სამართალი

პროკურატურამ ოჯახური ძალადობის ფაქტზე პატრულ-ინსპექტორი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლის მიმართ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მესაზღვრე კონტროლიორი, პატრულ-ინსპექტორი ლ.რ. დააკავა.

დოდო გუგეშაშვილს პატრიარქი სამძიმრის წერილს გაუგზავნის

დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სასულიერო პირი მიაწვდის. საპატრიარქოს წარმომადგენელი საავადმყოფოში რამდენიმე საათში მივა, რომელსაც ხელთ პატრიარქის სამძიმრის წერილი ექნება.

"მსჯავრდებულმა თვითდაზიანება მიიყენა" - დეტალები გლდანის ციხეში მომხდარ ფაქტზე

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულმა საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა. უწყების ცნობით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

თბილისში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან კაცი დაჭრეს

თბილისის ცენტრში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულები გ.ა. და ლ.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

გორის ცენტრში 30 წლამდე კაცი დაჭრეს

გორის ცენტრში ახალგაზრდა კაცი გვიან ღამით დაჭრეს. მედიის ინფორმაციით, მძიმე დაზიანებებით, უგონო მდგომარეობაში მყოფი 30 წლამდე ასაკის კაცი გამვლელებმა შენიშნეს.

სუიციდი ასპინძაში - 33 წლის ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ასპინძაში, ახალგაზრდა ქალი, ორი შვილის დედა, საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.

საქართველოს პროკურატურას სააკაშვილის საკითხზე სხვადასხვა ქვეყანასთან აქვს კომუნიკაცია

საქართველოს ვიცე-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით პროკურატურამ პოლონეთის კომპეტენტურ უწყებებს 2017 წლის აგვისტოში მიმართა, რის შესახებაც პროკურატურამ შესაბამისი ინფორმაცია გაავრცელა.

დოდო გუგეშაშვილის თქმით, მას და მის შვილს დაქირავებულმა ქილერმა ესროლა

დოდო გუგეშაშვილის ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის თქმით, დიდი ალბათობით, დოდო და ნოდარ გუგეშაშვილებს დაქირავებულმა ქილერმა ესროლა.

ფოთში ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს 

ფოთში, ხობის გზატკეცილზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „ლუკოილის“ დაყაჩაღების ფაქტზე სამართალდამცველებმა ორი ადამიანი დააკავეს.

სასამართლომ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 5 სექტემბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს ევროსასამართლოს იმედი აქვთ

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საკითხს, ადვოკატები აფასებენ.

სააპელაციომ ე.წ. ციანიდის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

შს მინისტრმა თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსს სელამი ალთინოქს შეხვდა.

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დაუფლების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მიეცა

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დაუფლების ორი ფაქტი გამოავლინეს. 

ბებიის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბებიის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მინდია ხ. დამნაშავედ ცნო და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პაპის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბრალდებულები გ.გ. და მ.კ. დამნაშავედ ცნო. 

ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ერთი პირი, 1997 წელს დაბადებული ა.დ. ცხელ კვალზე ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. 

სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ჯ.შ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

გორში შეიარაღებულმა პირმა მაღაზიიდან თანხა გაიტაცა

გორში, მაღაზია "ბუმიდან" შეიარაღებულმა პირმა სალაროდან თანხა გაიტაცა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.