საზოგადოება

პარლამენტთან სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლისას, სულ, სამი ადამიანი დაშავდა

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ლარი 0.13 თეთრით გაუფასურდა

18 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9736 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9723 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.13 თეთრი შეადგინა.

სპეცრაზმი თავისუფლების მოედნისკენ მიემართება

სპეცდანიშნულების რაზმის წევრები თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები. 

წითელმა ჯვარმა ცხინვალის ციხეში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალის იზოლატორში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა. აღნიშნულთან დაკავშირებით წჯსკ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

პარლამენტის ყველა შესასვლელს სპეცრაზმი აკონტროლებს

პარლამენტის ყველა შესასვლელთან ამ დროისთვის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები არიან განლაგებულები. მათ ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

პოლიციამ რუსთაველის გამზირიდან კარვები აიღო

პოლიციამ რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი კარვებისგან სრულად გაწმინდა. 

პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო

პარლამენთან აქციის დაშლის პარალელურად, პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო. სავარაუდოდ, დაკავებულია გიგა მაქარაშვილი, ასევე ზუკა ბერძენიშვილი და აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ქვიშით სავსე ტომრებისგან სპეცტექნიკა წმენდს

პარლამენტის მიდნებარე ტერიტორიასთან აქციის დასაშლელად სპეცრაზმის წარმომადგენლებმა წყლის ჭავლი გამიყენენს, პარალელურად სპეციალური ტექნიკით მიდებარე ტრეიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს.

სპეცრაზმი აქციის მონაწილეეების დაშლას პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან განაგრძობს

სპეცრაზმმა და წყლის ჭავლის მანქანამ პარლამენტის გვერდით შესასვლელთან გადაინაცვლა და იქ მიმდინარეობს აქციის წევრების დაშლა და ბარიკადების მოშლა.

პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო

სპეცდანიშნულების რაზმებმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმთან ერთად პარლამენტის უკანა შესასვლელთან წყლის ჭავლის მანქანა შევიდა.

სპეცრაზმმა პარლამენტთან აქციის დაშლა დაიწყო

სპეცდანიშნულების რაზმებმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმთან ერთად პარლამენტის უკანა შესასვლელთან წყლის ჭავლის მანქანა შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცველად გთავაზოვთ.

სპეცრაზმი პარლამენტის შენობისკენ დაიძრა

სპეცრაზმი პარლამენტის შენობისკენ დაიძრა. მანამდე, აქციის მონაწილეებს პოლიციამ გაფრთხილება მისცა, რომ 30 წუთის განმავლობაში დაეშალათ ბარიკადები და დაეტოვებინათ ტერიტორია. აქციის მონაწილეები მშვიდობის ნიშნად მათ ხელებაწეულები ხვდებიან.

მერიის წარმომადგენელმა პარლამენტთან გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა ლევან ჯღარკავამ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან დედაქალაქის მერიის სახელით გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა.

ეკა ბესელია: მივმართავ ხელისუფლებას - არ გამოიყენოთ ძალა და არ დაარბიოთ აქცია

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტთან სექმნილ ვითარებას სოციალური ქსელში ეხმაურება. ის მოუწოდებს ხელისუფლებას არ გამოიყენოს ძალა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

აქციის მონაწილეებს პოლიციამ 30-წუთიანი ვადა მისცა

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ პარლამენტთან განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს 30- წუთი აქვთ, რომ ადგილზე აღმართული ბარიკადები დაშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შესაბამისი ზომების მიღების პირობას დებს.

პარლამენტთან ახლოს სპეცრაზმია მობილიზებული

ოპოზიციის მიერ პიკეტირებული პარლამენტის შენობის სიახლოვეს სპეცრაზმია მობილიზებული. ამის შესახებ "პირველის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ მემორანდუმი გააფორმეს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შსს: პარლამენტის ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში პოლიცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს

"ადმინისტრაციული ორგანოს ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს შესაბამის რეაგირებას", - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

"თეთრი ხალათების" აქცია - ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას მთელი საქართველოს მასშტაბით უცხადებენ

ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშილის მხრადამჭერი, "თეთრი ხალათების" აქცია მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა.