სამართალი

ბავშვის მკვლელობისთვის დაკავებულ დედას ბრალი ოფიციალურად წარედგინა

სოფელ აღაიანში ბავშვის მკვლელობისთვის დაკავებულ დედას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. 16 წლის დედისთვის ბრალის წარდგენა გორის პოლიციაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოხდა.

შსს-ს გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო, რამდენად სწორად შეაფსდა 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულთან დაკავშირებით 2017 და 2018 წლებში მიღებული შეტყობინებები

2017 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება არასრულწლოვანი მ. შ.-ს სახლიდან წასვლის შესახებ. 

მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ დ.ღ-ს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  დ.ღ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. 

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე ოთხ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებული 11 ფეხბურთელიდან, სასამართლომ ოთხ მათგანს პატიმრობა, დანარჩენს კი გირაო 10 ათასი ლარის ოდენობით შეუფარდა.

უზენაესმა სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა

უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენზე.

ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულებს ბრალი წაუყენეს

8 მოქმედ და 3 ყოფილ ფეხბურთელს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დააკავა.

არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული მ.თ. დამნაშავედ ცნო.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ - სასამართლო დისკრიმინაციის საქმეზე „VTB ბანკის“ მენეჯმენტის 5 წევრს ხვალ დაკითხავს

20 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია „VTB ბანკ ჯორჯიას“ ცენტრალური ფილიალის ყოფილი მენეჯერის უკანონო გათავისუფლების საქმეზე ბანკის მაღალი მენჯმენტის წევრებს მოწმის სახით დაკითხავს.

მეუღლის, გერისა და სიდედრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შსს-ს სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა

შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უკრაინის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1994 წელს დაბადებული ე.მ. და 1989 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.

„ენერგო პრო ჯორჯიას“ დარაჯებსა და „ლიბერთი  ბანკის“ ინკასატორებზე ყაჩაღურად თავდასხმაში ბრალდებულებს 8 და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარებაში ბრალდებულები გ.ჯ. და ო.ხ. დამნაშავედ ცნო.

ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

როგორც დანელიამ გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მედიაში გავრცელებული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, იგი ზუგდიდის მერობის არჩევნებისთვის ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობს, ფაბრიკაციაა.

სანდრა რულოვსზე თავდასხმისთვის გელა კვარაცხელიას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ გელა კვარაცხელიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ორი პოლიტპატიმარი გამართლდა

სააპელაციო სასამართლომ ორი პოლიტპატიმრის მერაბ რატიშვილისა და ჯონი ბაბილოძის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა. 

გიორგი გოგაძე: საქართველომ GozNym-ის კიბერდანაშაულებრივი ქსელის დაშლის ოპერაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით დაამტკიცა, რომ სანდო პარტნიორია

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიოგი გოგაძემ ევროპოლში გამართულ პრესკონფერენციაზე კომპლექსურ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ კიბერდანაშაულებრივი ქსელის წინაღმეგ ჩატარებული ოპერაციაზე განცხადება გააკეთა.

ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის ლიდერს და მის ასისტენტს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით პატიმრობა შეეფარდა

დანაშაულებრივი ჯგუფის გამოსავლენად, ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში ჯგუფის წევრების მიმართ უპრეცედენტო სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფარულ ჩანაწერზე ექსპერტიზის შედეგს ელოდება

ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გია დანელიას გამოკითხვის შემდეგ, პროკურატურა ექსპერტიზის შედეგებს ელოდება.

ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის ლიდერსა და მის  ასისტენტს  საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით პატიმრობა შეეფარდა

კიბერდანაშაულებრივი ქსელი სამართალდამცავი ორგანოების საერთაშორისო ოპერაციის შედეგად დაიშალა.

მავნე პროგრამა „GozNym“: საერთაშორისო ოპერაციის ფარგლებში კიბერდანაშაულებრივი ქსელი დაიშალა

უპრეცედენტო, საერთაშორისო სამართალდამცავი ოპერაციის შედეგად დაიშალა  კომპლექსური, გლობალური მასშტაბით მოქმედი და ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელი.

გია მხეიძესა და მის თანმხლებ პირებს 3-3 წლით პირობითი მსჯავრი აქვთ შეფარდებული

გია მხეიძეს, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიცია 2016 წელს ჯიხაშკარში, საარჩევნო უბნების დარბევაში ადანაშაულებს, 3 წლით პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული.