კონფლიქტები

ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გათავისუფლებულია

რუსი ოკუპანტების მიერ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გათავისუფლებულია. ინფორმაცია ,,პირველს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

გალში კიდევ ერთი ქართველის დაკავების შესახებ ინფორმაციას სუს-ი ამოწმებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში ლევან ძაძუას დაკავების შესახებ ინფორმაციას ამოწმებს.

გალის რაიონში კიდევ ერთი ქართველი დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში ადგილობრივი, 30 წლამდე კაცი დააკავეს. 

ზალკალიანმა დიპკორპუსის წარმომადგენელებს ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. 

რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია-ევროპარლამენტი

ევროპარლამენტმა ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი სენაკში, საკუთარ სახლში გადაასვენეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე 11 მარტს გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი სენაკში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.

"ელექტროშოკით წამების შედეგად გული გაუჩერდა" - მედიაში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ვერსია ვრცელდება

"კურიერის" ინფორმაციით, რუსულ ბაზაზე დაკავებულ ირაკლი კვარაცხელიას ელექტროშოკით აწამებდნენ, რის გამოც გული გაუჩერდა, ამის შემდეგ კი, ოკუპანტებმა მისი თვითმკვლელობის სცენა დადგეს.

ქეთევან ციხელაშვილი: ბევრ კითხვას პასუხი ექსპერტიზის შემდგომ გაეცემა

ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური კვარაცხელიას თვითმკვლელობის ვერსიას ადასტურებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახური გალში საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კვარაცხელიას ნათესავი: არ მჯერა, რომ ირაკლიმ თავი მოიკლა

ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გაურკეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ნათესავის თამარ ფიფიას თქმით, მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ამბობს, რომ სავარაუდოდ, კვარაცხელია, რუს სამხედროებს ცემაში შემოაკვდათ.

საოკუპაციო ძალებმა სოფელ ყარაფილასთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან, საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

თვითმხილველი: დაკავებულ ირაკლი კვარაცხელიასა და რუს სამხედროებს შორის შელაპარაკება იყო

ნაბაკევის მკვიდრი, რომელიც, მისი თქმით, აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ირაკლი კვარაცხელიას დაკავების ფაქტს შეესწრო, ამბობს, რომ კვარაცხელიასა და რუს სამხედროებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. 

თეიმურაზ ქორიძე: არა ომს და დაპირისპირებას!

რუსეთის დუმამ ორი მოსმენით განიხილა პირადად ვლადიმირ პუტინის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „კანონიერი ქურდობის“ წინააღმდეგ სასჯელის გამკაცრების შესახებ, რომელიც ქართულის ანალოგიურია.

ევროკავშირის სადამკვირებლო მისია ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმარა. 

გალში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

გალში ერთ - ერთ კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ლოგინად ჩავარდნილი 1945 წელს დაბადებული ზაურ ელიავა გარდაიცვალა.  

აფხაზეთის ა/რ მთავრობა: გალში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის რეზო ქობალიას ინფორმაციით, გალში დაკავებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. 

გალში მანდარინის პლანტაცია დაიწვა

ოკუპირებულ გალის რაიონში მანდარინის პლანტაციის 25 ჰექტარი დაიწვა. აქედან 12 ჰექტარი ახალი დარგული იყო.

"ჩვენი მიზანია ცხედარი ჩვენს მხარეს გადმოეცეს და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებლი ვერსია ექსპერტიზის მიერ გადამოწმდეს "

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გალიში 1990 წელს დაბადებული, რაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

 

"ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტი ხვალ სოხუმში იქნება მთავარი განსახილველი თემა"

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ გალში დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

სუს-ის განცხადება ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გალში 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას გარდაცვალების  ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.