ეკონომიკა

დოლარში არსებული სესხის ლარში გადაყვანას ბანკების ასოციაცია დადებითად აფასებს

"საქართველოს ბანკების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ცუცქირიძე დოლარის სესხების ლარში გადაყვანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.

მეანაბრეები ეროვნულ ბანკს "ტერაბანკის" მიმართ სანქციების გამოყენებას სთხოვენ

კლიენტის საბანკო საიდუმლოების დარღვევის გამო, მეანაბრეები ეროვნულ ბანკს "ტერაბანკის" მიმართ სანქციების გამოყენების მოთხოვნით მიმართავენ.

საქართველო და აზიის განვითარების ბანკი ურთიერთობის პერსპექტივებს განიხილავენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს იეშიმ ელჰან-კაიალარსა და მოადგილეს, გიორგი კიზირიას შეხვდა. 

ახალგაზრდა ფინანსისტები დედოლარიზაციის კურსს დადებითად აფასებენ

მთავრობის მიერ წარდგენილი სტრატეგია დედოლარიზაციასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა ‘’ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა დღეს ‘’პირველის’’ პრესკლუბში.

ბანკების ასოციაციაში ონლაინ სესხების კომპანიებს მიკროსაფინანსოებად ჩამოყალიბებას ურჩევენ

საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე ონლაინ სესხების კომპანიებს მიკროსაფინანსოებად ჩამოყალიბებას ურჩევს.

პარლამენტის თავმჯდომარე ლარის გაუფასურებაში პრობლემად რეგიონულ ფაქტორს ასახელებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ლარის გაუფასურებაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მაინც რეგიონული ფაქტორია და ამის მთავრობის არასწორ პოლიტიკასთან დაკავშირება სპეკულაციაა.

ექსპერტის აზრით, ონლან სესხების კომპანიები მიკროსაფინანსო კომპანიებად გარდაიქმნებიან

საქართველოს მთავრობაში მომზადებულ პროექტს, რომელიც ონლაინ სესხების აკრძალვას ითვალისწინებს, ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე დადებითად აფასებს.

ექსპერტი 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ხარჯების ოპტიმიზაციას დადებითად აფასებს
ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ 2017 წლის ბიუჯეტის ოპტიმიზაციით, მთვარობის ახალმა ეკონომიკურმა გუნდმა პრაგმატული ნაბიჯები გადადგა. 
საბანკო სექტორის ნაწილი იწონებს სავალუტო რისკების დაზღვევისთვის მთავრობის გადადგმულ ნაბიჯს

ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე აცხადებს, რომ ე.წ. ლარიზაციის გეგმის ბოლომდე მიყვანა ერთგვარი გამარჯვება იქნება. 

საქართველოში საწვავის ფასი, შესაძლოა, გაიზარდოს

საქართველოში საწვავის ფასი აქციზის გადასახადის მომატების გამო, შესაძლოა, გაიზარდოს. ამის შესახებ "პირველს" ნავთობპროდუქტუბის იმპორტიორთა ასოციაციიდან აცნობეს.

საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს დილით გადაეგზავნება

საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის ხარჯვითი ნაწილი 11,415 მილიარდ ლარს შეადგენს, პარლამენტს ხვალ დილით გადაეგზავნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა განუცხადა.

უცხოური ვალუტიდან ლარში სესხის გადატანას 33 ათასი მსესხებელი შეძლებს

საქართველოს ფინანსთა მინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა 33 ათას მსესხებელს მოიცავს.

სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება 30 ნოემბერს

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–16 საერთაშორისო გამოფენას გახსნის ექსპო ჯორჯიაში, სოფლის მეურნეობის მინისტრი, 30 ნოემბერს.


ლარი 0,0233 პუნქტით გაუფასურდა

ლარის გაცვლითი კურსი 30 ნოემბრიდან 1 აშშ დოლართან მიმართებაში 2.5311 ნიშნულზე დააფიქსირა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

ინფრასტრუქტურის მიმართულებით რეკორდული რესურსის მობილიზება იგეგმება

300 მლნ ლარით მეტია გათვალისწინებული რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტში და დაფინანსება 1.3 მილიარდ ლარს მიაღწევს.

საქართველოში სათამაშო ბიზნესში მოსაკრებელი იზრდება
ბიუჯეტში დამატებითი რესურსის მობილიზების მიზნით სათამაშო ბიზნესში საქართველოში მოსაკრებელი გაიზრდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
რადიკალური ცვლილებების გარეშე შეუძლებელია, იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ხელისუფლების ეკონომიკურ გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა ეკონომიკურ ზრდაზე მუშაობს.

2017-2020 წლებში14 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი

2017-2020 წლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ლარიზაციის გეგმა შეიმუშავეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად ე.წ. ლარიზაციის გეგმა შეიმუშავა. აღნიშნული განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

საქართველოს მთავრობა ადმინისტრაციულ ხარჯებს ათი პროცენტით ამცირებს
დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით ადმინისტრაციული ხარჯების ათი პროცენტით შემცირება დააანონსა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.