„მაგისტრი მოსამართლის წინაშე ნიკა გვარამია დაიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ, სხვა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. რაც შეეხება კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებს შეეხებოდა დაკითხვა, ვინაიდან ამ საქმეს მინიჭებული აქვს გრიფი საიდუმლო, შესაბამისად, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“ - ამის შესახებ პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნიკა გვარამიას დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
სამართალი
ჩხოროწყუში მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ სამართალდამცავს აირი დარსალიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "მთავარის" აღმასრულებელი დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი აირჩია.
ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ირაკლი აბშილავას გადაწყვეტილებით, გაუპატიურებაში ბრალდებული ჩხოროწყეული პოლიციელის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
„მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავენ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა განუცხადა.
ქარელის მუნიციპალიტეტში ცოლის ძმამ სიძე მოკლა. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით ან ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით ჩხოროწყუში პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული თ.ფ. დამნაშავედ ცნო.
სახელმწიფო უსაფრთოხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ტარიელ თ. დააკავეს.
დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს აირჩევს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
წალენჯიხაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და მათი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღების ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 11 წევრი - არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და პედაგოგი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სუს-ში დაიბარეს.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მეუღლის მიმართ ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზუგდიდში ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ბერთან ერთად დაკავებულ პირს, რომა მალანიას სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული ა.ს. დამნაშავედ სცნო.
„ბრალდებული ნიკა გვარამია გამოკითხვაზე და აღკვეთის ღონისძიების განხილვაზე აპელირებდა მის ფინანსურ მდგომარეობაზე და ერთ-ერთ არგუმენტად მოიყვანა ისიც, რომ საკუთრებაში მანქანაც კი არა ჰყავს და მისი მეგობრების მაქნანით გადაადგილდება“, - ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა.