საზოგადოება

ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატების გაცემა დაიწყო

„ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის“ შესაბამისად ავიასამედიცინო ექსპერტის პირველი სერტიფიკატები გაიცა.

შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება შეწყვიტონ

შინაგან საქმეთა სამინისტრო, პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომლითაც პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და აქციის ორგანიზატორებს პიკეტირების დასრულებისკენ მოუწოდეს. 

ქართველი და სომეხი ექსპერტები ტურიზმის პოლიტიკის განვითარების დოკუმენტის შესაქმნელად რეკომენდაციებს შეიმუშავებენ

ერევანში ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით, თბილისისა და ერევნის პოლიტიკური სწავლების სკოლების ერთობლივი პლატფორმის ფარგლებში, ტურიზმის განვითარების თემატიკაზე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, სადაც ორი მეზობელი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე, სფეროში არსებულ გამოწვევებზე, პრობლემის გადაჭრის გზებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.

საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-20 ნოემბერს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20,  ხოლო აღმოსავლეთ სააქართველოს ბარში +10, +15 გრადუსი იქნება.

დავით საგანელიძე სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

„საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი ოფიციალური ვიზიტით ერევანში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში დავით საგანელიძე სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს შეხვდა.

დეველოპერული კომპანია „რედკოს“ შეთავაზება თიბისი სტატუსის მომხმარებლებისთვის

დეველოპერული კომპანია „რედკო“ თიბისი სტატუსის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, პროექტში - „ახალი გუდაური“ ბინის შეძენისას მიიღონ ბინა + რემონტი.

კორშა-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამინდის გაუარესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

მეტროში შეფერხება იყო

მეტროსადგურში "თავისუფლების მოედანი" ტექნიკური შეფერხება იყო, რის გამოც მატარებლების მოძრაობა 5-6 წუთით შეიზღუდა. 

"ქართული ღვინის ფესტივალი" ჰონგ-კონგში გაიმართა

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ჰონგ-კონგში "ქართული ღვინის ფესტივალი" გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია "Meiburg Wine Media"-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად დღეს "თეთრი ხალათების" აქცია გაიმართება 

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად დღეს "თეთრსი ხალათების" აქცია გაიმართება. 

შსს: პარლამენტთან აქციაზე, დაახლოებით, 5500 მოქალაქე იმყოფებოდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის თქმით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაახლოებით 5500 მოქალაქე იმყოფებოდა.

რომან კაკულია: როდესაც კონსტიტუციური შენობის ბლოკირებას იწყებ, დიალოგის გზას სპობ

"ქართული ოცნების" დეპუტატის რომან კაკულიას განცხადებით, "რუსთაველის გამზირზე" მიმდინარე მოვლენები დიალოგის რეჟიმში უნდა გადაწყდეს.

ევექსი ჰოსპიტლების 3 000 ექიმი ოკუპანტების მიერ კოლეგის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებას საქართველოს 6 რეგიონში გააპროტესტებს

ევექსი ჰოსპიტლები ახალგორში პაციენტის სამკურნალოდ ჩასული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების ფაქტს გამოეხმაურა. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინცინდენტი მოხდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხადა. სამართალდამცველების თქმით, ნასვამ მოქალაქესა და აქციის მონაწილეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ატენის ქუჩაზე სამი ადამიანი მოკლეს

თბილისში, ატენის ქუჩაზე სამი ადამიანი მოკლეს. მომხდარი "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს მიმართავს

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქს კირილის ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარო, ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

ია მეტრეველი: დღევანდელმა დღემ დიდი კონსტანტინეს, „დიდოსტატის მარჯვენა“ გამახსენა

„დღევანდელმა დღემ დიდი კონსტანტინეს, „დიდ ოსტატის მარჯვენა“ გამახსენა“, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

პატრიარქი: რთულ დროს ვცხოვრობთ, ყველაფერი არამყარია და ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

სარფთან ახლოს ახალგაზრდა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

აჭარაში, სარფთან ახლოს ახალგაზრდა კაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს.