სამართალი

ბათუმში ქურდობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ძ. ქურდობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

პატრულმა 3 "შმაქსი" დააჯარიმა

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 3 "შმაქსი" დააჯარიმეს.

ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. როგორც მან შენობაში შესვლამდე განაცხადა, მისი დაბარება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეს უკავშირდება.

ქუთაისში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს.

"რადიო თავისუფლება" აქვეყნებს იმ დანაშაულის მუხლებს, რომლითაც პრეზიდენტის მიერ შეწყალებული მსჯავრდებულები სასჯელს იხდიდნენ

"რადიო თავისუფლებამ" სისხლის სამართლის დანაშაულის ის მუხლები გამოაქვეყნა, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული მსჯავრდებულები სასჯელს იხდიდნენ.

გენერალურ პროკურატურაში გიორგი გაბუნია დაიბარეს

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის ყოფილი ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. 

ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს

"რუსთავი2"-ის  საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, რიყეში, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანსა და ხობში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ჯამში 67,840 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა.

ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში:,,წითელი ხიდი“, ,,გუგუთი“, და ,,სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ჯამში 20,097 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (ჯამში 199,9 გ) ნაკეთობები გამოავლინეს.

საგარეჯოში მამაკაცმა ხორცის გამყიდველის მოკვლის შემდეგ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

საგარეჯოს ცენტრში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცმა ხორცის გამყიდველი მოკლა, შემდეგ კი, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ნაირა ოტიაშვილი: გარდაცვლილი ანა ნაცვლიშვილის მამის მიზანიც სიმართლის გარკვევა უნდა იყოს, არალოგიკურია მისი დამოკიდებულება

ადვოკატ ნაირა ოტიაშვილის განცხადებით, მისთვის წაყენებული ბრალდება აბსურდულია. ნაირა ოტიაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებს.

ანრი ოხანაშვილი: საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები მხარს უჭერენ სასამართლო სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში მიმდინარე ცვლილებები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერილია.

საზღვარზე ტელეფონების კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს საბაჟო გამშვებ პუნქტში "თბილისის აეროპორტი".

 
საზღვარზე ალკოჰოლური სასმელების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, 3700 ლარის არადეკლარირებული ალკოჰოლური სასმელები აღმოაჩინა.

"დედ ჰასანის" ოჯახის წევრი ვარკეთილში მომხდარი თვითმკვლელობის საქმეზე დააკავეს

ვარკეთილში 16 წლის ბიჭის თვითმკვლელობის საქმეზე, გარდაცვლილი კრიმინალური ავტორიტეტის დედ ჰასანის დის შვილიშვილი დააკავეს.

სასამართლომ ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს და მასთან ერთად დაკავებულ დედა-შვილს 1000-1000 ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს და მასთან ერთად დაკავებულ დედა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1000-1000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

გენერალურ პროკურატურაში გიორგი ლაფერაშვილის გამოკითხვა დასრულდა

გენერალურ პროკურატურაში ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის გიორგი ლაფერაშვილის გამოკითხვა დასრულდა.

ზაალ უდუმაშვილი: ცოტა შეურაცხყოფილი ვიყავი აქამდე რომ არ დამიბარეს პროკურატურაში

ზაალ უდუმაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა"ის რაც დღეს ხდება, არის თითიდან გამოწოვილი საქმე".

ზაალ უდუმაშვილი და გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.