კონფლიქტები

ანატოლი ბიბილოვი ე.წ. ვიზიტით სერბთა რესპუბლიკას ეწვევა

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი, ე.წ. ვიზიტით ბოსნია და ჰერცეგოვინას ტერიტორიაში შემავალი სერბთა რესპუბლიკას ეწვევა. 

საქართველო გააპროტესტებს ყველა ჩემპიონატს, რომელიც ფიფას, ან უეფას ეგიდით არ ტარდება

საქართველო ემიჯნება ყველა ჩემპიონატს, რომელიც ფიფას, ან ფიფას ეგიდით არ ჩატარდება. ასეთ პოზიციას ქართველი მაღალჩინოსნები ოკუპირებული აფხაზეთის გუნდის დონეცკში მიწვევასთან დაკავშირებით აფიქსირებენ.

ანატოლი ბიბილოვი ე.წ ვიზიტით, დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში იმყოფება

ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, ე.წ ვიზიტით დონეცკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება.

ხაჯიმბას აზრით, გიორგი ლუკავას საკითხზე დაწყებული დაპირისპირება კარგი შედეგით არ დასრულდება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ე.წ პარლამენტში მივიდა, სადაც გიორგი ლუკავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით ე.წ დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

დონეცკში ოკუპირებული აფხაზეთის, რუსეთის და ლუგანსკის საფეხბურთო კლუბების თამაშები გაიმართება

დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ე.წ. ხელმძღვანელობა, ოკუპირებული აფხაზეთის, რუსეთისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების საფეხბურთო კლუბებთან მოლაპარაკებას მართავს.

ვახტანგ ყოლბაიას თქმით, გიორგი ლუკავას მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას შეფასებით, გიორგი ლუკავას გათავისუფლებაზე ლაპარაკი სოხუმთან მისი დაკავებისთანავე დაიწყო.

ბიბილოვი იმედოვნებს, რომ ლუკავას გათავისუფლება პოლიტიკური დაძაბულობის საბაბი არ გახდება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი საქართველოსთვის გადაცემული გიორგი ლუკავას საკითხს გამოეხმაურა.

უკრაინელმა მესაზღვრეებმა ოკუპირებული აფხაზეთიდან მიმავალი სატვირთო ხომალდი დააკავეს (ვიდეო)

უკრაინელმა მესაზღვრეებმა, 2017 წლის 31 დეკემბრის საღამოს, ოდესის ოლქის სოფელ კურორტნოესთან სატვირთო ხომალდი დააკავეს, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან ბულგარეთში მიცურავდა.

საქართველოსთვის გიორგი ლუკავას გადაცემის გამო,ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქცია გაიმართა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

დე ფაქტო უწყების მტკიცებით, საქართველოში რუსი დიპლომატის მკვლელი იმალება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო 2017 წლის 25 დეკემბერს ქართული მხარისთვის გადაცემული გიორგი ლუკავას საკითხთან დაკავშირებით აფხაზურ საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.