უცხოეთი

ამერიკელი კონგრესმენები „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" წინააღმდეგ სანქციებს გეგმავენ

აშშ-ის კონგრესში გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი წარადგინეს. კანონპროექტის ავტორი რესპუბლიკელი სენატორი, ჯონ ბარასოა.

აშშ ომანის ყურეში ნავთობის გადამტან ტანკერებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ირანის მიმართ ბრალდებები ეფუძნება დაზვერვის მონაცემებს, გამოყენებულ იარაღს და მსგავსი ოპერაციის ჩასატარებლად აუცილებელ ცოდნის დონეს.

ეკვადორში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა

ეკვადორის საკონსტიტუციო სასამართლომ ერთნაირსქესიანების ქორწინება დააკანონა. ეკვადორის ყველა საჯარო უწყებას სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულება დაეკისრა.

ჯალალაბადში კამიკაძემ ცხრა ადამიანი იმსხვერპლა

ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს

აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო ღალატის ბრალდებით საინფორმაციო პორტალების xeberman.com და press-az.com-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი პოლად ასლანოვი დააკავა.

პუტინი საკუთარ ფავორიტს მხარდაჭერას უცხადებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ იგორ დოდონს მხარდაჭერას უცხადებს, რომელსაც ადგილობრივი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ უფლებამოსილება შეუწყვიტა.

ტრამპი: უნდა დავუდგეთ გვერდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ორიენტაციის გამო სჯიან, აპატიმრებენ

საქართველოში აშშ-ის საელჩო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას ავრცელებს, სადაც ამერიკის ლიდერი ყველა სახელმწიფოს მოუწოდებს შეუერთდეს ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის გლობალურ კამპანიას.

ჰონგ-კონგში არეულობაა - პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელჯოხები გამოიყენა, წერს გაზეთი South China Morning Post.

"რუსეთის დღე" აქციებისა და მასობრივი დაკავებების ფონზე მიმდინარეობს (ფოტოამბავი)

12 ივნისს "რუსეთის დღე"აღინიშნება.

მოსკოვში ჟურნალისტებს და აქტივისტებს მასობრივად აკავებენ

მოსკოვში „მედუზას“ ჟურნალისტის ივან გოლუნოვის მხარდამჭერ მსვლელობაზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

რუსეთში სწავლებაზე ჯავშანმანქანა ჯარისკაციანად ჩაიძირა

კალინინგრადის ოლქში, სამხედრო სწავლების დროს, ზღვაში ჯავშანმანქანა ჩაიძირა, წერს „ნოვი კალინინგრად“.

პაკისტანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ჩრდილოეთ პაკისტანში მაგნიტუდით 5,2 მიწისძვრა მოხდა.

ნიდერლანდებში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

ნიდერლანდებში სამგზავრო ავტობუსს, რომელშიც 50 ადამიანი იმყოფებოდა, ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა ქალაქ გრონინგენში მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ჩეჩნებს და დაღესტნელებს სასაზღვრო დავა აქვთ

ჩრდილოეთ კავკასიაში კიდევ ერთი კონფლიქტური ვითარება შეიქმნა, ამჯერად ჩეჩნებსა და დაღესტნელებს შორის.

ირანმა გამდიდრებული ურანის წარმოება დააჩქარა

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, იუკია ამანომ განაცხადა.

ეგვიპტეში სამგზავრო მიკროავტობუსი სატვირთოს დაეჯახა, არიან დაღუპულები

ეგვიპტეს ჩრდილოეთით, ელ-ბუჰეირის პროვინციაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის დაშლის მოთხოვნით სიტყვით გამოვიდა

დღეს უკრაინის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც განიხილება პრალამენტის დათხოვნის შესახებ მისი ბრძანების კონსტიტუციასთან შესაბამისობა.

თურქეთში ტურისტული ავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, არიან დაღუპულები

თურქეთის ჩრდილოეთით, ქალაქ ბანდირმთან ტურისტული ავტობუსი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.

 

ზელენსკიმ 13 გუბერნატორი გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა ოლქის გუბერნატორის თანამდებობის გათავისუფლების პროცედურა დაიწყო. მინისტრთა კაბინეტმა ჯერჯერობით მხოლოდ 13 გუბერნატორის გათავისუფლების საკითხი დააკამყოფილა.

ევროკავშირი გავლენების გაძლიერებას გეგმავს

2024 წლამდე ევროკავშირი, ძირითადად,  უსაფრთხოების, ეკონომიკის ზრდისა და გლობალური დათბობის საკითხებზე იქნება ორიენტირებული, - ნათქვამია სტრატეგიული გეგმის პროექტში.