კონფლიქტები

აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ოპოზიციის ლიდერის დაკავება ე.წ. უშიშროების საბჭოზე განიხილა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, რუსეთში დაკავებული აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ასლან ბჟანიას საკითხზე უშიშროების საბჭო მოიწვია.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მზადაა გადადგეს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ის მზადაა გადადგეს, თუ ამას აფხაზეთის მთელი საზოგადოება მოითხოვს. 
ექსპერტის აზრით, საქართველოს უნდა მოეპოვებინა აფხაზების ნდობა
სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების ოპოზიცია საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი არ არის. 
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს გაფრთხილება მისცა
სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, რუსეთის პრეზიდენმა ვლადიმერ პუტინმა დღეს, კრემლში გამართულ შეხვედრაზე, ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტს, ერთგვარი გაფრთხილება მისცა. 
ოკუპირებულ აფხაზეთში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ ოკიუპირებულ აფხაზეთში შიდაპოლიტიკური სიტუაცია სამართლებრივ ფარგლებს არ გასცდება.
პუტინი აფხაზეთის დეფაქტო მთავრობას 9 მილიარდზე მეტი რუბლის ინვესტიციას გამოუყოფს
რუსეთის პრეზიდენტსა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს შორის დღეს კრემლში გამართული შეხვედის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რუსეთი აფხაზეთს საინვესტიციოდ 9 მილიარდზე მეტ რუბლს გამოუყოფს. 
აფხაზურ-რუსული თანამშრომლობის გააქტიურების გზები მოსკოვში განიხილეს

რეგიონულ დონეზე აფხაზურ-რუსული თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები განიხილეს მოსკოვში, რუსეთისა და ოკიუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმადგენლებმა. 

რუსეთის მიერ კავკასიაში ახალი სამხედრო სტრუქტურის შექმნა საქართველოსთვის სახიფათოა
რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიაში ახალი სამხერო სტრუქტურის შექმნას ქართველი ექსპერტი მამუკა არეშიძე საქართველოსთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს. 
ოკუპირებულ აფხაზეთში ქართულ ტოპონიმებს აფხაზურით ანაცვლებენ

აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა ოკუპირებულ გალის რაიონის სოფლებს ქართული სახელების ნაცვლად, აფხაზურ სახელებს არქმევს. ამის შესახებ "პირველს" ადგილობრივებმა აცნობეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია დეფაქტო პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

ოკუპირებულ აფხაზეთში დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ ოპოზოციური ძალები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია "ამცახარას" წევრები სოხუმში სახალხო კრების გამართვით იმუქრებიან.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 72-ე შეხვედრაზე, მხარეებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირებული ინციდენტები განიხილეს. 
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, დღეს, ვლადიმერ პუტინთან ენგურჰესის საკითხს განიხილავს


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე, პირველ დეკემბერს აფხაზეთის ელექტრომომარაგების საკითხი განიხილება. 

სოხუმი ბიძინა ივანიშვილის წინადადებას სასტუმროს მშენებლობაზე, ჯერ არ გამოხმაურებია

საქართველოს ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს შეთავაზებას სასტუმროს მშენებლობის შესახებ, ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობა ოფიციალურ დონეზე ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. 

აფხაზეთის მთავრობა – ოკუპაციის კანონის ლიბერალიზაციას საერთაშორისო საზოგადოება ითხოვს
საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხოეთში მყოფი ქართველები "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ ლიბერალიზაციას ითხოვენ, განაცხადა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ.
აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე, "ოკუპაციის შესახებ კანონზე" საუბარი არ გამართულა
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, კარასინთან შეხვედრებზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონზე საუბარი არ შემდგარა. 
გორის რაიონიდან გატაცებული 18 წლის მამაკაცი რუსმა ოკუპანტებმა გაათავისუფლეს

სოფელ ჯარიაშენის ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული 18 წლის მიხეილ ხუბულაშვილი რუსმა ოკუპანტებმა მოლაპარაკებების შედეგად, ჯარიმის გადახდის გარეშე გაათავისუფლეს.

რუსმა ოკუპანტებმა 18 წლის გორელი მამაკაცი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ჯარიაშენის ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან, გორის მუნიციპალიტეტის მკვიდრი18 წლის მიხეილ ხუბულაშვილი გაიტაცეს. 

აბაშიძე-კარასინის შემდეგ შეხვედრაზე, შესაძლოა, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი განიხილონ


ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას საკითხი, შესაძლოა, აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატში, 2017 წლის დასაწყისში გასამართ პირველ შეხვედრაზე კვლავ განიხილონ. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რუსეთის პირველ პირს მოსკოვში შეხვდება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება და რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებს განიხილავს პირველ დეკემბერს, რუსეთის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტის დროს. 

ნატო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან დადებულ ხელშეკრულებას არ აღიარებს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან, 22 ნოემბერს დადებულ ე.წ. ხელშეკრულებას ნატო-ში საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებენ.