ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციას გამართავს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დღეს ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციას გამართავს.

საქართველოში ორგანიზებული ელექტროენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბების საკითხები განიხილეს

დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე საქართველოში ორგანიზებული ელექტროენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბების საკითხები განიხილეს.

თბილისში „პროგრესული ალიანსის“ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

დღეს, „ქართული ოცნების“ ორგანიზებით თბილისში „პროგრესული ალიანსის“ (PA) საერთაშორისო კონფერენცია - „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში“ გაიხსნა.

ლარის კურსი

7 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6126 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6202 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.76 თეთრი შეადგინა. 

საქართველოში შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ რეგიონული ქარხანა აშენდება

საქართველოში ვიზიტით იმყოფება შვეიცარიული კომპანია „შტადლერი“-ს მფლობელი, პიტერ შპულერი.

ანაკლიის პორტის საზღვაო აკვატორია განაღმვის სპეციალისტებმა და არქეოლოგებმა შეისწავლეს

ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოებისთვის მობილიზაციის ფარგლებში, ანაკლიის პორტის საინვესტიციო ტერიტორიის სრული საზღვაო არეალი სპეციალისტებმა შეისწავლეს და განაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს.

FAO: ზეთსა და შაქარზე ფასის კლებამ ხორბლის ფასის მატება დააბალანსა

გლობალურმა ფასებმა ხორბალზე მკვეთრად მოიმატა, ხოლო მცენარეულ ზეთსა და შაქარზე დაიკლო, შედეგად, FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) სურსათის ფასების ინდექსი აგვისტოში სტაბილური დარჩა.

ცოტნე ყავლაშვილი: დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება მნიშვნელოვანია ეკონომიკის სტიმულირებისთვის

დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება, მნიშვნელოვანია ეკონომიკის სტიმულირებისთვის, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების პროცესის შეფასებისას.

,,სვანეთი ჰიდრო" დღგ-ს ავტომატური დაბრუნების პროგრამაში ჩართულია

კომპანია ,,სვანეთი ჰიდრო" ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ დღგ-ს ავტომატური დაბრუნების პროგრამაში ჩართულია, - ამის შესახებ კომპანიაში განაცხადეს.

დავით კეშელავა: თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების არსებობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია

თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ანალიტიკოსის დავით კეშელავას შეფასებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები საშუალებას გვაძლევს შევიტანოთ პროდუქტები ბაზრებზე, რომელიც აქამდე არ იყო ჩვენთვის ხელმისაწვდომი.

მთავრობის დადგენილებით  წიაღის სექტორის რეფორმის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა

წიაღის სექტორის რეფორმის კოორდინაციის მიზნით საქართველოს მთავრობის დადგენილებით  შეიქმნა უწყებათაშორისი საბჭო.

მარიკა გაბუნია: იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩვენს მეწარმეებს სავაჭრო პოტენციალის კიდევ უფრო მეტად ათვისების საშუალებას მისცემს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის საკითხს ეხმაურება.

ნინო ევგენიძე: თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ტექნოლოგიურად განვითარებულ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ისრაელი და იაპონია, ძალზე მნიშვნელოვანია

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ევგენიძის შეფასებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ისრაელთან და იაპონიასთან ძალიან მნიშვნელოვანია.

პედრო ლუის პასტორი: დღგ-ს ავტომატური დაბრუნება ჩვენთვის ნიშნავს, რომ სამთავრობო სტრუქტურები უკეთ მუშაობს

დღგ-ს ავტომატური დაბრუნება ჩვენთვის ნიშნავს, რომ სამთავრობო სტრუქტურები უკეთ მუშაობს და ამ გზით ხელს უწყობს სქართველოში დამატებითი ინვესტიციების ჩაბრუნებას ბიზნესში.

ნუკრი ხუნძაკიშვილი: საქართველოს გარშემო ახალი შესაძლებლობა იქმნება

„საქართველოს გარშემო იქმნება ახალი შესაძლებლობა - ეს არის თავისუფალი ვაჭრობის მთელი სარტყელი საქართველოსთან მიმართებაში, როგორც ევროკავშირი, ჩინეთი, ჰონკონგი“.

ლარის კურსი

6 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6202 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6165 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.37 თეთრი შეადგინა.
 

მარი გელაშვილი: დღგ-ს დაბრუნების რეფორმა კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებაში დაგვეხმარება

დღგ-ს დაბრუნების რეფორმა კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებაში დაგვეხმარება, - ამის შესახებ შპს „ასადოვ კაპიტალ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა მარი გელაშვილმა განაცხადა.

ბახტაძე: დღგ-ს დაბრუნების რეფორმით წელს ქართულ ეკონომიკაში ნახევარ მილიარდ ლარამდე თანხის დაბრუნებას ვგეგმავთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქართველ მეწარმეებს დღგ-ს დაბრუნების სისტემაში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს.

ანაკლიის პორტისა და ეკონომიკური ზონის პროექტები საფრანგეთში ბიზნესსექტორს წარუდგინეს

პარიზში, საფრანგეთის ბიზნესკონფედერაციის (MEDEF) ცენტრალურ ოფისში, „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ბოჭორიშვილმა  ქალაქ ანაკლიის, ღრმაწყლოვანი პორტისა და ეკონომიკური ზონის პროექტი წარადგინა. 

საქართველოსა და საფრანგეთის საავიაციო ხელისუფლებებმა ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის განახლებას მოაწერეს ხელი

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) და საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის მთავარმა დეპარტამენტმა (DGAC) ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის განახლებას მოაწერეს ხელი.