სამართალი

სადახლოსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“ და ,,წითელი ხიდი”, ქვეყანაში არადეკლარირებული სიგარეტის უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა.

გერმანიაში ქურდობისთვის 2 ქართველი დააკავეს

გერმანიის ქალაქ კემნიცში ბინის გაქურდვის მცდელობისას ორი ქართველი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით 1tv.ge ავრცელებს. 33 და 35 წლის კაცები მაშინ აიყვანეს, როდესაც ისინი მიმალვას ცდილობდნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - დაღუპულია ერთი ადამიანი

თბილისში, ვარკეთილში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ორ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი დაშავდა.

შსს-მ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ზ.გ., განზრახ მკვლელობის და ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. 

ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლასთან დაკავშირებით ზუგდიდში გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ერთ-ერთი მძღოლის ირაკლი როგავას სახლის შესაძლო დაცხრილვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

რუსეთი საქართველოს ე.წ. კანონიერ ქურდს გადმოსცემს

ე.წ. კანონიერი ქურდი ასლან ქობულაძეს, იგივე ასლან ბატუმსკის უახლოეს დროში რუსეთიდან გააძევებენ.

სასამართლომ ყოფილი მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გ.კ. დამნაშავედ ცნო სსკ-ს 111-115-ე მუხლით.

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ყალბი ზედნადების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად  ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და  ყალბი  სასაქონლო ზედნადების დამზადების  ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

მაჩალიკაშვილის ადვოკატს პროკურატურატურამ იარაღის ექსპერტიზის ჩატარებიაზე უარი უთხრა 

თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატს პროკურატურატურამ სპეცოპერაციის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობაზე უარი უთხრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახმაურებული მკვლელობის ფაქტი გახსნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, უწყებამ გახმაურებული მკვლელობის ფაქტი გახსნა.

მედიის ინფორმაციით, შვედეთში სპეცოპერაციისას დაკავებულთა შორის ქართველებიც არიან

შვედეთში პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად 53 ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან ქართველებიც, ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge შვედეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჰააგის პროკურორმა აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში ქართული მხარის ჩართულობას დადებითი უწოდა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში ქართულ მხარესთან თანამშრომლობის პროცესს დადებითად აფასებს.

სოფელ კალაურში მცხოვრები ამონაშვილების ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს

მალხაზ ამონაშვილის ინფორმაციით, გამთენიისას კახეთის პოლიციის დეპარტამენტის შეირაღებულმა სამართალდამცავებმა, ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს და მოპარულ ტელევიზორებთან ერთად იარაღსა და ხელთათმანებს ეძებდნენ.

 

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის პრევენციის მიზნით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.

ზურაბ ბაქრაძე: გურამ დონაძე მაშანტაჟებს იმ ფირით, სადაც ჩანს როგორ მოკლა პატრულმა რობაქიძე

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებული კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე გურამ დონაძესა და ზურაბ მიქაძეს შანტაჟში ადანაშაულებს.

კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი: ამირან რობაქიძის მკვლელობის ადგილი მთლიანად გაყალბებულია

პირველად თქვენს ეთერში ვაცხადებ, რომ ჩავიდინე დანაშაული და მივიღე მონაწილეობა შემთხვევის ადგილის გაყალბებაში.

პროკურატურა მესაზღვრე პატრულ-ინსპექტორისთვის გირაოს შეფარდებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

პროკურატურა ოჯახური ძალადობის ფაქტზე მესაზღვრე პატრულ-ინსპექტორისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

პოლიციელების სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება განახლდა

საქართველოს პროკურატურამ დ.ფ.-ს დაკავებისას პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების  ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე განაახლა.

შსს-მ დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმა წარმოადგინა

საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, იზოლატორებში წარმოებული ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა 24 საათიდან - 120 საათამდე გაიზარდა, რამაც დაკავებული ბრალდებულების დროებითი მოთავსების იზოლატორებში ყოფნის მთელი პერიოდი მოიცვა