პროვოკაციებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობა" მიმართავს

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა და წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

კობახიძე: საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში ჩაივლის

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს იმ ქალაქებში, სადაც არჩევნებია ჩანიშნული, პროცესები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.

კახა კალაძე: ყველა გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხებთ

დედაქალაქის მერის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე ღირსეული და უპატიოსნესი ადამიანია, რომელიც ჭიათურაში დაიბადა, გაიზარდა და ყველა ის პრობლემა და წუხილი იცის, რაც ჭიათურას აწუხებს.

ბახტაძე: არჩევნები არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ ყველგან ჩატარდება მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში

არჩევნები არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ ყველგან ჩატარდება უმაღლესი სტანდარტით, მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში.

"ქართული ოცნების" ლიდერები ჭიათურაში მოსახლეობას შეხვდნენ

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ქართული ოცნების" ლიდერები ჭიათურაში მოსახლეობას შეხვდნენ. 

ზუგდიდში საკრებულოს წევრს ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის საქმეზე კითხავენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი უმრავლესობიდან გია დანელია რაიონულ პროკურატურაში ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იკითხება.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 19 მაისის არჩევნებისთვის

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 19 მაისს, დილის 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ გადასატანი ყუთის სია ხმაურის ფონზე დაამტკიცა

67-ე ზუგდიდის საოლქო კომისიის სხდომაზე, რომელიც ხმაურით მიმდინარეობდა, გადასატანი ყუთის სია დაამტკიცეს.

არჩილ თალაკვაძე: ზუგდიდში ყველა მონაცემებით, გიორგი შენგელია იმარჯვებს, რის გამოც "ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციებზე გადადის

ზუგდიდში ყველა წინასწარი მონაცემებით, მმართველი გუნდის კანდიდატი გიორგი შენგელია ლიდერობს, რის გამოც "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიაში იმატა დაძაბულობამ,- ამის შესახებ ზუგდიდში არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. 

მაია ცქიტიშვილი და გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონის მოსახლეობას შეხვდნენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ზესტაფონის მერობის კანდიდატ გიორგი გოგლიჩიძესთან ერთად ამავე მუნიციპალიტეტის სოფლების- საზანოს,ზოვრეთისა და შროშის მოსახლეობას შეხვდა.

ზუგდიდში ახალგაზრდულ ფესტივალს "ქართული ოცნების" კანდიდატი დაესწრო

ზუგდიდში ახლგაზრდული ფესტივალი გაიმართა, სადაც მოზარდებმა სხვადასხვა სპორტულ და ახალგაზრდულ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.

ზუგდიდის მერობის კანდიდატებიდან დებატებზე თანხმობა მხოლოდ გიორგი შენგელიამ განაცხადა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ზუგდიდში ქალაქის მერობის კანდიდატებს სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა შესთავაზა, თუმცა "ქართული ოცნების" კანდიდატის - გიორგი შენგელიას გარდა დებატებზე ყველა კანდიდატებმა უარი თქვა.

ლადო კახაძემ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

თამარ ჩუგოშვილი დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო მდივანი, პოლიტსაბჭოს წევრი თამარ ჩუგოშვილი დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

სოფო ქაცარავა: გიორგი შენგელია ღირსეული, კომპეტენტური და საქმიანი პიროვნებაა

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატ გიორგი შენგელიასთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს უმრავლესობის წევრი სოფო ქაცარავა.

თამარ ხულორდავა: ზუგდიდს გიორგი შენგელიას სახით მერობის ღირსეული კანდიდატი ჰყავს

ზუგდიდში უმრავლესობის წევრები, მერობის კანდიდატ გიორგი შენგელიასთან ერთად მოსახლეობას ხვდებიან.

თამარ ჩუგოშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ ზუგდიდში არჩევნებს აგებს და არეულობის ხელოვნურად შექმნას ცდილობს

ჩვენი ამოცანაა არჩევნების მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარება. არცერთი პროვოკაცია, არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ძიძიგურის თქმით, ვინც გამსახურდიას პატივს სცემს, მის თანამებრძოლებს კრიმინალს არ უნდა ეძახდეს

,,ქართული ოცნების" დეპუტატმა, ზვიად ძიძიგურმა, რომელიც ამჟამად ზუგდიდში იმყოფება, გადაცემა ,,პოლიტმეტრში" ზუგდიდში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესზე ისაუბრა.

