ეკონომიკა

სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 2.8 პროცენტითაა გაზრდილი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოში 917 044 საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს  2.8%-ით აღემატება.

გიორგი კაკაურიძე: 2020 წელს, დაახლოებით, 1.8 მილიარდ ლარი მიიმართება განათლებაზე

2020 წელს, დაახლოებით, 1.8 მილიარდ ლარი მიმართება განათლებაზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, პარლამენტში, დიასპორის საკითხთა კომიტეტზე მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი კაკაურიძე: 2020 წელს კაპიტალური პროექტების სახით ქვეყანაში 3.7 მლრდ ლარი დაიხარჯება

"2020 წელს, კაპიტალური პროექტების სახით ქვეყანაში ჯამში, 3.7 მლრდ ლარი დაიხარჯება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტზე.

ლარი 0.43 თეთრით გამყარდა

4 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9657 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9700 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.43 თეთრი შეადგინა.
 

ნათია თურნავა: ჩვენ უნდა მოვხსნათ ყველა ის წინაღობა, რაც ქართულ ბიზნესს აქვს ინვესტიციებისკენ სავალ გზაზე

"პრემიერ-მინისტრისგან ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებმა და პირველ რიგში, ეკონომიკის სამინისტრომ, მივიღეთ კონკრეტული დავალება, გავააქტიუროთ კომუნიკაცია ბიზნესთან",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა: ანაკლიის პორტის მომავალი პოლიტიკურ დისკუსიებს არ უნდა დავუკავშიროთ

"ანაკლიის პორტის მომავალი არ უნდა დავუკავშიროთ პირდაპირ იმ დისკუსიას, დებატებსა და პრობლემებს, რომლებიც შეიძლება გვქონდეს იგივე ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა: პროექტს "100 ქონება ბიზნესისთვის" უახლოეს პერიოდში შევთავაზებთ ბიზნესს

"ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევაა, ეკონომიკაში ჩავრთოთ რაც შეიძლება მეტი აუთვისებელი რესურსი, მათ შორის ისეთი ქონება, რომელიც ინვესტორს ელოდება და არ არის გასასხვისებლად გამოტანილი".

გიორგი ხანიშვილი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან სოფლის მეურნეობის რეფორმებზე ისაუბრა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსს, დონეთ ვოლტონს შეხვდა.

საქაერონავიგაციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრენის ახალი ინსტრუმენტალური სისტემა დაამონტაჟა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრენის ინსტრუმენტალური სისტემების ჩანაცვლების პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა.

ქართული კომპანია მსოფლიო ბრენდის M&S ოფიციალური მიმწოდებელი გახდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარმა „სამკერვალო კომპანია იმერი“ დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ტანსაცმლის მწარმოებლის, მსოფლიო ბრენდის Marks & Spencer აუდიტი წარმატებით გაიარა და ოფიციალური მიმწოდებელი გახდა.

გია ხუხაშვილი: როცა ქვეყანას თვითკმარი ეკონომიკა არ აქვს, სტაბილური ვალუტა ვერ ექნება

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება და საგრძნობლად გაზრდილი ინფლაციის მაჩვენებელი, მაკროეკონომიკური ფაქტორების ზემოქმედების გარდა, შიდა მმართველობის პრობლემებით არის გამოწვეული.

მიხეილ დუნდუა: საქართველოს პოზიციები მსოფლიო ბანკის ახალ კვლევაში აუცილებლად გამოიწვევს ინვესტიციების შემოსვლას ქვეყანაში

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა მიიჩნევს, რომ საქართველოს პოზიციები მსოფლიო ბანკის ახალ კვლევაში აუცილებლად გამოიწვევს ინვესტიციების შემოსვლას, საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას.

გიორგი ცუცქირიძე: მამუკა ხაზარაძის დღევანდელი განცხადება, მის მდარე ინტელექტსა და კომპლექსებზე მიუთითებს

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო მამუკა ხაზარაძის ბოლო განცხადებებს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით. მაია ცქიტიშვილთან მიმართებაში მისი აშკარად შეურაცხმყოფელი განცხადება, და პოლემიკის ხაჭაპურის დონეზე დაყვანა ამორალურია და ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, - ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო 100 საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების ბიზნეს-სექტორისთვის წარსადგენად მუშაობს

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სამი კვარტლის მონაცემებით გაყიდულ ობიექტებზე მოსალოდნელი ინვესტიციის ოდენობა 84 000 000 ლარს აჭარბებს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და მცირე კომერციული მეურნეობების მხარდასაჭერად ახალი პროექტი იწყება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და მცირე კომერციული მეურნეობების მხარდასაჭერად, ევროკავშირი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) ახალ პროექტს იწყებს.

ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მდგრადი განვითარების მიმართულებით საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

სოსო არჩვაძე: 2012 წლიდან ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და ბიზნესის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ფასი 1.4 მილიარდი ლარია

„ეკონომიკური ლიბერალიზაციისა და ბიზნესის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის
ფასი 1.4 მილიარდი ლარია!“ - ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე წერს.

თურნავა - სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებაში ჯერ კიდევ ვერ შევძელით გარღვევა და აქ გვჭირდება აქტიური მუშაობა, რისთვისაც მზად ვართ

სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების კუთხით ნამდვილი გარღვევა გვჭირდება, ამისთვის მზად ვართ და აქტიურად ვიწყებთ მუშაობას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნათია თურნავა: "საქართველოს რკინიგზამ" სატვირთო გადაზიდვებიდან შემოსავლები მაქსიმალურად გაზარდა

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა რკინიგზასთან ერთად, მათ შორის, ევროკავშირის რეკომენდაციების ფარგლებში, რომ სამგზავრო გადაყვანები უფრო მიმზიდველი გახდეს.

ნათია თურნავა: პრემიერისგან მივიღეთ დავალება, ბიზნესთან მუშაობა გავაძლიეროთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, სამინისტროებმა და განსაკუთრებით ეკონომიკური პროფილის უწყებებმა, პრემიერისგან მიიღეს დავალება, გააძლიერონ ბიზნესთან მუშაობა.