ეკონომიკა

მამუკა ბახტაძე: რაც უფრო მეტ მეწარმეს ექნება ზრდის საშუალება, მეტ ინდუსტრიას მიეცემა განვითარების შანსი

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, რაც უფრო მეტ მეწარმეს ექნება ზრდის საშუალება, ამით მეტ ინდუსტრიას მიეცემა განვითარების შანსი.

მამუკა ბახტაძე: ციფრული კომპანიები განსაზღვრავენ მსოფლიოს ხვალინდელ დღეს

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ციფრული კომპანიები შეადგენენ დღეს მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების უმნიშვნელოვანეს ნაწილს და ისინი განსაზღვრავენ მსოფლიოს ხვალინდელ დღეს.

 

ქუმსიშვილის თქმით, საქართველოში დაგეგმილი და მიმდინარე საქმიანობა დამატებით შესაძლებლობებს შექმნის

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოში დაგეგმილი და მიმდინარე საქმიანობა გაზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას.

საქართველოს საბანკო სისტემა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭია

ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კაპიტალთან წვდომის საყოველთაო შეზღუდვა დაასახელა და კაპიტალზე მიუწვდომლობაში ბანკების უარყოფით როლზე მიანიშნა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა და სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში დაგეგმილი რეფორმები მიმოიხილეს

ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში ჯიჰად აზურმა შეხვდრისას არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

ფინკა ბანკსა და „ჯიპიაი ჰოლდინგს“ შორის ურთიერთთათანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ფინკა ბანკსა და კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელის თანახმადაც კომპანიები ფერმერებს აგრო სესხსა და მოსავლის დაზღვევაზე სპეციალურ, შეღავათიან პირობებს სთავაზობენ.   

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მოხარულია, რომ საქართველოს პროგრესი აქვს ინვესტიციების მხრივ

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში ჯიჰად აზურს შეხვდა. 

 

დიმიტრი ქუმსიშვილი: „ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივა“ დერეფნის გასწვრივ საბაჟო პროცედურებს გაამარტივებს

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,  „ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივა“ ხელს შეუწყობს დერეფნის გასწვრივ გამარტივებული საბაჟო პროცედურების განვითარებას.

დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველო ერთ-ერთი პირველი შეუერთდა „ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივას“ და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ჩინეთის სახალხო ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი ქუმსიშვილმა „ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 12-13 აპრილს ჩინეთს ეწვევა.

დიმიტრი ქუმსიშვილი - ქართული მხარის გამოცდილების გაზიარებას მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ცდილობს

არაბეთის გაერთიანებული საემიროების მხრიდან დადებითად შეფასდა ქართული მხარის გადაწყვეტილება ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლის უფლების შესახებ.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოში უმსხვილესი საპორტო ოპერატორი DP World ჩამოვა

საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საპორტო ოპერატორის DP World-ის წარმომადგენლები ეწვევიან, - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა საემიროების ტახტის მემკვიდრესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"საქართველოს არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ინვესტორთა რამდენიმე ჯგუფი ეწვევა"

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საემიროების ტახტის მემკვიდრეს.

ლარის კურსი

11 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4008 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4037 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.29 თეთრი შეადგინა.

დიმიტრი ქუმსიშვილი: არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა ძალიან დიდია

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმთან.

ე. ფიფიას სახელობის კლინიკური საავადმყოფო აუქციონზე გაიყიდა

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აკადემიკოს ე.ფიფიას სახელობის კლინიკური საავადმყოფო აუქციონზე გაიყიდა.

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2018 წლის 11 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 20 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2018 წლის 11 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აქვეყნებს დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს.

მაია ცქიტიშვილი: დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი პროექტების ხარისხიანად შესრულებას ნიშნავს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.