კონფლიქტები

სოხუმში ტროლეიბუსი მსუბუქ მანქანას დაეჯახა

ოკუპირებულ სოხუმში, წითელ ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

დუელი ცხინვალელ პოლიტიკოსებს შორის ქალაქის ცენტრში გაიმართა

 ცხინვალის ცენტრში, ალან ჯიოევის გამზირზე, ორმხრივი სროლა მოხდა.

აზერბაიჯანი ცხინვალის ე.წ. არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობს.

ირაკლი კობახიძე: ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნები არის სიყალბე და ოკუპაციის გაგრძელება

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნები არის სიყალბე და იმის გაგრძელება, რასაც ჰქვია ოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

შვედეთის ელჩი აცხადებს, რომ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნები უკანონოა

ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნები უკანონოა, – ამის შესახებ განცხადება „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე საქართველოსა და სომხეთში შვედეთის საგანაგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ულრიკ ტიდესტრომმა გაავრცელა.

უკრაინის საგარეო უწყება: უკრაინა გმობს და არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნებს

უკრაინა გმობს და არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო უწყება - ე.წ. არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალში ქართველთა ეთნიკური წმენდის მორიგი უშედეგო მცდელობაა რუსეთის მხრიდან

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

აფხაზური ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს

აფხაზური ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია გერმანიაში სამკურნალოდ მოსკოვიდან გადაიყვანეს.

ცხინვალმა მაისში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის 62 ფაქტი დააფიქსირა

ცხინვალის  ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, მაისის თვეში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 62 მოქალაქე იქნა დაკავებული.

სოხუმი და ცხინვალი "საერთაშორისო" საავტომობილო მიმოსვლაზე შეთანხმდნენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო მთავრობებმა "საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმდნენ".

კოდორის ხეობა "ეროვნულ პარკად" გამოცხადდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა კოდორის ხეობა ეროვნულ პარკად გამოაცხადა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს ჩატარდება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თარიღად 25 აგვისტო დაადგინა.

ცხინვალი ე.წ. საზღვარს კეტავს

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი ე.წ. საზღვარს სკოლებში „ბოლო ზარის“ ღონისძიებასთან დაკავშირებით კეტავს.

სოხუმში გადაღებული ქართულ-აფხაზური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოკუპირებულ აფხაზეთში გადაღებული ქართულ-აფხაზური ფილმის „ანიხა“ პრეზენტაცია გაიმართა.

ხაჯიმბა დათმობაზე წავიდა - ე.წ. არჩევნების თარიღი გადაიდო

ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები 21 ივლისის ნაცვლად 25 აგვისტოს ჩატარდება.

რაულ ჯახიმბა ე.წ.ოპოზიციას ვითარების დაძაბვაში ადანაშაულებს

რაულ ხაჯიმბა ე.წ. ოპოზიციას ტურისტული სეზონის ჩაშლასა და პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს. 

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია დაუმორჩილებლობის აქციებს იწყებს

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია საპროტესტო აქციებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გადადების მოხოვნით განაგრძობს.  

რა უჯდება ე.წ. რესპუბლიკას ბჟანიას მოწამვლა - აფხაზეთში ტურისტული სეზონი ჩავარდნის პირასაა

ე.წ. „აფხაზეთის ტურიზმის კავშირის“ პრეზიდენტის ანა კალიაგინას განაცხადებით,  მიმდინარე აქციების ფონზე ტურისტები სასტუმროების ჯავშანს აუქმებენ.

აფხაზეთის ე.წ. სახალხო კრება "არჩევნების" გადადებაზე უარს ამბობს - კრიზისი ღრმავდება

ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. სახალხო კრება საპროტესტო აქციების მიუხედავად ე.წ. არჩევნების გადადებაზე უარს ამბობს. 

არფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი მოწამლეს - ხალხი "არჩევნების" გადადებას ითხოვს

ოკუპირებული სოხუმის ე.წ. პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები "პრეზიდენტის არჩევნების" გადატანასა და ე.წ. პარლამენტის დეპუტატის ასლან ბჟანიას მოწამვლის ფაქტის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.