ეკონომიკა

სავალუტო ფონდის ყოფილი შეფი ევროკავშირის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად აირჩიეს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფლი ხელმძღვანელი კრისტინ ლეგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პოსტს კვლავ დაიკავებს. მის კანდიდატურას სტრასბურგში ჩატარებულ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დაუჭირეს მხარი.

კონტეინერების კონტროლის პროგრამის დეტალები ცნობილია

გაეროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის საშუალებით, მოხერხდა ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან მებრძოლი სამართალდამცავი უწყებების ძალისხმევისა და რესურსების გაერთიანება 

ლარი კვლავ გაუფასურდა

17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9626 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9608 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.18 თეთრი შეადგინა.
 
 

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ-საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის „DR.GOODS“-ის პრეზენტაცია გამართა

„საპარტნიორო ფონდის“პრეზენტაციას ესწრებოდა აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ფონდის წარმომადგენლები, სამედიცინო სექტორი და გამარჯვებული პროექტის ავტორები.

ირაკლი ლექვინაძე: "მხარს ვუჭერთ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას"

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, 2020 წლიდან 1 იანვრიდან დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმებს განიხილავენ.

 

ბიზნესომბუდსმენი: შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე RIA - ს ჩატარება აუცილებელია

ბიზნესომბუდსმენი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ RIA - ს ჩატარება აუცილებელია.

კახა კალაძემ რადიოქარხნის ტერიტორია ინვესტორთან ერთად დაათვალიერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ვალერი ჩეხერიასთან ერთად, რადიოქარხნის ტერიტორია დაათვალიერა.

ზაზა გაბუნია : თვითმმართველობებისთვის ქონების გადაცემით, მათ უჩნდებათ შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ ეკონომიკურ საქმიანობაში

ზაზა გაბუნიამ პარლამენტის ბიუროს დეცენტრალიზაციის რეფორმის სტრატეგიული დოკუმენტი წარუდგინა, რომელიც 6-თვიანი მუშაობის შედეგია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას დადებითად აფასებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას - ეკონომიკის ზრდის ტემპის მდგრადობასა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას დადებითად აფასებს.

“საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში იმყოფება

სერბეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ქალაქ ბელგრადში.

ნათია თურნავა სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

 აზერბაიჯანში 17-18 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ვიზიტი გაიმართება.

შემოსავლების სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით საგადასახადო სამართალდარღვევის 446 ფაქტი გამოავლინა

9-15 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 446 ფაქტი გამოვლინდა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: „ჩვენი მიზანია, ქვეყნის საერთო მოხმარებაში გაიზარდოს განახლებადი ენერგიის წილი“

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა რომ სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიზანია შექმნას განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები.

 
თბილისში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს შეხვედრა გაიმართება

თბილისი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის რეგიონულ შეხვედრას 2019 წლის 17 სექტემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მასპინძლობს.

ფულადი გზავნილების მოცულობა ევროკავშირიდან 24.8%-ით გაიზარდა

ფულადი გზავნილების მოცულობა აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.8%-ით $146.4 მლნ-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ლარი მცირედით გაუფასურდა

16 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9608 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9607 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.01 თეთრი შეადგინა.
  

გიორგი გახარია : ანაკლია არ ეკუთვნის არც ერთ ფიზიკურ პირს

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და ყველა უფრო პასუხისმგებლიანად უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

 

17 სექტემბერს „საპარტნიორო ფონდი“ და „სტარტაპ-საქართველო“ გამარჯვებული პროექტის პრეზენტაციას გამართავს

17 სექტემბერს , 13:00-ზე „საპარტნიორო ფონდი“ და „სტარტაპ-საქართველო“ აწყობს გამარჯვებული პროექტის „დოქტორ გუდსის“ პრეზენტაციას.

კახეთის რეგიონში 54 000-მდე ტონა ყურძენია გადამუშავებული

16 სექტემბრის 12:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 54 000-მდე ტონა ყურძენია გადამუშავებული: 35 000 ტონა რქაწითელი, 14 000 ტონა საფერავი, 2 700 ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

საშუალო ხელფასმა 1 180 ლარი შეადგინა

საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2019 წლის II კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 76.3 ლარით გაიზარდა და 1 180 ლარი შეადგინა.