ანონსი

(არქივი)

12 00

19.09.2018

კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიეში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელიც მიეძღვნება კლასიკური მუსიკის შემეცნებით პროგრამას "მე მიყვარს კლასიკური მუსიკა”. პრესკონფერენციას დაესწრებიან: თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია; კონსერვატორიის პროფესორი, რექტორის მოადგილე და პროექტის იდეის ავტორი ქ-ნი მანანა დოიჯაშვილი და პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, დიდი დარბაზის დირექტორის მოადგილე ნატა მეცხოვრიშვილი.

12 00

19.09.2018

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სწავლების ცენტრი საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საინფორმაციო - სასწავლო ხასიათის შეხვედრას გამართავს. შეხვედრის მონაწილეები გაეცნობიან საკანონმდებლო სიახლეებს და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: კენჭისყრის დღე და საარჩევნო ოპერაციების მართვა; არჩევნებში ჩართული მხარეების უფლებრივი მდგომარეობა; კენჭისყრის დღის საჩივრის/განცხადების შედგენის საფუძველი და ტექნიკა; ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა; არჩევნების სანდოობა და უსაფრთხოება; კენჭისყრის შედეგების შეჯამება.
სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ თბილისი", 26 მაისის მოედანი N1

14 00

19.09.2018

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბოლო დღეებში ბიზნესმენის წინააღმდეგ მიმდინარე ცილისმწამებლური და ღირსების შემლახავი საინფორმაციო კამპანია. საკონტაქტო პირი: მარიამ ცოცხალაშვილი +995 591 24 80 01
გერგეთი ქ. №3