ეკონომიკა

400 ლარად ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება უკვე 946 სოფელშია შესაძლებელი

ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების 400-ლარიანი პაკეტით სარგებლობა საქართველოს უმეტეს რაიონში უკვე შესაძლებელია.

გვირაბის აფეთქებისას დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

სამივე დაშავებული ხაშურის საავადმყოფოში მოათავსეს. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

"საპარტნიორო ფონდში" ჩინურ მხარესთან სატყეო ინვესტიციების შესაძლებლობები განიხილეს

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანსის პროვინციის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა, სამომავლო ინვესტიციებზე ისაუბრეს.

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 707.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 707.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

უკრაინაში იმიტირებული ქართული ღვინო გაყიდვებიდან ამოიღეს

უკრაინაში იმიტირებული ქართული ღვინის პარტია გაყიდვებიდან ამოიღეს, ხოლო კანონდამრღვევი კომპანია უკრაინის ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ დაჯარიმდა.

თიანეთის საკრებულო დღეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე იმსჯელებს

თიანეთის საკრებულოს სხდომა დღეს 13:00 საათზეა ჩანიშნული. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განხილვა მესამედ გაიმართება.

გიორგი კვირიკაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური შვეიცარიის კონფედერაციას 22-24 იანვარს ეწვევა.

მინისტრის თქმით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილი შესრულებულია

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, შესრულებულია სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვითი ნაწილი.

ბახტაძის თქმით, 2017 წელი დაგეგმილი ფისკალური პარამეტრების შესრულების კუთხით პოზიტიური იყო

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2017 წელი დაგეგმილი ფისკალური პარამეტრების შესრულების კუთხით პოზიტიური იყო.

მინისტრის თქმით, 2017 წლის ბიუჯეტში თვისობრივად გარდაქმნილი ფისკალური პოლიტიკა აისახა

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2017 წელი მნიშვნელოვანი დადებითი დინამიკით ხასიათდებოდა, რაც მაკროეკონომიკურ პარამეტრებში გამოიხატა.

სომხეთის მთავრობა ჩინური „სინოჰიდროს“ აშენებული ავტომაგისტრალის ხარისხით უკმაყოფილოა

ჩინურ კომპანია „სინოჰიდროს“, რომელიც საქართველოში ავტომაგისტრალს აშენებს, გზების სამშენებლო სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო საქმიანობა შეუჩერეს.

საპარტნიორო ფონდი "ნენსკრა ჰიდროს" აქციონერი გახდა

საპარტნიორო ფონდი "ნენსკრა ჰიდროს" აქციონერი გახდა. "საპარტნიორო ფონდის" მენეჯმენტსა და K-Water-ის საპროექტო კომპანია "ნენსკრა ჰიდროს" წარმომადგენლებს შორის საქმიანი შეხვედრა შედგა.

ლარი გამყარდა

18 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5429 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5463 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.34 თეთრი შეადგინა.

სს "ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ" 2 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა

ჩითახევჰესის აგრეგატის რეაბილიტაციაზე სს "ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ" 2 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

ლარი მცირედით გაუფასურდა

17 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5463 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5451 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.12 თეთრი შეადგინა.

ირაკლი კობახიძე ლატვიის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლატვიის ეკონომიკის მინისტრს, არვილს აშერადენისს შეხვდა.

მინისტრმა ენერგეტიკის დარგში მომუშავე არასამთავრობოებთან და ასოციაციებთან შეხვედრა გამართა

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა და მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ენერგეტიკის დარგის სამომავლო განვითარებისათვის.

ოთარ გრიგოლია: ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაცია არ გვაქვს

„ქართული ოცნების" დეპუტატის ოთარ გრიგოლიას განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაცია არ არის. 

ლარი გაუფასურდა

16 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5451 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5623 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.28 თეთრი შეადგინა.

NDI - გამოკითხულთა 21% ოჯახის შემოსავლად თვეში 300-500 ლარს ასახელებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 22%-ის ოჯახის დანახარჯი თვეში 301-500 ლარია, ხოლო 21%-მა ამდენივე დაასახელა შემოსავლად.