საზოგადოება

ქართული თაფლის მწარმოებლებისთვის „სახელმძღვანელო უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის“ შეიქმნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, თაფლის წარმოებაში ევროკავშირის მიერ დაწესებული სტანდარტების შესახებ ქართველი მეწარმეების ცნობადობის ამაღლების მიზნით მომზადდა დოკუმენტი „სახელმძღვანელო უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის“.

წინამძღვრიშვილის N1-ში ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის განვითარების ფონდი პროექტ "ახალი ტფილისის" ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის ფარგლებში, წინამძღვრიშვილის N1-ის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

დედაქალაქში საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 22:00 საათიდან 15 ნოემბრის 07:00 საათამდე, მერაბ კოსტავას ქუჩაზე - გმირთა მოედნიდან სპორტის სასახლემდე არსებულ მონაკვეთში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

მიხეილ ჩხენკელი: სკოლების მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა გრძელდება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ახლადდანიშნულმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ ის როგორც  პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ძალიან აქტიურად იყო ჩართული როგორც განათლების კომპლექსური რეფორმის შექმნაში, ასევე დაგეგმვასა და განხორციელებაში. შესაბამისად, განათლების რეფორმა  უფრო სწრაფად და ეფექტურად გაგრძელდება.

სამშენებლო სამუშაოების გამო ბაღდათის სატრანსპორტო კვანძის პანდუსები ჩაიკეტება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოების წარმოების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 223-ე კმ-ზე არსებული ბაღდათის სატრანსპორტო კვანძის პანდუსები ჩაიკეტება.

რა უპირატესობა აქვს იატაკის გათბობას?

იატაკის გათბობა თანამედროვე და კომფორტული გათბობის სისტემაა.

კახა კალაძე: "ფეიკნიუსი" ზუსტად ასე მზადდება

"ვიდეოკადრებში დაფიქსირებული ჟესტი აქციის მონაწილეების მისამართით არ იყო განკუთვნილი", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან გადაღებულ ვიდეოკადრებზე კომენტირებისას განაცხადა.

სემეკმა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „გაზტრანს სერვისი“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 14 ნოემბრის საჯარო სხდომაზე  შპს „გაზტრანს სერვისი“, სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 000 ლარით დააჯარიმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონში ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi 2019 გაიხსნა.

30 სტუდენტი ინოვაციური სტარტაპების ბანაკში მონაწილეობას მიიღებს

29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე ყვარელში (იუსტიციის სასწავლო ცენტრი) ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის იმართება. 

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

თბილისში, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა, რომლებიც დეპუტატების მიერ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს.

ჯანდაცვის მინისტრმა იმერეთის რეგიონში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის  მინისტრი ეკატერინე  ტიკარაძემ,  იმერეთის რეგიონში - ზესტაფონში, ქუთაისსა და სამტრედიაში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აქტივისტებს კანონმორჩილებისკენ მოუწოდებს

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს" საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე, აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ კანონმორჩილებისკენ მოუწოდებს.

„ფოტოჟურნალისტიკა“ - მედიააკადემიის ტრენინგი ჟურნალისტებისთვის

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ რეპორტიორებისთვის ფოტოჟურნალისტიკის სამდღიანი სემინარი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, ჟურნალისტები ფოტოგრაფიისა და ფოტორეპორტაჟის ძირითად საკითხებს გაეცნენ.

სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სერტიფიცირებული ტექნიკოსებისთვის ტრენინგი გაიმართება

საქართველოში მონრეალის ოქმის შესრულების ხელშემწყობი ქმედებების პროგრამის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი.

მიხეილ დაუშვილი: ბიზნესომბუდსმენის მთავარი პასუხისმგებლობაა იყოს მხარდამჭერი ბიზნესის კანონიერი ინტერესების დაცვის კუთხით

"ბიზნესომბუდსმენის მთავარი მანდატი და პასუხისმგებლობაა, იყოს მთავარი მხარდამჭერი ბიზნესის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის კუთხით",- ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ახალი ონლაინ სივრცე თიბისი სტატუსის შეხვედრებისთვის

თიბისი სტატუსმა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის ახალი ონლაინ პლატფორმა - სტატუს შეხვედრების ონლაინ სივრცე - www.statusevents.ge შექმნა.

"ჯივიპი" ბეჟანიშვილის ქუჩაზე წყალარინების სისტემას სრულად ანახლებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში წყალარინების ამორტიზებულ ქსელს სრულად ანახლებს. ახლით იცვლება  400 მეტრის სიგრძის, ძველი, მაგისტრალური ქსელი და საკვანძო ჭები ეწყობა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლებმა "ქალები მომავლისათვის" წარმომადგენლებთან ერთად 500 ძირი ნერგი დარგეს

2019 წლის 12 ნოემბერს, შპს "ჯორჯიან მანგანეზის" ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებმა, ორგანიზაცია "ქალები მომავლისათვის" წარმომადგენლებთან ერთად, ქარხნის ტერიტორიის მიმდებარედ, ქვედა საქარის თემში, 25 ათასი ძირის დარგვის აქციის ფარგლებში 500 ძირი ნერგი დარგეს.

საერთაშორისო ვიზიტორებმა 2019 წლის III კვარტალში საქართველოში 3.3 მლრდ ლარი დახარჯეს

საქართველოში შემოსულმა საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 2019 წლის III კვარტალში 3.4 მლნ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4.6%-ით მეტია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.