სამართალი

რუსთავში „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.

რუსთავში 15 წლის გოგოს მიმართ ძალადობაში დედის მეგობარ კაცს ადანაშაულებენ

რუსთავში, 15 წლის გოგოს მიმართ ძალადობაში დედას და დედის მეგობარ კაცს ადანაშაულებენ. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

პეკინის გამზირზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

პეკინის გამზირზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შსს-მ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული მ.გ., ძალადობით სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით, ჭუბერში დააკავეს.

შსს-მ ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

სამართალდამცველებმა ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

სუს-მა მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 7 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

ჭიათურის მაღაროში დაღუპული მუშის ცხედარი იპოვეს

ჭიათურის მაღაროში დაღუპული მუშა მაშველებმა ამოიყვანეს. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, მუშა 3 კმ-ის სიღრმეზე იყო მოყოლილი.

იმერეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 28 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იმერეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 28 ფაქტი გამოავლინეს.

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინა.

შსს-მ ჭიათურის მაღაროში მომხდარი შემთხვევის გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭიათურის მაღაროში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

შსს-მ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორ „კირნათის“ დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

პროკურატურა სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებული პირებისთვის პატიმრობას მოითხოვს

პროკურატურა სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.

"სიდა"-ს ყოფილი დირექტორის მიმართ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწყო

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა"-ს ყოფილი გენერალური დირექტორის - ზვიად დევდარიანის მიმართ გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტები თბილისში, გონიოსა და ქობულეთში გამოვლინდა

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული ი.ქ. და თურქეთის მოქალაქე, 1964 წელს დაბადებული ფ.ი. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

"ქართული მარშის" დაკავებულ აქტივისტებზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს

„ქართული მარშის“ წევრებისთვის პატიმრობის შეფარდებაზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

მუხათწყაროს გზაზე მოჭრილი ხეები 15 868 ლარად შეფასდა - შსს-მ გამოძიება დაიწყო

მუხათწყაროს გზაზე მოჭრილი ხეების გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა 15 868 ლარი შეადგინა - ამის შესახებ ,,პირველს" გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განუცხადეს.

მადრიდში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს

ქართველ სამართალდამცველებს ევროპელ კოლეგებთან მუდმივი კავშირი აქვთ და თანამშრომლობენ ოპერაციების მომზადების, განხორციელების და ყველა საჭირო ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების კუთხით. 

საგამოძიებო სამსახურმა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ამოიღო

საგამოძიებო სამსახურმა არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის არადეკლარირებული საქონელი  - 40 კგ ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ამოიღო.

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

21 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი” არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ბრიფინგს გამართავს

23 მარტს 11:00 სთ-ზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ბრიფინგს გამართავს.