 

ცესკო ზუგდიდის საოლქოში სხდომის ჩაშლის მცდელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ჩაშლის მცდელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ზუგდიდის საოლქო კომისიის სხდომა ხმაურით წარიმართა

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა სხდომა ოპოზიციის მიერ დამატებით დაყენებული საკითხის განხილვის გარეშე დაასრულა, რომელიც ვიდეომასალას ეხებოდა.

19 მაისის არჩევნებს 49 ადგილობრივი და შვიდი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია დააკვირდება

ცესკო-ს ინფორმაციით, 19 მაისის არჩევნებს 49 ადგილობრივი და შვიდი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია დააკვირდება.

კაცი, რომელიც საოლქოში ოპოზიციას დაუპირისპირდა, დაკავებულია

სამართალდამცველებმა დააკავეს კაცი, რომელიც ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში გაერთინაებული ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა.

ზუგდიდში საოლქო კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე იწყება

67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის დაწყებამდე საოლქოში ინციდენტი მოხდა. შენობაში შევიდა შუახნის კაცი, რასაც მასსა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ირაკლი ჩიქოვანი: რასაც "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს ამაზრზენი და შეურაცხმყოფელია ზუგდიდელებისთვის

ზუგდიდიში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისა და წევრების მიერ საკრებულოს შენობაში შეჭრის ფაქტს მორიგ პროვოკაციად აფასებს ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდის საკრებულოში, საკრებულოს წევრის, გია დანელიას უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით, საგანგებო სხდომის ჩანიშვნის შესახებ, განცხადება შეიტანეს.

მამუკა ბახტაძე: არც ერთ პროვოკატორს არ უნდა მიეცეს საშუალება, ჩრდილი მიაყენოს არჩევნების პროცესს და კანონის დარღვევა არავის შერჩება

ზუგდიდში, ისევე, როგორც ყველა ოლქში, სადაც არჩევნები ტარდება, არჩევნები ჩატარდება უმაღლესი სტანდარტის დაცვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთში ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

თამარ ჩუგოშვილი: ზუგდიდში საარჩევნო ინვენტარისა და დოკუმენტაციის გადაცემის პროცესში კანონდარღვევა არ ყოფილა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადადგომას არ აპირებს

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი აცხადებს, რომ მას კანონი არ დაურღვევია და გადადგომას არ აპირებს. 

ირაკლი ჩიქოვანი: ოცნება არჩევნებს იგებს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი საოლქო საარჩევნო კომისიის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

ზუგდიდში საოლქოსთან გაერთიანებული ოპოზიცია აქციას მართავს

67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.

ცესკო ზუგდიდის საარჩევნო ოლქში რეგისტრატორების ბეჭდებს შეცვლის

ცესკო ზუგდიდის საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭედებს მთლიანად შეცვლის.

ცესკო ზუგდიდის საოლქო კომისიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

ზუგდიდში სანდრა რულოვსის თანხმლებ პირებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში ტელეკომპანია "ოდიშის" გადაცემის ჩაწერის დროს გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს დაუპირისპირდნენ.

შალვა კიკნაველიძე ვახტანგ რობაქიძის მხრიდან მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი შალვა კიკნაველიძე ვახტანგ რობაქიძის მხრიდან მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს.

ლადო კახაძე: ეს არის გამარჯვების, სიხარულის და სიამაყის დღე

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

გიორგი შენგელიას პასუხი სანდრა რულოვსის შეთავაზებაზე დებატების განმუხურში გამართვის შესახებ

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია პასუხობს გაერთიანებული ოპიზიციიდან მისი კონკურენტის, სანდრა რულოვსის შეთავაზებას დებატებთან დაკავშირებით.

