სამართალი

გორში 40 წლამდე კაცმა თავი ჩამოიხრჩო

გორში, კომბინატის დასახლებაში 40 წლამდე კაცმა თავი ჩამოიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაცია "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს.

გენერალ სამსონ ქუთათელაძეს ცეცხლსასროლი იარაღით 6 ჭრილობა აქვს მიყენებული

შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პირველადი მონაცემებით, გარდაცვლილს სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით 6 ჭრილობა აქვს მიყენებული.

შს მინისტრის მოადგილე ავჭალაში მომხდარ ცოლ-ქმრის მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს

შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებს.

შსს-მ ხაშურში მომხდარი არასრულწლოვნების დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს თანამშრომლებმა ხაშურში მომხდარი არასრულწლოვნების დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.

შსს: სამართალდამცველებმა კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საშუალება გამოიყენეს

კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულთა უფლებების დასაცავად სამართალდამცველებმა კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საშუალება გამოიყენეს, - ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.

პროკურატურამ უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი მსჯავრდებულის მზია შალვაშვილის და გურამ მეფარიშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

„სადახლოზე“ არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს

საბაჟო გამშვებ პუნქტ "სადახლო-საავტომობილოზე" 8400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში სამი პირი მისცეს.

სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარეს

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ახალქალაქისა და ახალციხის რაიონებში მცხოვრებლებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს.

გასული კვირის განმავლობაში საგადასახადო სამართალდარღვევის 407 ფაქტი გამოვლინდა

8-14 იანვრს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 407 ფაქტი გამოვლინდა.

სოსო ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

რუსთავის პოლიციის სამმართველოს უფროსის თქმით, რუსთავის ბაზრის ერთ-ერთი მეპატრონის მკვლელობაში ბრალდებულის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„ბასიანის“ ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებულის გათავისუფლება პროკურატურამ გაასაჩივრა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებული პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, საქართველოს პროკურატურამ სააპელაციოში გაასაჩივრა.

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ბ.ჯ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით.

რუსთავში ბიზნესმენი მოკლეს

მკვლელობა მოხდა რუსთავში. ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი მფლობელი სოსო ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს.

ნუცუბიძის ქუჩაზე მოქალაქე პ.პ.-ს გარდაცვალების ფაქტზე წარმოებული გამოძიება შეწყდა

საქართველოს პროკურატურამ ქ. თბილისში ნუცუბიძის ქუჩაზე მოქალაქე პ.პ.-ს გარდაცვალების ფაქტზე წარმოებული გამოძიება შეწყვიტა. ამის შესახებ "პირველს" პროკურატურიდან აცნობეს.

ოთარ აბესაძის საქმეზე მომდევნო სხდომა 15 თებერვალს გაიმართება

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის საქმეზე მომდევნო სხდომა 15 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

აბაშაში მოკლული ახალგაზრდა კაცის ცხედრის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

აბაშაში მოკლული ახალგაზრდის ცხედარს სპეციალური სამსახურები ორ კვირაზე მეტია უშედეგოდ ეძებენ.

თბილისში ნიღბიანმა პირებმა ცოლ-ქმარი დახოცეს

თბილისში ზაჰესის დასახლებაში შეიარაღებული ნიღბიანი პირები მაღაზიაში შეიჭრნენ და თანხის წაღება სცადეს. მეპატრონე ცოლ-ქმარმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.

გარდაბანში 14 წლის გოგომ თავი ჩამოიხრჩო

გარდაბანში არასრულწლოვანმა გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ხაშურში ორი არასრულწლოვანი დაჭრეს

წუხელ ხაშურში, ერთ-ერთ სასადილოში ახალგაზრდებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.