სამართალი

ხელვაჩაურში ჯომარდობისას დაღუპული მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს

ხელვაჩაურში ნავით სეირნობისას დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ჯომარდობისას კირნათი ჰესთან ოთხი ადამიანი დაიღუპა. მათგან სამი უცხო ქვეყნის და ერთი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ტურისტებს მეგზურობას უწევდა.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე, გამოძიებით მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, შსს-ს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ,,პირველს" უწყებიდან აცნობეს.

ხელვაჩაურში ჯომარდობის დროს სამი ტურისტი დაიღუპა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭოროხზე ჯომარდობის დროს სამი ტურისტი დაიღუპა, ერთს კი ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ნავის ამობრუნებამ გამოიწვია, რა დროსაც სამი ადამიანი დაიხრჩო.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 21 600 საეჭვო წარმომავლობის კვერცხი დალუქა

სურსათის ეროვნული  სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში კვერცხის საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტებს  ამოწმებს.

სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ქართველიშვილის საქმეზე 2007 წელს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა

2018 წლის 7 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე − „ქართველიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ − გადაწყვეტილება გამოაქვეყნა

გიორგი კვირიკაშვილი - ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია ჩვენთვის იქცა სერიოზულ გამოწვევად, ჩვენთვის ადამიანი არის მთავარი ღირებულება

 

ხორავას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, მათ შორის ჩვენშიც.

სასამართლო „ქართული მარშის“ წევრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო „ქართული მარშის“ წევრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

საავადმყოფოს დირექტორი: მოზარდის ცხედრის ექსპერტიზაზე გადასვენება კანონის შესაბამისად მოხდა

ზუგდიდში მინისტადიონზე 12 წლის მოზარდი, არსებული ინფორმაციით, ბურთის თამაშის დროს გარდაიცვალა.

ქართველ ძმებს თურქეთში წამებასა და მკვლელობაში ადანაშაულებენ

თურქეთში ქართველ ძმებს თურქეთის მოქალაქეების წამებასა და მკვლელობაში სდებენ ბრალს. ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით 1tv ავრცელებს.

ახალქალაქში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

ახალქალაქში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, უზბეკეთის მოქალაქე, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას ,,სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

არასრულწლოვნების მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა

პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტში 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. 

ფოთში მოსწავლისა და მასწავლებლის დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო

ფოთის მეოთხე საჯარო სკოლაში მასწავლებელმა მეცხრე კლასის მოსწავლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ როლანდ ბლადაძის საქმეზე სახელმწიფოსთან მორიგების პროცესის დეტალებს ასაჯაროებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ როლანდ ბლადაძის საქმეზე სახელმწიფოსთან მორიგების პროცესის დეტალებს ასაჯაროებს.

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე კვალიფიკაცია დაამძიმა

საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმის მასალების საფუძველზე, საქმეზე შეცვალა კვალიფიკაცია. ამის შესახებ ,,პირველს" პროკურატურიდან აცნობეს.

არჩილ ტატუნაშვილის მამა: შსს ყველანაირად მიდგას გვერდში

არჩილ ტატუნაშვილის მამამ გიორგი ტატუნაშვილმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დატოვა.

ნათია მეზვრიშვილი: ტატუნაშვილის საქმეს წამების კვალიფიკაცია დაემატა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არჩილ  ტატუნაშვილის საქმეს წამების კვალიფიკაცია დაემატა:

ზაზა სარალიძე: არავისთან კონტაქტი არ მაქვს

მოკლული არასრულწლოვანის მამის ზაზა სარალიძის განცხადებით, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, არავისთან, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებთან, კონტაქტი აღარ აქვს.

ზაზა სარალიძე: რა იერიშიც მიიტანა ზვიად კუპრავამ ნინო ლომჯარიაზე, ამას აბსოლუტურად ვემიჯნები  

მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ზვიად კუპრავას მიერ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ემიჯნება.

ზაზა სარალიძე: პრემიერ-მინისტრი, როგორც ადამიანი, მომწონს

გარდაცვლილი არასრულწლოვანის მამამ ზაზა სარალიძემ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე  ისაუბრა.