გიორგი გოგლიჩიძემ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის  კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

ლადო კახაძე მთაწმინდაზე მცხოვრებ სამამულო ომის ვეტერანებს ესტუმრა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე მთაწმინდაზე მცხოვრებ სამამულო ომის ვეტერანებს ესტუმრა.

სანდრა რულოვსი გიორგი შენგელიას დებატებს განმუხურის ამფითეატრში სთავაზობს

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი სანდრა რულოვსი მმართველი პარტიის კანდიდატს გიორგი შენგელიას გამოწვევას პასუხობს და დებატებს განმუხურის ამფითეატრში სთავაზობს.  

გიორგი შენგელია: ზუგდიდი მშვიდობის ქალაქია, დღეს აქ ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია დაფუძნდა

დაჯილდოების ცერემონიალი ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიალი ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. პრემია ყოველწლიურად მშვიდობის დარგში მოღვაწე ადამიანებს გადაეცემა.

ჭიათურის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდა

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჭიათურის მერობის კანდიდატი  გივი მოდებაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში  ახალგაზრდებს შეხვდა. 

ზესტაფონის მერობის კანდიდატი არგვეთაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე  სოფელ არგვეთაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ სამომავლო ხედვები გააცნო.

გიორგი შენგელია: 6 თვეა მოსახლეობას ვხვდები და კონკრეტული გეგმები ჩამომიყალიბდა, რა სჭირდება დღეს მუნიციპალიტეტს

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას განცხადებით, შეხვედრები წინასაარჩევნო პერიოდში არ დაუწყია და მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია 6 თვის წინ, მერის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ დაიწყო.

ლადო კახაძე: მაჟორიტარი უნდა იყოს ხიდი მოსახლეობას და ხელისუფლებას შორის

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას აგრძელებს.

ზაურ დარგალი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ამომრჩევლებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.

გიორგი შენგელია: ჩვენს მუნიციპალიტეტში თხილის შემოსავალი 30%-ით გაიზრდება

„ჩვენს მუნიციპალიტეტში 30%-ით მეტი შემოსავალი იქნება“, - ეს განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ „იმედის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „პირისპირ“ გააკეთა.

გიორგი შენგელია: ოპონენტებისგან განსხვავებით მე მაქვს კონკრეტული გეგმები, რაც ზუგდიდს წაადგება

ჩემი ოპონენტებისგან განსხვავებით მაქვს კონკრეტული გეგმები, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტს წაადგება, - ეს განაცხადა ,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ტელეკომპანია ,,იმედი“-ს პირდაპირ ეთერში გააკეთა.

გიორგი შენგელია: ზუგდიდში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 50 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არის უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ გადაცემაში „პირისპირ“ ისაუბრა.

გიორგი შენგელია: ბაღის აღმზრდელების ხელფასი 20%-მდე გაიზრდება

მუნიციპალიტეტის მასშტაბით შენდება 7 ბაღი და სრულად რეაბილიტირდება 5 სკოლა, ახალ სკოლას კი ვაშენებთ სოფელ დარჩელში.

ლადო კახაძე საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის 100%-მდე გაზრდის ინიციატივით გამოდის

,,ქართული ოცნების" მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის 100%-მდე გაზრდის ინიციატივით გამოდის. 

კახა კალაძე: ჩვენ შევძლებთ, გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ

,,ქართული ოცნების" მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. 

გიორგი შენგელია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პროექტის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატს, გიორგი შენგელიას შეხვდნენ.

ზესტაფონის მერობის კანდიდატი ლიტურგიას დაესწრო

ზესტაფონის მერობის კანდიდატი, გიორგი გოგლიჩიძე გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო ლიტურგიას დაესწრო.

ლადო კახაძე მოსახლეობასთან კარდაკარ შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან კარდაკარ შეხვედრებს აგრძელებს.

ადიგენში 2019 წლის შუალედური არჩევნები ორჯერ გაიმართება

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. ადიგენის #38 საარჩევნო ოლქში, ოქტომბერში შუალედური არჩევნები გაიმართება.

მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარე  წლის 19 მაისს გაიმართება.