ეკონომიკა

კომპანია „m2 უძრავი ქონება“ სასტუმროების ქსელის გაფართოებას აგრძელებს

4 იანვარი, 2017 წელი - კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ თბილისში მშენებარე სასტუმროს  წილი შეისყიდა. ბუტიკური ტიპის სასტუმრო მთაწმინაზე შენდება.

ლარი მცირედით გამყარდა

4 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5851 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5902 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.49 თეთრი შეადგინა.

2017 წელს საქართველოდან რეკორდული რაოდენობის ქართული ღვინოა ექსპორტირებული

2017 წელს საქართველოდან ბოლო 30 წლის მანძილზე რეკორდული რაოდენობის ღვინოა ექსპორტირებული. მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 54%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს.

საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 

2017 წელს 97 949 476 ლარის სახელმწიფო ქონება გაიყიდა

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 97 949 476 ლარია.

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა

Bloomberg-ის მონაცემებით, მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე, ლონდონსა და ნიუ-იორკში, 2 იანვრის ვაჭრობის შედეგებით, ნავთობი გაძვირდა. ლონდონის ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 67,10 (+ 0.65%) აშშ დოლარი შეადგინა.

ლარი მცირედით გამყარდა

3 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5902 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5922 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.20 თეთრი შეადგინა.

40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2018 წლის 3 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

პიროტექნიკით დაშავებული ადამიანები საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩებიან

ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის უსაფრთხოების ნომრების დარღვევის გამო დაშავებული ადამიანები საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩებიან. 

 

ძველი 50-თეთრიანი მონეტა ბრუნვიდან ამოვარდა

1995 წლის ემისიის 50 თეთრის ნომინალის მონეტას, ე.წ. ოქროსფერ 50-თეთრიან მონეტას 1-ლი იანვრიდან გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი აღარ აქვს.