უცხოეთი

ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უკვე მესამე დღეა შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს არქტიკული შტორმი უტევს, რომელსაც "ბომბი ციკლონი" უწოდეს. ქარბუქისა და ყინვის გამო ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ირანი აშშ-ს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს

ირანი აშშ-ს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. დიპლომატები აცხადებენ რომ აშშ-ის მთავრობამ სოციალურ ქსელებში გავრცელებული შეტყობინებებით ირანელი ხალხი არეულობისთვის წაახალისა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტს ირანში რევოლუცია კი არა, ცვლილებების დანახვა სურს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ხეზერ ნაუერტის განცხადებით, აშშ-ს ირანში რევოლუცია კი არა, ცვლილებების დანახვა უნდა.

ანკარის მტკიცებით, თურქეთში რუსი სამხედროების დისლოკაცია არ მოხდება

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პრესმდივნის, იბრაგიმ კალინის განცხადებით, თურქეთში რუსი სამხედროების განთავსებაზე საუბარი ზედმეტია.

ევროკავშირი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგია, გამონაკლისი შემთხვევების გარდა

ისრაელის საკანონმდებლო ორგანომ ტერორიზმში ბრალდებულების სიკვდილით დასჯას მხარი დაუჭირა. ევროკავშირი აღნიშნულის წინააღმდეგ გამოდის.

დამასკოს ისტორიულ ცენტრზე იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი

სირიის დედაქალაქ დამასკოს ისტორიულ ცენტრზე მიტანილი იერიშის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 22 დაშავდა.

ლატვიიდან რუსი ჟურნალისტები გააძევეს

ლატვიის ხელისუფლებამ ქვეყნიდან რუსეთის ВГТРК-სა და ТВ Центр-ის კორესპონდენტები გააძევა.

კიმ ჩენ ინმა საკუთარი ქალაქი დაბომბა

ჩრდილოეთ კორეამ კონტინეტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის წარუმატებელი გაშვება განახორციელა.

უსამა ბინ ლადენის შვილიშვილი გარდაიცვალა

ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ ლიდერის უსამა ბინ ლადენის 12 წლის შვილიშვილი, ასევე, უსამა ბინ ლადენი გარდაიცვალა.

რუსეთში, ფეხსაცმლის ფაბრიკაში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ნოვოსიბირკსში, ფეხსაცმლის ფაბრიკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა.

საფრანგეთში ქარიშხალ „ელეონორას“ მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთში, ქარიშხალ „ელეონორას“ შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 15 დაშავდა.

მიხეილ სააკაშვილს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი განუცხადეს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე , მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამი მებრძოლი მოკლეს

ირანის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში მომხდარი შეტაკების შედეგად, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამი მებრძოლი დაიღუპა.

 

ჩეჩნეთში პოლიციის განყოფილების უფროსი მოკლეს

ჩეჩნეთში, შალინსკის რაიონის სოფელ ავტურის პოლიციის განყოფილების უფროსი მოკლეს.

ბარაკ ობამას ფოტოგრაფმა ამერიკის პრეზიდენტის „ბირთვული ღილაკის“ ფოტო გამოაქვეყნა

ამერიკის 44-ე პრეზიდენტის ბარაკ ობამას ფოტოგრაფმა, პიტ სოუზამ სოციალურ ქსელში, პრეზიდენტის მაგიდაზე დამაგრებული  წითელი ღილაკისა და  პრეზიდენტის "ბირთვული ჩემოდნის" ფოტო გამოაქვეყნა.

ირანელი გენერლის ინფორმაციით, არეულობა დასრულებულია

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის, გენერალ მოჰამედ ალი ჯაფარის განცხადებით, ქვეყანაში არეულობა დასრულებულია.

 

 

დონალდ ტრამპმა ირანელ მომიტინგეებს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანში მომიტინგეებს მხარდაჭერას „საჭირო დროს“ გამოუცხადებს.

ირანში მთავრობის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს (ვიდეო)

ირანის ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქ თეირანში, მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერი დემონსტრაციები მიმდინარეობს.

თურქეთი აშშ-სა და ისრაელს ირანში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს

თურქეთი ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

დანიაში მილიონი ევროს ღირებულების არყის ბოთლი მოიპარეს

კოპენჰაგენში ყველაზე ძვირად ღირებული არყის ბოთლი მოიპარეს, რომელიც, მისი მფლობელის თქმით, რუსეთიდან იყო ჩატანილი.