ეკონომიკა

ვლადიმერ დვორნიკი: საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს

"ჩემი აზრით, ეკონომიკური ურთიერთობების ის პოტენციალი, რომელიც გვაქვს, ამოწურული არ არის - მათი განვითარების კუთხით უზარმაზარი პოტენციალი არსებობს", - ამის შესახებ ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, მინსკში, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

ბექა ლილუაშვილი: საინვესტიციო ფონდები ქმნიან ეკონომიკაში დამატებითი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს

საინვესტიციო ფონდები არიან ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეები ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, რომლებიც ქმნიან შესაძლებლობებს, ეკონომიკაში განხორციელდეს დამატებითი ინვესტიციები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა.

ეკატერინე მიქაბაძე: მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა იზრდება

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იზრდება ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა - ექსპორტი რეექსპორტის გარეშე. ამ შემთხვევაში 12.4%-იანი ზრდა გვაქვს, ადგილობრივი ექსპორტი $177 მლნ-ს აჭარბებს".

ლარი მკვეთრად გამყარდა

19 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.09 თეთრი შეადგინა.

ბელარუსის პრემიერ-მინისტრი: ქართული მხარე კარგად მუშაობს, პროდუქციის ექსპორტი ბელარუსში წლიდან წლამდე იზრდება

„საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი და დროში გამოცდილი პარტნიორია. სტაბილური რჩება ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა. უნდა ითქვას, რომ ქართული მხარე კარგად მუშაობს და თქვენი პროდუქციის ექსპორტი ბელარუსში წლიდან წლამდე იზრდება“.

ნათია თურნავა ბელარუსის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბელარუსის პრემიერ-მინისტრს სერგეი რუმასს შეხვდა.

პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტი: გვსურს, საქართველო მოგზაურთა დანიშნულების ქვეყნად იქცეს 

"გვსურს, საქართველოს მთავრობასთან ერთად შევიმუშაოთ ავიაკომპანიების მოზიდვის სქემა, რათა შეიქმნას ახალი მარშრუტები და საქართველო მოგზაურთა დანიშნულების ქვეყნად იქცეს,“- ამის შესახებ პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტმა, აუგუსტინ დე რომანემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თამარ იოსელიანი: საქართველოს საზღვაო სექტორი თანამედროვე ტექნოლოგიებს ფეხს უწყობს

კონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი დოჰაში კატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსა და Lloyd List-ის საერთაშორისო საზღვაო და ლოჯისტიკურ სამიტზე სიტყვით გამოვიდა.

ქართველმა ინჟინრებმა ავტო-ლიფტი დაამზადეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 5000 ლარამდე მცირე გრანტის ფარგლებში კიდევ ერთი წარმატებული პროექტი- ავტო-ლიფტი განხორციელდა.

ეკატერინე მიქაბაძე: საინვესტიციო ფონდების კანონი ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზრის გააქტიურებას და ინვესტორების შემოსვლას

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობამ  „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონპროექტი მოიწონა, რომელიც კაპიტალის ბაზრის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

ნათია თურნავა ქართულ დელეგაციასთან ერთად, ელექტროტრანსპორტის მწარმოებელ ბელარუსულ ჰოლდინგს ეწვია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ქართულ დელეგაციასთან ერთად, მინსკში საზოგადოებრივი ელექტროტრანსპორტის მწარმოებელ წამყვან ბელარუსულ ჰოლდინგს „ბელკომუნმაშსა“ და ჩინურ-ბელარუსულ ინდუსტრიულ პარკს ეწვია.

ლარი 0.47 თეთრით გამყარდა

18 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8631 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8678 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.47 თეთრი შეადგინა.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტი 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად საქართველოს მზადყოფნას დადებითად აფასებს

„ბაკურიანში შესანიშნავი პირობებია შექმნილი სამთო სათხილამურო, ფრისტაილისა და სნოუბორდის შეჯიბრებების ჩასატარებლად. ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე მდებარეობა თოვლის პირობებისთვის კარგ გარემოს ქმნის მთელი სეზონის მანძილზე".

ნათია თურნავა მინსკში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს

18-19 თებერვალს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გაიმართება.

ნათია თურნავა: მალაიზიასთან ერთობლივი ბიზნეს ფორუმების მოწყობასა და ბიზნეს დელეგაციების ვიზიტების ორგანიზებას ხელს შევუწყობთ

"შეხვედრაზე ჩვენ მოვისმინეთ მალაიზიის მხარის დიდი ინტერესი, საქართველოსთან ურთიერთობა განავითაროს",- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მალაიზიის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.

თამარ არჩუაძე: საჰაერო გზით შემოსული ვიზიტორების 10% ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის

,,სასიამოვნოა ის პოზიტიური ტრენდი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს. ეს არის იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რომლითაც ჩვენ ვიწვევთ ე.წ. ლოუქოსთერებს ჩვენს აეროპორტში.

ეკატერინე მიქაბაძე: "Fitch"- ის გადაწყვეტილების საფუძველია მმართველობის მაღალი ხარისხი

სარეიტინგო კომპანია "Fitch"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი "BB" დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დაადასტურა.

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობაში ცვლილებებია

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გამგეობას ახალი თავმჯდომარე და წევრები ჰყავს.

მაია ზავრაშვილი: წიაღის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის ვიზიტორთა რაოდენობა 600%-ით არის გაზრდილი

პროგრამის "ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" სასარგებლო წიაღისეულის ახალი კომპონენტის დაანონსებიდან დღემდე საბადოების რუკა, რომელიც წიაღის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული, 3 ათასზე მეტმა ადამიანმა მოინახულა.

"Fitch"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად "BB" სტაბილურ დონეზე დაადასტურა

სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ  მაჩვენებელზე დაადასტურა.