ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: 2012-2017 წლებში სახეზე გვაქვს სიღარიბის დონის მკვეთრი შემცირება

"მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით ირკევა, რომ ჩვენს საუკუნეში სიღარიბის გაუარესების ყველაზე ხანგძლივი პერიოდი საქართველოში 2004-2011 წლები ყოფილა ანუ 2011 წლის სიღარიბის დონე 2004 წლის მაჩვენებელზე უარესია", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ განაცხადა.

თურნავა: ტურიზმის დარგში სწორი პოლიტიკის გატარებამ ხელი შეუწყო ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის შესარჩევ კონკურსში საქართველოს გამარჯვებას

"ბერლინში 2022 წელს ITB Berlin-ის მასპინძელ ქვეყანად საქართველოს დასახელება ტურიზმის დარგში ჩვენი სწორი პოლიტიკის აღიარებაა",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავა: გერმანიაში ITB Berlin-ზე მასპინძლის სტატუსის მოპოვება იმის აღიარებაა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა

"ის, რომ საქართველო ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა გახდა, ძალიან დიდი მოვლენაა როგორც ტურისტული ინდუსტრიისთვის, ასევე მთლიანად საქართველოსთვის", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

ლევან დავითაშვილმა და შალვა კერესელიძემ „საგურამოს ფერმა" მოინახულეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მცხეთა- მთიანეთის რეგიონის რწმუნებულთან შალვა კერესელიძესთან ერთად, გიორგი ბერიშვილის ფერმა დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო.

სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში: მთავრობა ახორციელებს წარმატებულ რეფორმებს

ვფიქრობთ, სტრუქტურული რეფორმების წყალობით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა წელს რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მაღალი იქნება, - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში სელიმ ჩაკერმა ფონდის მიერ გავრცელებული რელიზის კომენტირებისას.

სოფელ გუმბათში რძის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში რძის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა.

შოთა გულბანი: არა ცალკეული მიკერძოებული პიროვნებების, არამედ ინსტიტუციების შეფასებებია მნიშვნელოვანი

„არა ცალკეული მიკერძოებული პიროვნებების, არამედ ინსტიტუციების შეფასებებია მნიშვნელოვანი“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი სამი უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციის შეფასებებს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით მეორე ადგილზეა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა.

ნათია თურნავამ ყავის საწარმო „მეამას“ წარმოება დაათვალიერა

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი კომპანიის „მეამას“ ქარხანა დაათვალიერა და საწარმო პროცესს გაეცნო.

ნათია თურნავა: გასულ წელს ჩვენმა სამინისტრომ მუშაობის ტემპი ძალიან აამაღლა

"ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს ძალიან აამაღლა მუშაობის ტემპი: ჩვენ დავაჩქარეთ - პრივატიზაცია, სხვადასხვა ლიცენზიების გაცემა, წიაღის დამუშავება და დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ 2019 წელს პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ პრაქტიკულად, 3-ჯერ მეტ პროექტს დაუჭირა მხარი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე.

ნათია თურნავა: "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 16 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, 2019 წელი, მთლიანობაში საქართველოს ეკონომიკისთვის პოზიტიური იყო.

2019 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების 9.4 მლნ ვიზიტი დაფიქსირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 9.4 მლნ შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ
მაჩვენებელთან შედარებით, 7.8%-ით მეტია.

ფულად გზავნილებში ევროკავშირის წილმა რუსეთისას 2-ჯერ გადააჭარბა

საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 2020 წლის იანვარში $125.6 მლნ (362.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 8.6%-ით (9.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ივანე მაჭავარიანი: კეთილდღეობის მისაღწევად სხვა ფორმულა არ არსებობს თუ არა მაღალი ეკონომიკური ზრდა

„კეთილდღეობის მისაღწევად სხვა ფორმულა არ არსებობს თუ არა მაღალი ეკონომიკური ზრდა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებისას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

გიორგი ჩიქოვანმა განახლებადი ენერგიების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა თურქეთის ქალაქ სტამბულში გამართულ განახლებადი ენერგიების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოში ფონდის მიერ მხარდაჭერილი მიმდინარე და განხორციელებული განახლებადი ენერგიების პროექტებზე ისაუბრა.

ივანე მაჭავარიანი: ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მდგრადი და პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მდგრადი და პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გადაცემაში, „დღის ქრონიკა თეა სიჭინავასთან ერთად“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებისას.

ივანე მაჭავარიანი: დღეს ჩვენი ეკონომიკა იზრდება ხარისხობრივი კომპონენტების ხარჯზე

დღეს, ჩვენი ეკონომიკა იზრდება ხარისხობრივი კომპონენტების ხარჯზე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემაში, „დღის ქრონიკა თეა სიჭინავასთან ერთად“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებისას.

სოსო არჩვაძე: სავალუტო ფონდის ანგარიშში იმის აღნიშვნა, რომ საქართველოს ეკონომიკა 2019 წელს 0.6 პროცენტული პუნქტით უფრო მეტად გაიზარდა, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს

2019 წელს ეკონომიკური ზრდის პარალელურად წინმსწრებ რეჟიმში მატულობდა სახელმწიფო კაპიტალდაბანდებები, რომელთა მოცულობამ მშპ-ის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს - 8 პროცენტს მიაღწია, - ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშს ეხმიანება.

ვახტანგ ჭარაია: მაშინ, როდესაც უმნიშვნელო ნეგატიური წვრილმანიც კი ტელევიზიების მაქსიმალურ ყურადღებას იქცევს, გაუგებარია, რატომ არ მოჰყვება განხილვა სავალუტო ფონდის მიერ დადებულ შეფასებას?

მაშინ, როდესაც უმნიშვნელო ნეგატიური წვრილმანიც კი ტელევიზიების მაქსიმალურ ყურადღებას იქცევს, გაუგებარია, რატომ არ მოჰყვება განხილვა სავალუტო ფონდის მიერ დადებულ შეფასებას? - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია.

კობა გვენეტაძე აგროსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ აგრო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სექტორის წარმომადგენლებს ეროვნულ ბანკში უმასპინძლა და მათ პრობლემებს გაეცნო.