სამართალი

ყაჩაღობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებულს 7  წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საგამოძიებო სამსახურმა ძვირფასი ლითონის კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

სასამართლომ ორსული მეუღლის ცემაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

რუსთავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორსული მეუღლის ცემაში ე.ნ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს მოწმეების დაკითხვით განახლდება. პროცესი 13:00 საათზეა ჩანიშნული.

 

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევისას ველოსიპედით მოსიარულე დაიღუპა

სენაკის მუნიციპალიტეტის, სოფელ თეკლათის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემახვერპლა.

თემქაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო თემქაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

20 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი დააკავეს

თემქაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია.

სასამართლომ სანდრო ბრეგაძე დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე პოლიტიკური ექსპერტის გია კუჭავას მიმართ პატივისა და ღირსების შელახვის საქმეში დამნაშავედ ცნო.

თემქის პოლიციაში მოკლული სტუდენტის მშობლების დაკითხვა მიმდინარეობს

თემქაზე, პოლიციის განყოფილებაში, მოკლული სტუდენტის ა.ნ.-ის მშობლების დაკითხვა მიმდინარეობს.

თბილისის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განახორციელა. ქალაქ თბილისის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა.

წალენჯიხაში თევზაობის დროს 19 წლის კაცი გარდაიცვალა

წალენჯიხაში, მდინარე ჭანისყალზე თევზაობის დროს 19 წლის ახალგარზდა კაცი გარდაიცვალა.

მეზობლების ინფორმაციით, 20 წლის გოგო მაშინ მოკლეს, როცა ის უნივერსიტეტში მიდიოდა

შატილის ქუჩაზე მცხოვრებნი 20 წლის გოგოს მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ. მოკლული ა.ნ. მეზობლის თქმით, უცნობმა პირმა იმ დროს მოკლა, როცა ის უნივერსიტეტში მიდიოდა. 

პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გამართლდა

პროკურატურის შუამდგომლობით, 2018 წლის 21 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ბახვა სტურუას მიმართ, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა და გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

თემქაზე ახალგაზრდა ქალი მოკლეს

თბილისში, თემქის დასახლებაში გამთენიისას ახალგაზრდა ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელსაც, პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

სასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული მ.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დიღომში ქალს მანქანა დაეჯახა

თბილისში, დიღომში, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატი ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგებს არ აღიარებს

თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატმა პროკურატურის მიერ ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის პასუხი მიიღო, რომელსაც ის უნდობლობას უცხადებს.

სასამართლო ხაშურის ე.წ. „ბაღების საქმეზე“ საკონკურსო კომისიის უმრავლესობას დაკითხავს

ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების-საბავშვო ბაღების გაერთიანების წინააღმდეგ წარმოებულ დავაზე ვაკანტურ თანამდებობებზე საკონკურსო კომისიის წევრები დაიკითხებიან.

სადახლოსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“ და ,,წითელი ხიდი”, ქვეყანაში არადეკლარირებული სიგარეტის უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა.