საზოგადოება

ზამთრის კურორტებზე 46 კვების ობიექტი დაჯარიმდა

სურსათის სააგენტომ ზამთრის კურორტებზე 46 კვების ობიექტი დააჯარიმა.

კომპანია RMG რუსთაველის თეატრის სპონსორი გახდა

კომპანია RMG კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში განაგრძობს კულტურული პროექტების მხარდაჭერას და ამჯერად თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპონსორი ხდება.

ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა.

თბილისის მერმა საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მენიუ გაასაჯაროვა

თბილისის მერი კახა კალაძე ბაგა-ბაღების კვების რაციონთან დაკავშირებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მენიუ გაასაჯაროვა.

სარგებლობაში არსებული ფართები კიდევ 17 ოჯახს გადაეცემა

სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართები კიდევ 17 ოჯახს გადაეცემა. ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა განაცხადა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებს მერია 100 პროცენტით დააფინანსებს

თბილისის მერმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების სისტემის ახალი მოდელი წარმოადგინა.

კალაძე: შემაშფოთებელია ფაქტები, რასაც ჩვენი ზედამხედველობის სამსახური ყოველდღიურად აწყდება

სამშენებლო სამართალდარღვევების სტატისტიკა საგანგაშოა. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილედ სოფიო ხუნწარია წარადგინა, რომელიც აქამდე კულტურის საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა

გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

NDI მედიას დღეს კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარუდგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო მედიას დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს დღეს წარუდგენენ.

თბილისის მერიაში ხანძარი გაჩნდა

თბილისის მერიაში დღეს დილით ხანძარი გაჩნდა. როგორც "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი დაახლოებით ოთხ კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.

გამყრელიძის თქმით, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა არ გახარჯულა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის  განცხადებით,  ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა არ გახარჯულა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

აუდიტის სამსახური ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაცია

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებმა კონფერენცია გამართეს, სადაც უმნიშვნელოვანეს საინვესტიციო პროექტზე, გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაციაზე ისაუბრეს.

ქართველი ფეხბურთელი ნოდარ ახალკაცი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.  

მინისტრის მოადგილის თქმით, აზიურ ფაროსანასთან მრავალწლიანი ბრძოლაა საჭირო

აგრარულ საკითხთა კომიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი უარყოფს, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინა გაიხარჯა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა გაიხარჯა.

სემეკი "მისტიკური მომხმარებლის" კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) "მისტიკური მომხმარებლის" პროექტის, პირველი შუალედური ანგარიშის შედეგებს, 18 იანვრის საჯარო სხდომაზე გამოაქვეყნებს.

აუდიტი: საქართველოში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა გაიხარჯა

იმუნიზაციის პროგრამით საქართველოში 29 222 დოზა, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა გაიხარჯა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით, მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო.

 

„მაგთიკომი“ ტარიფების ცვლილებების ამოქმედებას დროებით შეაჩერებს

შპს „მაგთიკომი“ ტარიფების ცვლილებების ამოქმედებას დროებით შეაჩერებს.