საზოგადოება

10 ოქტომბერი მეტყევის დღეა

10 ოქტომბერი - მეტყევის დღე ეროვნულ  ბოტანიკურ ბაღში აღინიშნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებული საქმიანობისთვის, მადლობის სიგელები  და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

12 და 14 ოქტომბერს “საქართველოს რკინიგზა“ მატარებლებს ამატებს

გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, 12 ოქტომბერს თბილისიდან და 14 ოქტომბერს ბათუმიდან „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 39 ახალ პროექტს იწყებს

"განხორციელებული და მიმდინარე პროექტების მიუხედავად, კომპანიის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ქვეყნის მასშტაბით წყლისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგება",- განაცხადა კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ.

პერსონალური მონაცემების დაცვის გამოწვევები საქართველოში

სახელმწიფო ინსპექტორი და IRC-ის დირექტორი ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

 

ამერიკელი ღვინის პროფესიონალები საქართველოს სტუმრობდნენ

ამერიკელი ღვინის პროფესიონალები ქართულ ღვინოს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაეცნენ.

კორუფციის კონტროლისა და რეგულაციების ხარისხის მიხედვით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულებში მოხვდა

მსოფლიო ბანკის “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევის მიხედვით, საქართველო კორუფციის კონტროლისა და რეგულირების ხარისხის მიხედვით, 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულებში გამწესდა.

მამუკა ხაზარაძე: დღეს ურცხვად ითხოვდნენ საქმიდან იმ მასალების ამოღებას, რომელიც ჩვენმა ადვოკატმა მოიპოვა

საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" დამუფნებელი მამუკა ხაზარაძე წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ საქმიდან მისი ადვოკატის მიერ მოპოვებული მასალების ამოღებას ითხოვდნენ.

6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა

2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

დავით ზალკანიანი: დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიების გახსნა, სწორედ საქართველოს პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის შედეგია

დავით ზალკანიანის განცხადებით, ხვალიდან სამღვდელობისთვის გახსნილი დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები, საქართველოს პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის შედეგია.  

საქართველოს დელეგაცია ქვიშის თამაშებზე გააცილეს

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში მსოფლიოს პირველ ქვიშის თამაშებზე საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა.

ვითიბი ბანკის და Visa -ს გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ვითიბი ბანკისა და Visa -ს გათამაშებაში, სექტებრის თვის, გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

 
მიხეილ ბატიაშვილი: 17 მედალი ჩვენი არაჩვეულებრივი ბავშვების და მათი პედაგოგების დამსახურებაა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდა.

რატი იონათამიშვილი: ის პირები, ვინც დიპლომის ნამდვილობაზე აპელირებით ცდილობდნენ შალვა თადუმაძის დისკრედიტაციას, ჩავარდნენ უხერხულ მდგომარეობაში

„ის პირები, ვინც დიპლომის ნამდვილობაზე აპელირებით ცდილობდნენ შალვა თადუმაძის დისკრედიტაციას, ჩავარდნენ უხერხულ მდგომარეობაში“,- ასე აფასებს დეპუტატი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მამუკა მდინარაძის განცხადებას. 

ეკატერინე გალდავა დეპუტატებს წყლისა და წყალარინების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და გეგმებს აცნობს

 საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წინაშე ანგარიშით წარსდგა.

მარიამ ჯაში: რუმინეთის პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ მარიამ ჯაშის, ისკო დასენის და სიმონ ნოზაძის წარმომადგენლობით, რუმინეთის სენატსა და დეპუტატთა პალატაში მაღალი რანგის შეხვედრები გამართა.

ISUZU –ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსი N34 მარშრუტზე გავიდა

ISUZU -ს მარკის 8-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე ეურო 6 ემისიის სტანდარტის მუნიციპალური ავტობუსები N34 მარშრუტის მგზავრებს დღეიდან მოემსახურება.

გიორგი ტყემალაძე საქართველოში საბერძნეთის ელჩს შეხვდა  

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიმიტრის კარაბალისს შეხვდა.

სასტუმრო "შერატონის" კოშკურიდან შავი კვამლი ამოდის

ბათუმში, სასტუმრო "შერატონის" კოშკურიდან შავი კვამლი ამოდის. 

საქართველოს ბანკის ორგანიზებით შრომის უსაფრთხოების თემაზე პანელური დისკუსია გაიმართა

საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შრომის უსაფრთხოების ახალი ნორმების შესახებ პანელური დისკუსია გამართა.

მამუკა ხაზარაძე: ყველაფერს გავაკეთებ რომ ტყუილი დავამარცხოთ ამ ქვეყანაში, განვდევნოთ, განვწმინდოთ

ჩვენ ტყუილების ქვეყანაში ვცხოვრობთ და ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს საქმეს"-ამის შესახებ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.