უცხოეთი

ირანელი გენერლის ინფორმაციით, არეულობა დასრულებულია

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის, გენერალ მოჰამედ ალი ჯაფარის განცხადებით, ქვეყანაში არეულობა დასრულებულია.

 

 

დონალდ ტრამპმა ირანელ მომიტინგეებს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანში მომიტინგეებს მხარდაჭერას „საჭირო დროს“ გამოუცხადებს.

ირანში მთავრობის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს (ვიდეო)

ირანის ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქ თეირანში, მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერი დემონსტრაციები მიმდინარეობს.

თურქეთი აშშ-სა და ისრაელს ირანში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს

თურქეთი ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

დანიაში მილიონი ევროს ღირებულების არყის ბოთლი მოიპარეს

კოპენჰაგენში ყველაზე ძვირად ღირებული არყის ბოთლი მოიპარეს, რომელიც, მისი მფლობელის თქმით, რუსეთიდან იყო ჩატანილი.

საფრანგეთში ქარიშხალ „ელეონორას“ ებრძვიან

საფრანგეთში, ქარიშხალ „ელეონორას“ გამო, 200 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

კიევში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო

კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა 11 იანვრამდე გადადო.

ირანისა და თურქეთის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანსა და ირანის პრეზიდენტ ხასან როუხანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

სირიაში ორი რუსი პილოტი დაიღუპა

სირიაში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ორი რუსი სამხედრო პილოტი დაიღუპა.

მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ დღეიდან მისი ექსტრადირების პროცედურა დაიწყება

უკრაინის სააპელაციო სასამართლო, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეს განიხილავს.

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებს შორის, „ცხელი ხაზის“ მეშვეობით,  სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ევროკავშირი თეირანს შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდებს

ირანის კონფლიქტში ჩართულმა მხარეებმა ძალადობრივ მეთოდებზე უარი უნდა თქვან, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

პერუში ავარიის შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა

პერუში ავტობუსის ხევში გადაჩეხის შედეგად, 48 ადამიანი დაიღუპა.

დონალდ ტრამპის მტკიცებით, მას უფრო დიდი ბირთვული ღილაკი აქვს, ვიდრე კიმ ჩენ ინს

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებას გამოეხმაურა.

კიმ ჩენ ინმა სეულთან მოლაპარაკებების ბრძანება გასცა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკებების წარმოების მიზნით „ცხელი ხაზის“ ჩართვის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მოლდოვის პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუჩერდა

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუჩერა. ამის მიზეზი, იგორ დოდონის მიერ მთავრობისთვის ვიცეპრემიერისა და მინისტრების კანდიდატურების დამტკიცებაზე ორჯერ უარის თქმა გახდა.

აიათოლა ხამენეი ირანში არსებულ დაპირისპირებაში "მტრებს" ადანაშაულებს

ბოლო დღეებში, ირანის მტრები იყენებენ სხვადასხვა მეთოდს, მათ შორის ფულს, იარაღსა და პოლიტიკას, რათა ისლამურ რესპუბლიკას საფრთხე შეუქმნან, – ამის შესახებ ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

კუნძულ ბალიზე შესაძლოა, ვულკანი ამოიფრქვეს

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მდებარე მოქმედი აგუნგის ვულკანიდან რამდენიმე საათია ფერფლი და კვამლი იფრქვევა. კვამლმა მიმდებარე ტერიტორია დაფარა.

პაკისტანში აშშ-ის დროშა დაწვეს

პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში ანტიამერიკულ აქციებზე ამერიკის დროშა დაწვეს. დემონსტრანტები აშშ-ის პრეზიდენტის შეურაცხმყოფელ სლოგანებს სკანდირებენ.

ხანძარი ნიუ-იორკში - არიან დაშავებულები

ნიუ-იორკში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას 6abc.com ავრცელებს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.