მოსკოვი თავისი დეზინფორმაციული ომით მარცხის წინაშე დგება.
კონფლიქტები
"ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა, ახალგორის მიმართულებით ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტი და ამით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება, გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები ადამიანების გამოწვევები და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი" გამოსვლისას ისაუბრა.
ოკუპირებულ აფხაზეთში გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა თანამდებობიდამ გაათავისუფლა.
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებს მკურნალობის მიზნით ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ნება დართო.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ ხელჩუაში, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და ნარკოტიკის კონტრაბანდის ბრალდებით, დაკავებულ გენადი ბესტაევს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზი ცალმხრივად ჩაკეტეს.
ცხინვალის "КГБ" აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათვისუფლებისთვის ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებაზე ოფიციალური თბილისის, ქართული ოპოზიციისა და მისი დასავლელი კურატორების ზეწოლის მცდელობები უპერსპექტივოა.
„კვლავაც იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს დღეებში მისი გათავისუფლება და კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა მოხდება“ - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ საუბრისას გააკეთა.
"30 წელია ამ სფეროში ვარ და არ მახსოვს, ასეთი გამომწვევი ნაბიჯი ყოფილიყო", - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა "პირველთან" საუბარში, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ",- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, უკანონოდ დაკავებულ ქართველ ექიმზე საუბრისას განაცხადა.
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ქართველს ექიმს ვაჟა გარინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგით მეშვიდე ტექნიკური შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგით მეშვიდე ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე სერგეი ლავროვის განცხადებას, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, მუდმივი ნარატივის ნაწილად აფასებს და თვლის, რომ რუსეთი კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა, საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში პოლიტიკური ძალების მხრიდან გამოვლენილ ინტერესებზე ისაუბრა.
"კარგი იქნებოდა, პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ: საზღვრები, რომლებიც ეფუძნება არაადამიანურობას, დიდხანს ვერ იარსებებს",- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებაშია ნათქვამი.
ოკუპირებულ ახალგორში 60 წლამდე ასაკის ქალი ჭაში ჩავარდა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, რის გამოც ახლობლები მის თბილისში გადაყვანას ითხოვდნენ, თუმცა საოკუპაციო რეჟიმმა მათ ამის უფლება არ მისცა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. მინისტრების დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.
„ის ნამდვილად საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლია“,- განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ახალგორში გარდაცვლილი ქალბატონის საკითხზე საუბრისას.