ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: სექტორულ და სხვა ტიპის რეიტინგებში საქართველოს ჯეროვანი წარმოჩენა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია

"ის ფაქტი, რომ ცნობილი გამოცემის, FDI Intelligence-ს მიერ თბილისი დასახელდა, როგორც საინვესტიციო ხარჯეფექტურობის კომპონენტში ყველაზე მიმზიდველი ევროპული ქალაქი, უდაოდ მისასალმებელია და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, მისი ეკონომიკის საინვესტიციო მიმზიდველობას", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

ლარი 0.34 თეთრით გაუფასურდა

21 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8299 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8265 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.34 თეთრი შეადგინა.

გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა

გალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2020 წელს“ მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მეექვსედ გახდა.

ტექნოპარკში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ტექნოპარკში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია და მსოფლიოს წამყვან ბიზნეს აქსელერატორ 500 Startups - თან ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.

2020 წელს მაღალტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებაში 8.1 მილიონი ლარი დაიხარჯება

"2020 წელს მაღალტექნოლოგიური და გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპების განვითარებაში 8.1 მილიონი ლარი დაიხარჯება".

ნათია თურნავა: მომავალში კიდევ უფრო აქტიურად დავუდგებით გვერდში ინოვაციურ საქმიანობასა და ახალ ტექნოლოგიებს

„ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის კიდევ უფრო გასაძლიერებლად“.

ნათია თურნავა: ჩვენი ამოცანაა, მხარი დავუჭიროთ გლობალურ სტარტაპებს

„2019 წელი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთვის საკმაოდ წარმატებული იყო. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა, ჩვენი ეკონომიკური გუნდი აშენებს ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას, რაც წარმოუდგენელია ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციური საქმიანობის მხარდაჭერის გარეშე".

აკაკი საღირაშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან „შუა დერეფნის“ გაციფროვნების შესაძლებლობებზე ისაუბრა

შვედეთში მიმდინარე გაეროს საგზაო უსაფრთხოების მინისტერიალის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან მახტარ დიოპთან.

მინსკში საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ბელარუსში ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხობში პროექტის- „100 საინვესტიციო შეთავაზების“ ფარგლებში 30-მილიონიანი საწარმო აშენდება

ნიდერლანდური კომპანიის H.I.P. Trade- ის ინვესტიციით დაფუძნებული კომპანია "გლობალ რისაიქლინგკო“ ხობის მუნიციპალიტეტში მეორადი პლასტმასის გადამამუშავებელ საწარმოს განავითარებს.

იანვარში საქართველოდან ექსპორტმა $882.5 მლნ შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $882.5 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7%-ით მეტია.

ივანე მაჭავარიანი: ჩვენი მიზანია ჯანსაღი და ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკა

"2019 წელი დასრულდა სამი მნიშვნელოვანი შედეგით - დავხარჯეთ ყველაზე მეტი, გვქონდა ყველაზე დაბალი დეფიციტი ისტორიაში და მაღალი გადაჭარბება გადასახადების შესრულების ნაწილში“.

ივანე მაჭავარიანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბიზნესგარემოს არსებობა

"შეუძლებელი იქნება სამართლიანი ბიზნესგარემოს არსებობა, თუ ერთ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა ბიზნესსუბიექტის დაბეგვრა იქნება განსხვავებული", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ივანე მაჭავარიანი: დღგ-ის გადასახადის ადმინისტრირების ნაწილში შევძელით სისტემური გაუმჯობესება

"დღგ-ის გადასახადის ადმინისტრირების ნაწილში შევძელით სისტემური გაუმჯობესება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ივანე მაჭავარიანი: ყველა კატეგორიაში დაგეგმილი შემოსავლები გადაჭარბებით არის შესრულებული

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა 2019 წლის ბიუჯეტში შემოსავლების შესრულების მაჩვენებლებზე და განაცხადა, რომ დამატებით მიღებული სახსრები 716 მლნ ლარს შეადგენს.

მაჭავარიანი: მსხვილი ტელევიზიების მიერ გადასახადების გადაუხდელობა საბიუჯეტო შემოსავლებს ამცირებდა

"მსხვილი ტელევიზიების მიერ გადასახადების გადაუხდელობა ამცირებდა საბიუჯეტო შემოსავლებს და მნიშვნელოვნად აფერხებდა მცირე ზომის ტელევიზიების განვითარებას".

მაჭავარიანი: ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

"2019 წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა",- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

ივანე მაჭავარიანი: ბიუჯეტის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე შევამცირეთ

„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ დაგეგმილთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტი შემოსავლების მიღების ხარჯზე, შესაძლებელი გახდა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება.

ნათია თურნავამ საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

მინსკში, ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა.

დავით ჩიხელიძე: საქართველოს საინტერესო ეკონომიკური ცვლილებები აქვს

“საქართველოს საინტერესო ეკონომიკური ცვლილებები აქვს. რამდენიმე დღის წინ კი გამოქვეყნდა სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის რეიტინგი, რომელმაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დაადასტურა.” – ამის შესახებ ორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენტის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საუბრობს.