უცხოეთი

ზელენსკის ესკორტი ავტობუსს დაეჯახა, რომელსაც ბავშვები გადაჰყავდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ესკორტი ავტობუსს დაეჯახა. შემთხვევა ზაპოროჟიეს ოლქში მოხდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ავტობუსს ბავშვები გადაჰყავდა, რომლებიც კურორტიდან ბრუნდებოდნენ.

ნატო: რუსეთმა საშუალო სიშორის ახალი რაკეტა შეიმუშავა

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგი გერმანიას აფრთხილებს, რომ რუსეთმა საშუალო სიშორის რაკეტა შეიმუშავა, რომლის მოქმედების რადიუსმა, შესაძლოა, ბერლინამდე მიაღწიოს.

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა

ნეპალში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა, 38 დაშავდა.

 

CNN - აქციების დროს სულ ცოტა 24-მა ყვითელჟილეტიანმა დაკარგა თვალი

"სულ ცოტა 24-მა ყვითელჟილეტიანმა დაკარგა თვალი ძალადობრივ საპროტესტო აქციებში. ახლა ისინი კიდევ უფრო ჩამოყალიბებულნი არიან, ვიდრე ოდესმე ყოფილან" - 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღეს ამ სათაურით აქვეყნებს CNN-ის პარიზის ბიურო სტატიას, საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქციების შესახებ.

უკრაინულ ტელეარხს თავს დაესხნენ - მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

უკრაინული მედიის ცნობით, კიევში, 13 ივლისის ღამეს ორმა უცნობმა ტელეარხ "112 უკრაინას" შენობას ნაღმმყტორცნიდან ესროლა. პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

ლიეტუვაში სააგენტო „სპუტნიკის“ საიტი დაბლოკეს

ვილნიუსის რაიონულმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ რუსული საინფორმაციო სააგენტო "სპუტნიკის" ლიეტუვის პორტალის დაბლოკვის სანქცია გასცა.

ავღანეთში ქორწილში აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები

ავღანეთში, ნანგარხარის პროვინციაში ქორწილში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანია დაიღუპა, 40 დაშავდა.

 

პაკისტანში სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

პაკისტანში, პენჯაბის პროვინციაში სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახებას სულ მცირე 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 67 დაშავდა.

 

გლობალური ენერგოდეფიციტი - ერევანი დენის გარეშეა

ერევანს ელექტრომომარაგება შეუწყდა.

სააკაშვილმა მოხუც ქალს ხელი მოსტეხა

ოდესის სასამართლოში, ყოფილი მერის გენადი ტრუხანოვის საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, ოლქოს ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მოხუც ქალს ხელი მოსტეხა. 

პუტინი: 1918 წელს საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რუსულ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა.

 

პუტინი სანქციებზე უარს ამბობს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სანქციებზე უარს ამბობს. ამის შესახებ ,,რია ნოვოსტი" წერს.

სტოლტემბერგმა უკრაინაში ვიზიტი გადადო

უკრაინაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელთა ვიზიტი, გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით, რომელიც 9-10 ივლისს უნდა შემდგარიყო, ოქტომბრამდე გადაიდო.

რუს ჟურნალისტებს ბრიტანულ ფორუმზე აკრედიტაცია არ მისცეს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "Russia Today"-ის და "Sputnik"-ის ჟურნალისტებს 10 ივლისს ლონდონში ჩასატარებელ გლობალურ ჟურნალისტურ კონფერენციაზე დასწრების აკრედიტაცია არ მისცა.

ვაშინგტონი დატბორილია - წყალმა თეთრ სახლშიც შეაღწია

ვაშინგტონის სამხრეთ ნაწილი გადაუღებელი წვიმის შედეგად დაიტბორა. წყალმა მეტროპოლიტენის რამდენიმე სადგურში, ასევე თეთრ სახლშიც შეაღწია.

ანკარაში პოლიციამ სტუდენტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

თურქმა სამართალდამცველებმა ანკარის ახლოაღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ხარკოვში სავაჭრო ცენტრებიდან და რკინიგზის სადგურიდან ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში ხარკოვში ყველა სავაჭრო ცენტრებიდან და რკინიგზის სადგურიდან ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის მიზეზი ნაღმის არსებობის შესახებ პოლიციაში შესული შეტყობინება გახდა.

 

ზელენსკიმ პუტინს შეხვედრა შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მინსკში შეხვედრას და დიალოგს სთავაზობს.

 

ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ირანის დასავლეთით მაგნიტუდით 5,7 მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუაზღვის სეისმური ცენტრი ავრცელებს.

 

საბერძნეთს ახალი პრემიერი ჰყავს - ციპრასმა დამარცხება აღიარა

საბერძნეთში 7 ივლისს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, გამარჯვება ოპოზიციურმა „ახალმა დემოკრატიამ“ მოიპოვა.