კონფლიქტები

სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება და შეფასებები საერთაშორისო დონეზე

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და  ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

დიდი ბრიტანეთი გმობს სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას

დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ამერიკის სახელმწიფო მინისტრი ალან დუნკანი სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„არა ოკუპაციას, რუსეთი სირია!“ - 2 ივნისს პარლამენტთან აქცია იგეგმება

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, სირიის არაბთა რესპუბლიკის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართება.

 

რას წერდა კიევში მოკლული რუსი ჟურნალისტი 2008 წლის ომზე

კიევში, საკუთარ ბინაში რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, სამხედრო კორესპონდენტი და მწერალი არკადი ბაბჩენკო 29 მაისს მოკლეს.

ასადი და ხაჯიმბა შეხვედრაზე შეთანხმდნენ

სირიის პრეზიდენტი და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი შეხვედრაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ მედიას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განუცხადა.

ანატოლი ბიბილოვი სირიას, სავარაუდოდ, ივნისში ეწვევა

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი ე.წ. დელეგაციასთან ერთად სირიის არაბთა რესპუბლიკას, სავარაუდოდ, ივნისში ეწვევა.

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - განცხადება

ევროკავშირმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა. 

აშშ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება ვერაფერს შეცვლის

ასადის რეჟიმის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. აღიარება წინდაუხედავი და ცუდი რჩევით გადადგმული ნაბიჯია და ვერაფერს შეცვლის.

 

აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, გააქტიურდებიან თუ არა სირიელი ქურთები

საქართველოს ისტორიული რეგიონების- აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება, გამორიცხული არაა, ხელსაყრელი ფაქტორი აღმოჩნდეს სირიაში მცხოვრები  ქურთებისათვის და მათ დაიწყონ ბრძოლა  სირიის ტერიტორიაზე დამოუკიდებლობისათვის.

ლეონიდ სლუცკის თქმით, საქართველოს საბოლოოდ მსოფლიო იზოლაცია ემუქრება

რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას მიესალმება.

ჯანელიძის თქმით, სირიის მიერ სოხუმისა და ცხინვალის აღიარება რუსეთის მანიპულირების შედეგია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, სირიის მიერ საქართველოს ისტორიული რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება, რუსეთის მანიპულირების შედეგია.

საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით შესაბამისი პროცედურები დაიწყო.

 

 

ცხინვალის მტკიცებით, სირიამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა

სირიის არაბთა რესპუბლიკამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ.დამოუკიდებლობა აღიარა.

სოხუმის მტკიცებით, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სირიის არაბთა რესპუბლიკამ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

სოხუმი გიორგი მარგველაშვილს პასუხობს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო  პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეზე გააკეთა. 

სოხუმში იმედოვნებენ, რომ ენგურჰესი მუშაობას ავარიის აღმოფხვრიდან სამ დღეში განაახლებს

ენგურჰესი მუშაობას ავარიის აღმოფხვრიდან სამ დღეში განაახლებს.

პრაღაში ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ რუსეთი საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმებას კეთილსინდისიერად შეასრულებას

პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

ოკუპანტებმა საქართველოს სოფელ ფლავის მკვიდრი 22 წლის გიორგი კეფაშვილი გაიტაცეს.

 

ცხინვალში ე.წ. დამოუკიდებლობის დღეზე ვლადიმირ პუტინის ჩასვლას ელოდებიან

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლის დავიდ გაზატის თქმით, ცხინვალში 26 აგვისტოს „დამოუკიდებლობის აღიარების იუბილეზე“ რუსეთიდან მაღალი რანგის სტუმრებს ელოდებიან.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს კეტავს

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისფლება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ე.წ. საკონტროლო - გამშვებ პუნქტს დაკეტავს.