კონფლიქტები

თბილისს დღეს ფატუ ბენსუდას ოფისის წარმომადგენლები ეწვევიან

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და პროკურორ ფატუ ბენსუდას ოფისის წარმომადგენლები გაერთიანებული გასვლითი მისიის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით თბილისს დღეს ეწვევიან.

სოხუმში დაჭრეს კაცი, რომელმაც ორი თვის წინ რუსული პასპორტი დაწვა

აფხაზურის მედიის ინფორმაციით, სოხუმში ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს ბესლან ჭკადუას.

სახელმწიფო მინისტრი რუსეთის ძალისმიერ პოლიტიკას უპერსპექტივოს უწოდებს

სახელმწიფო მინისტრმა ქეთევეან ციხელაშვილმა ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომ „რუსული ძალისმიერი პოლიტიკა წარუმატებელი იქნება და მას პერსპექტივა არ გააჩნია...“

გომელაური: სის-ი ყველა მექანიზმს იყენებს, რომ ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვის ობიექტური გარემოებების დადგენა მოხდეს

სუს-ის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადბეით, უწყება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რათა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე.

გომელაური: ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევად რჩება

სახელმწიფო უსაფრთხპოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახური, როგორც წამყვანი უწყება, აქტიურად იყო ჩართული IPRM-ის შეხვედრებში.

სოხუმის სკოლაში ხანძარი ლოკალიზებულია

სოხუმში პუშკინის სახელობის სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.



სოხუმში მეორე სკოლა იწვის

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში პუშკინის სახელობის მეორე სკოლა იწვის.

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გახდა

აფხაზეთის ა/რ უზენაესმა საბჭომ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად რუსლან აბაშიძე აირჩია.

ჩაჩიბაია: 90-იან წლებში მომხდარი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტში რუსეთი იყო საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე

საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, 1990-იან წლებში მომხდარი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტში საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე იყო რუსეთი.

ოკუპირებულ აფხაზეთში ფულის მუზეუმს ხსნიან

სოხუმში წლის ბოლოს ფულის მუზეუმი გაიხსნება. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის თავმჯდომარის ბესლან ბარათელიას ინფორმაციით, პროექტი 8 მილიონი რუბლის ღირებულების არის.

ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე ნაბაკევის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობის პასუხისმგებაში მიცემას ითხოვენ

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი "ემპათია" ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე ოკუპირებული ნაბაკევის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელების იდენტიფიცირებას და მათ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. 

სუს გალში საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტს ადასტურებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის, ზაზა შარიას დაკავების ფაქტს ადასტურებს.

ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ თაგილონში ე.წ.საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის 1986 წელს დაბადებული სოხუმის მკვიდრი, ამ დროისთვის კი თბილისში მცხოვრები, ზაზა შარია დააკავეს.

ლილიენ მორი პასკიე: ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს განუყოფელი ნაწილია

ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტიწეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ეწვია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ლილიან მორი პასკიე წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ეწვია.

ევროპის საბჭომ გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიში "კონფლიქტი საქართველოში" დაამტკიცა

2019 წლის 24 აპრილს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1344-ე სხდომაზე განიხილეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიში "კონფლიქტი საქართველოში".

ნიქოზთან ახლოს ოკუპანტებმა ორი პირი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზთან, საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებმა ორი პირი დააკავეს. ინფორმაცია ,,პირველს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

ბჟანიას საეჭვო ავადმყოფობის შემდეგ, მისი დაცვის წევრებიც გამოიკვლიეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დეპუტატ ასლან ბჟანიას დაცვის წევრებს მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევა ჩაუტარდათ.

ოკუპანტებმა მეჯვრისხევიდან გატაცებული გოჩა ფიდიური გაათავისუფლეს

ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

 

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი კლინიკაში მოათავსეს- მდგომარეობა მძიმეა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ ე.წ. დეპუტატ ასლან ბჟანიას მოსკოვში მკურნალობის უზრუნველყოფის დავალება ე.წ.საგარეო უწყების ხელმძღვანელს მისცა.