სამართალი

ზუგდიდში, სამტრედიასა და თეთრიწყაროს რაიონში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

17–19 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, სამტრედიასა და თეთრიწყაროს რაიონში ჯამში 461 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის და 1კგ. და 100 გრ. უაქციზო თუთუნის ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა.

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში-,,ქუთაისის აეროპორტი” ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

პოლიციამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ი.ჯ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "სარფში" დააკავა.

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში 17 თებერვალს "თბილისის აეროპორტი" ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ბარგის, ხელბარგის და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული  მობილური ტელეფონები (20 ცალი) აღმოაჩინეს.

სამტრედიაში ცოლის მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

პოლიციამ სამტრედიაში ცოლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული გ.ა. დააკავა.

ირაკლი შოთაძე გენპროკურორის თანამდებობაზე დაბრუნდა

82 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულმა ბრალი აღიარა

მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანის და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა ბრალი სრულად აღიარა.

 

სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის შენობაში ქალი მოკლეს

სამტრედიაში სამოქალაქო რეესტრის შენობაში მამაკაცმა ქალი მოკლა.

საგადასახადო სამართალდარღვევის 291 ფაქტი გამოვლინდა

10-16 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 291 ფაქტი გამოვლინდა.

მებაჟეებმა დიდი ოდენობით ოქროს ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

15-16 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ნინოწმინდა”, ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ბარგისა და ფიზიკური, ასევე ავტომანქანის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის 4 ფაქტი გამოვლინდა.

მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და  საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

ყარაჯალაში ტაქსის მძღოლის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ ყარაჯალაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 1997 წელს დაბადებული, წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი ნ.ხ. დააკავა.

შოთაძე უგულავას საქმეზე: ეს არის უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში

"ეს არის უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში", - ასე აფასებს გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეს.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 305 კგ და 485 გრ უაქციზო თუთუნი ამოღეს

14-16 თებერვალს მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ასევე, წალენჯიხაში, სოფელ ჯგალსა და ქუთაისში აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის - ასაწონი თუთუნის (ჯამში 305 კილოგრამი და 485 გრამი) აქციზური მარკის გარეშე შენახვა/გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

14–16 თებერვალს ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, ჩხორიასა და რუხში განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებასდაქვემდებარებული საქონლის, ჯამში 3116 კოლოფი, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების 6 ფაქტი გამოვლინდა.

 

ყალბი 500-ევროიანების გასაღებისთვის ბრალდებულებს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ

ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა, გასაღების და გასაღების მიზნით ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვისთვის ბრალდებულებს 7 წლით და 6 თვით  თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული დ.მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე დააკავეს.

პოლიციამ ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ს.ი., 1996 წელს დაბადებული ა.ა. და 2000 წელს დაბადებული კ.გ. ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სოფელ ჭუბერში მამაკაცი დაჭრეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. 

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 1981 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობისა  და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა.