ეკონომიკა

გერმანია-საქართველოს ბიზნესსექტორის და მთავრობების წარმომადგენელთა მონაწილეობით მრგვალი მაგიდა გაიმართება

სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ხვალ, 09.00 საათზე, გაიმართება მრგვალი მაგიდა გერმანია-საქართველოს ბიზნესსექტორის და მთავრობების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს გავლით გერმანულ კომპანიებს აქვთ საშუალება გაზარდონ ვაჭრობა რეგიონთანაც

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიესალმება ქვეყანაში გერმანული კომპანიების საქმიანობას.

ფინანსთა მინისტრი გერმანულ მხარესთან აჭარის წყალმომარაგების გაუმჯობესების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში, 24  აგვისტოს, ხელი მოეწერება „აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის“ სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს.

ანგელა მერკელის ვიზიტის შემდეგ საქართველში 199 მლნ ევროს ღირებულების ინვესტიცია განხორციელდება

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი ვიზიტისას 199 მლნ ევროს ღირებულების ხელშეკრულებებს მოეწერება ხელი.

ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება სესხის ხელშეკრულებას, რომელიც გაზსაცავის მშენებლობისთვის გამოიყოფა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გერმანიის დელეგაციის შემადგენლობაში მსხვილი გერმანული კომპანიის წარმომადგენლებიც არიან.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს და KfW-ს შორის საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ოლაფ ზიმელკამ საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.  


 

ლარის კურსი

22 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5851 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5703 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.48 თეთრი შეადგინა.

საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

თბილისში საქართველო-იაპონიის მთავრობებს შორის ორმხრივი ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკების მე-4 რაუნდი დაიწყო. 

 

 

30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეკატერინე მიქაბაძემ სავალუტო ფონდის მისიასთან მიმდინარე ეკონომიკური პროგრამა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც მერსედეს ვერა-მარტინი ხელმძღვანელობს.

ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც მერსედეს ვერა მარტინი ხელმძღვანელობს.

ლარის კურსი

20 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.5558 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.5779 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 2.21 თეთრი შეადგინა.
 

ფინანსთა მინისტრი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს  შეხვდა

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯასტინ მაქენზი სმიტს შეხვდა.

ეკატერინე მიქაბაძე: უმუშევრობის შემცირება მიუთითებს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა,  რომლის მიხედვით, 2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 1.9%-ით შემცირდა.

ეკატერინე მიქაბაძე: ევროკავშირის ბაზარმა დსთ-ს ბაზარი ექსპორტის კუთხით მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციის კუთხით, რამაც ექსპორტის სტრუქტურა შეცვალა. 

რთველის საკოორდინაციო შტაბში კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

რთველის პროცესში ჩართვის მსურველ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქალაქ თელავში გახსნილ რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირება დღეიდან შეუძლიათ.

 

მინისტრის განცხადებით, კურორტი აბასთუმანი მალე დაიბრუნებს თავის ისტორიულ მნიშვნელობას

სამცხე-ჯავახეთში კომპლექსური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. 

"ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში შიდა-ქართლის რეგიონში ვაშლის ახალი ბაღი გაშენდა

“ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, კოოპერატივმა „აგრო ბიზნეს ჯგუფმა“-მა 20 ჰა მიწის ფართობზე ვაშლის ახალი ბაღი გააშენა.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს.

ლარის კურსი

17 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.5779 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.5773 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.06 თეთრი შეადგინა.