ეკონომიკა

ნათია თურნავა: ფოთის ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - ეს არის 500 ახალი სამუშაო ადგილი

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა რომ ეკონომიკური გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში საპორტო-სანავსადგურო ინფრასტრუქტურა, თითოეული პორტი განვითარდეს და შეიქმნას ახალი პორტები.

ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა

1-ლი ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9753 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9770 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.17 თეთრი შეადგინა.

ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი: საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია ქვეყანას საშუალებას აძლევს, ჩართული იყოს გლობალურ სავაჭრო და ეკონომიკურ პროცესებში

ფოთში, „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე აშშ-ის მთავრობის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ის დაფინანსებით, ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

რომან კაკულია: „ფოთი არის ნიკო ნიკოლაძის ქალაქი, რომელმაც ამ ადგილის კონკურენტუნარიანობა განსაზღვრა მაშინ, როდესაც ეს სიტყვა საერთოდ არ იცოდნენ საქართველოში“

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას შეფასებით, ფოთის პორტის ინფრასტრუქტურული განვითარებით მისი შესაძლებლობების მაქსიმალური ათვისება თავისთავად დატოვებს ნიშას, რომლითაც უნდა განვითარდეს ანაკლიის პორტი და ეს მთლიანობაში, ერთად უზრუნველყოფს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას.

გიორგი გახარია: ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯი მთავრობისგან სრულ მხარდაჭერას იმსახურებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, შეამციროს უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები, მთავრობის სრულ მხარდაჭერას იმსახურებს.

კოვზანაძე: საქართველოს ეროვნულ ბანკს ხელთ აქვს ყველა ბერკეტი, რომ შეწყვიტოს ლარის დევალვაცია

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს,რომ ფასების სტაბილურობა და  ინფლაცია არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს.

„ვიძლევი საჯარო დაპირებას“ - რას აცხადებს პრემიერი ბიზნესთან დაკავშირებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაგეგმვა, საკმაოდ ამბიციური მიზანია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: ეროვნულმა ბანკმა ინფლაციასთან დაკავშირებით სათანადო ზომების მიღება დაიწყო

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. 

კობა გვენეტაძე: ვინაიდან ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ინფლაციასთან ბრძოლაა, ეროვნულმა ბანკმა სათანადო ზომების მიღება დაიწყო

„ვინაიდან ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ინფლაციასთან ბრძოლაა, აქედან გამომდინარე ეროვნულმა ბანკმა სათანადო ზომების მიღება დაიწყო“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ  განაცხადა.

 

ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით დაუყოვნებლივ მცირდება - პრიორიტეტი ინფლაციაზე წნეხის განეიტრალებაა

სარეზერვო მოთხოვნა ბანკებისთვის 5%-ით მცირდება, - სებ-ის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევა ძალაში.

განახლებული 10 ლარიანი მიმოქცევაშია

განახლებული 10 ლარიანი ნომინალის ბანკნოტი 1-ლი ოქტომბრიდან მიმოქცევაში გაეშვა. ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება.

ფოთში კორპორაცია OPIC-ის დაფინანსებით, ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ფოთში, „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისა და სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

ლარი კვლავ გაუფასურებულია

30 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9770 ლარი შეადგინა.

2020 - მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტი - გურამ ნიკოლაშვილი, „დღის ქრონიკა“

„რაც უფრო მეტი აქტიური და დაინტერესებული ჯგუფი გამოთქვამს ბიუჯეტის შესახებ მოსაზრებებს, მით უფრო მეტია შანსი, ზეგავლენა მოვახდინოთ ქვეყნის განვითარების მიმართულებაზე“, - აცხადებს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი.

ნათია თურნავა: პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიზნობრიობა გამკაცრდება

2020 წლის ბიუჯეტში პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გაგრძელდება მცირე ბიზნესის მხარდაჭერა ყველა ფინანსური და არაფინანსური ინსტრუმენტის ჩათვლით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავა: უახლოეს პერსპექტივაში რუსეთთან ფრენების აღდგენა პოზიტიური სიგნალი იქნება

რუსეთის მხრიდან ფრენების შეჩერებამ სერიოზულად დაგვაზარალა, ამაზე ეროვნული ბანკის 8 თვის მონაცემებიც მეტყველებს, რომელთა მიხედვითაც საერთაშორისო მოგზაურებისგან შემოსული თანხების მხრივ კლებაა.

თურნავა: ავიღეთ ვალდებულება დავაჩქაროთ პრივატიზების ტემპი და ამ კუთხით მიდგომებს გავამკაცრებთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი იქნება. ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ლარი 2.18 თეთრით გაუფასურდა

30 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9770 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9552 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -2.18 თეთრი შეადგინა.
 

ირაკლი ზარქუა ტაქსების რეფორმაზე: ოპოზიცია არაკვალიფიციურია და ციფრებში ვერ ერკვევა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის განცხადებებს ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით, არაკვალიფიციური უწოდა. მისი თქმით, ოპონენტები არაკომპეტენტურები არიან და ციფრებში ვერ ერკვევიან.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის 2020 წლის ბიუჯეტი 317 მილიონი ლარი იქნება

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის განსაზღვრულია 317 მილიონი ლარით, რაც, 2019 წელთან შედარებით, საბიუჯეტო სახსრების 3 %-ით ზრდას გულისხმობს.