საზოგადოება

თბილისის აეროპორტში ფრენები განახლდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.

ხვალიდან საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი

საქართველოში 9 და 10 იანვარს ნალექი და ქარია მოსალოდნელი.

აფეთქება ქუთაისში - დაშავებულია ერთი ადამიანი

ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ე.წ. "სტეკლოტარაზე" მოხდა. დაშავებულია შუახნის ქალი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თბილისის აეროპორტში 10-მდე ავიარეისი გაუქმდა

ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ავიარეისი გაუქმდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ავსტრიის კლინიკამ მაჩალიკაშვილის მკურნალობაზე თანხმობა უარით შეცვალა

ავსტრიის კლინიკამ სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობაზე თანხმობა უარით შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

თბილისის აეროპორტში ერთი რეისი გაუქმდა

ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თეირანი-თბილისის რეისი გაუქმდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

საკვებით მოწამვლის გამო, ზუგდიდის საავადმყოფოში 7 ადამიანი შეიყვანეს

ზუგდიდის საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით, ერთდროულად შვიდი ადამიანი შეიყვანეს.

პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ალილოს მონაწილეები პრეზიდენტის სასახლეში მიიღეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ალილოს მსვლელობის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლეში მიიღეს, მათ საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს და შობის დღესასწაული მიულოცეს.

მარნეულში ალილოს მსვლელობა გაიმართა

მაცხოვრის შობის დღესასწაულის აღსანიშნავად მარნეულში, რიგით მე-4 ალილო გაიმართა, რომელსაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი უძღვებოდა.

თბილისის მერი: დღევანდელი დღე სიცოცხლის, სიყვარულის და სიკეთის ზეიმია

თბილისის მერი კახა კალაძე  საშობაო ალილოს ვარდების მოედანზე შეუერთდა, მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა და შობის დღესასწაული მიულოცა.

ირაკლი კობახიძე და დეპუტატები საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს პარლამენტთან შეეგებნენ

ალილოს მონაწილეებს პარლამენტის წევრებმა ტკბილეულით სავსე კალათები და საჩუქრები გადასცეს.

ქუთაისის ცენტრში კაცი მოულოდნელად გარდაიცვალა

75 წლამდე ასაკის კაცი გარდაიცვალა ქუთაისში. თვითმხილველების თქმით, კაცი ცენტრალურ ბაღში მოულოდნელად გარდაიცვალა.

ზუგდიდში საშობაო ალილო გაიმართა

ზუგდიდში ტრადიციული საშობაო მსვლელობა 12:00 საათზე ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრის ეზოდან დაიწყო და მშენებარე ეკლესიაში საზეიმო წირვა-ლოცვით დასრულდა.

საშობაო ალილო ბათუმში

დღეს, შობის დღესასწაული ბათუმში ალილოთი აღინიშნა. ალილოს მსვლელობა ტრადიციულად ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო.

თბილისში საშობაო ალილო მიმდინარეობს

თბილისში საშობაო ალილო მიმდინარეობს. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსვლელობა "ვარდების მოედნიდან" დაიწყო.

 

პატრიარქი: პასუხს ვაგებთ ფიქრზე, რომელიც გონებაში გვაქვს, საქმეზე, რომელსაც ვაკეთებთ...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლეში აღნიშნულია, რომ თითოეული ადამიანი პასუხს აგებს ფიქრზე, რომელიც გონებაში აქვს, საქმეზე, რომელსაც აკეთებს, ტკივილზე თუ სიხარულზე, სიტყვაზე, მზერაზეც კი.

კახა კალაძე: ეპისტოლეში საუბარია ნარკოპოლიტიკაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მორწმუნეებს შობის დღესასწაული სამების საკათედრო ტაძრიდან მიულოცა და პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე გაამახვილა ყურადღება.

შობის ღამე სამებაში - ფოტოამბავი

დღეს, მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საშობაო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.

ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა შობა აღნიშნეს

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებმა შობის დღესასწაული აღნიშნეს.

თავდაცვის მინისტრი საშობაო ლიტურგიას ბათუმში დაესწრო

დღეს მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს შობას აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საშობაო ლიტურგიას ბათუმში, ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.