კონფლიქტები

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მასშტაბური სამხედრო სწავლება მიმდინარეობს

რუსულმა არმიამ კავკასიაში მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო.

ცხინვალი საქართველოსთან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს

ე.წ. სმახრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოსთან ე.წ.  საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

სუს-ი საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტს ადასტურებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს მოქალაქის გიორგი ზარანდიას დაკავებას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ მის გასათავისუფლებლად მუშაობა დაწყებულია.

ოკუპანტების მიერ დაკავებული ზარანდიას ოჯახისთვის მომხდარის დეტალები უცნობია

ოკუპანტების მიერ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული გიორგი ზარანდიას ოჯახისთვის მომხდარის დეტალები უცნობია.

 

რუსმა სამხედროებმა ზუგდიდელი ახალგაზრდა დააკავეს

რუსმა სამხედროებმა, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, გალის რაიონში. ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ზუგდიდელი გიორგი ზარანდია დააკავეს. ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახური ავრცელებს. 

ირაკლი კობახიძე რეზოლუციის შესახებ: საქმე ეხება საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხს

„რეზოლუციასთან დაკავშირებით დათმობებზე საუბარი არასწორია",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე საერთო რეზოლუციის თაობაზე საუბრისას განაცხადა.

ოკუპირებული ცხინვალიდან გათავისუფლებულ იოსებ პავლიაშვილს პოლიციაში განმეორებით კითხავენ

მცხეთის რაიონულ პოლიციაში ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე 18-დღიანი ტყვეობის შემდეგ გათავისუფლებულ იოსებ პავლიაშვილს განმეორებით კითხავენ. 

შს მინისტრის მოადგილის თქმით, ქუტაშვილსა და პავლიაშვილს წამების კვალი არ ეტყობათ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის კახაბერ საბანაძის თქმით, ოკუპირებული ახალგორიდან დღეს გათავისუფლებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს წამების კვალი არ აეტყობათ.

სუბარი: პავლიაშვილისა და ქუტაშვილის გათავისუფლების შემდეგ, მთავრობის ამოცანა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაა

ოკუპირებული ახალგორიდან დღეს გათავისუფლებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები შეხვდნენ. მინისტრ სოზარ სუბარის თქმით, გათავისუფლებული პირები თავს კარგად გრძნობენ.

ოკუპირებული ახალგორიდან გათავისუფლებულებს მცხეთის პოლიციაში კითხავენ

ოკუპირებული ახალგორიდან დღეს გათავისუფლებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს ამ წუთებში მცხეთის რაიონულ პოლიციაში კითხავენ. მათთან ერთად მინისტრთა კაბინეტის წევრები იმყოფებიან.

მინისტრის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიიდან გათავისუფლებული პირები თავს კარგად გრძნობენ

ოკუპირებული ახალგორიდან დღეს გათავისუფლებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს ამ წუთებში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ხვდებიან.

არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული 2 პირი გაათავისუფლეს

ოკუპანტებმა არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ოკუპირებული ახალგორიდან გაათავისუფლეს.

ჩუგოშვილი: როცა საქმე ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, ქვეყანამ ერთიანი აზრი უნდა დააფიქსიროს

საკანონმდებლო ორგანო არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ რეზოლუციის ტექსტის მისაღებად ემზადება. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის თქმით, როცა საქმე ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, ერთიანი აზრი უნდა დააფიქსირდეს.

იორდანია ოკუპირებულ აფხაზეთს საერთაშორისო აღიარებას უსურვებს

ოკუპირებულ აფხაზეთში იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის დელეგაცია 7 მარტს ჩავიდა.

ცხინვალის ე.წ პრეზიდენტი ტატუნაშვილზე: მოგვეცით ყველაფრის კანონიერად ჩატარების საშუალება

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბოლივის თქმით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსტრადირებისთის ისინი ყველაფერს კანონიერად აკეთებენ.

ოკუპირებულ ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეების შეხვედრა დასრულდა

ოკუპირებული ცხინვალში, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების 4-საათიანი შეხვედრა დასრულდა. მხარეებმა მედიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს.

 

ცხინვალის ე.წ პრეზიდენტის თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, როდის გადაეცემა ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსტრადირების საკითხს პოლიტიზირებულს უწოდებს სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი. მისი თქმით, ცხედარი ოჯახს გადაეცემა, თუმცა როდის ეს უცნობია.

ჟენევის თანათავმჯდომარეები ერგნეთში იმყოფებიან

ერგნეთში, ე.წ. საზღვარზე ჟენევის თანათავმჯდომარეები იმყოფებიან. 

მაია ნიკოლეიშვილი ტატუნაშვილზე: რა დროც არ უნდა იყოს გასული, ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელია

ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის თქმით, არჩილ ტატუნაშვილის 12 დღის წინ გარდაცვალების მიუხედავად ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელია.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გადმოასვენებენ

"ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ კომუნიკაციაში, გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადასცდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.