ეკონომიკა

„გალტ & თაგარტი Global Finance" -მა საქართველოში კიდევ ერთხელ საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა

„გალტ & თაგარტი", Global Finance-ის მიერ საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა საქართველოში. Global Finance-ის ჯილდო „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2018 წელს" გალტ & თაგარტს ზედიზედ მეოთხე წელია გადაეცემა.

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსებისთვის განაცხადების მიღებას იწყებს

თბილისის მერია „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის“  ქვეპროგრამის ფარგლებში, პირველი მარტიდან, გაზაფხულის სემესტრის გადასახადის დაფინანსებისთვის განცხადებების მიღებას იწყებს.

საქართველოში თამბაქოს მოხმარება 14%-ით შემცირდა

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელმა, ვერა დე კოსტა ე სილვამ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა განიხილეს.

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 4,4%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის იანვარში
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,4% შეადგინა.

ცენტრ „ExpoGeorgia“-ს №3 პავილიონში კარიერის დაგეგმვის ღონისძიება გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამოფენების ცენტრ „ExpoGeorgia”-ს №3 პავილიონში კარიერის დაგეგმვის ღონისძიება გაიმართა.

ლარი გაუფასურდა

27 თებერვალის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4795 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4763 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.32 თეთრი შეადგინა.

საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი

2018 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი თებერვლისათვის 19.2 მლრდ ლარი შეადგინა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი თებერვლისათვის 19.2 მლრდ ლარი შეადგინა.

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2018 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით 103.0 მლნ ლარით გაიზარდა .

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

26 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4763 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4671 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.92 თეთრი შეადგინა.

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები გამკაცრდება

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები გამკაცრდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მილანის უნივერსიტეტის პროფესორები საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის პოტენციალს ეცნობიან

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავაწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების ექსპერიმენტულ ბაზას მილანის უნივერსიტეტის პროფესორები, საქართველოს მეღვინეობის პოტენციალის გაცნობის მიზნით, ეწვივნენ.

საქართველოს პრეზიდენტი გორში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილმა, თელავის შემდეგ, მეორე შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან გორში გამართა.

ზურაბ ალავიძემ სამეგრელოს სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია დაათვალიერა

სოფლებში შიდა გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ამჯერად სამეგრელოს რეგიონში აგრძელებს.

რუსთავის მარკეტში გამყიდელისა და კლიენტის ჩხუბის გამო პატრულის გამოძახება გახდა საჭირო

რუსთავში, თორდიას ქუჩაზე არსებულ მარკეტში გამყიდველისა და კლიენტის ჩხუბის გამო საპატრულო პოლიციის გამოძხება გახდა საჭირო.

USAID საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის მხარდაჭერას განაგრძობს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს, მარგო ელისს შეხვდა.

ლარი გაუფასურდა

23 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4671 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4669 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში - 0.02 თეთრი შეადგინა.

კომპანია RMG Gold-ის სალიცენზიო ტერიტორიიდან მაგისტრალური გაზსადენის მონაკვეთის გადატანის შესახებ განხილვა გაიმართა

დმანისის მუნიციპალიტეტში, კომპანია RMG Gold-ის სალიცენზიო ტერიტორიიდან  წითელი ხიდის-წალკა-ალასტანის მაგისტრალური გაზსადენის მონაკვეთის გადატანის შესახებ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.

ვაშინგტონის სტრატეგიული კვლევის ცენტრში საქართველოს მიღწევებზე იმსჯელეს

საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით ლიდერთა ათეულშია - ვაშინგტონის სტრატეგიული კვლევის ცენტრში საქართველოს წარმატება განიხილეს.

უკრაინელი ტუროპერატორები და ჟურნალისტები საქართველოს ეწვივნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით უკრაინელი ტუროპერატორები და ჟურნალისტები საქართველოს ეწვივნენ.