უცხოეთი

ნატო-ს გენერალური მდივანი: თავდაცვის სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღეთ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

სერგეი ლავროვი: ნატო პირდაპირ ემუქრება რუსეთს და ვიცით ამას როგორ ვუპასუხოთ

"ნატო პირდაპირ ემუქრება რუსეთს და ვიცით ამას როგორ ვუპასუხოთ,იმისთვის რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დავიცვათ“, -ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების რეზოლუციას.

 

პოლონეთში სათხილამურო კურორტზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

პოლონეთში სათხილამურო კურორტზე სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი აფეთქდა, რომლელშიც რვა ადამიანი ცხოვრობდა. მაშველებმა ნანგრევებში ექვსი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ორი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ანგელა მერკელმა გერმანიიდან რუსი დიპლომატების გაძევების მიზეზი დაასახელა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების კონკრეტული მიზეზი დაასახელა.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანიიდან რუს დიპლომატებს აძევებენ

გერმანიის ხელისუფლება, ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით, ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს ორ თანამშრომელს გააძევებს. გერმანიის გენერალურმა პროკურორმა უკვე მიიღო საქმე წარმოებაში.

პუტინისა და ერდოღანის შეხვედრის თარიღი ცნობილია

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 2020 წლის 8 იანვარს შეხვდებიან. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. 

ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ს წევრი გახდა

ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოქმის დამტკიცების პროცედურა დასრულებულია. 

ლავროვი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

დღეს იწყება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი ბაქოში.

დონალდ ტრამპი: იმპიჩმენტი არჩევნების მოგებაში დამეხმარება

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატების ხელმძღვანელობით მისი ინპიჩმენტის განხორციელება მხოლოდ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩვნების მოგებაში დაეხმარება.

რადას ყოფილმა დეპუტატმა უკრაინას ანექსირებული ყირიმისა და დონბასის დავიწყებისკენ მოუწოდა

რადას ყოფილმა დეპუტატმა ევგენი ბალიცკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ანექსირებულ ყირიმსა და დონბასს ვერასდროს დაიბრუნებს. 

ირანში საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან შეტაკებებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ირანში მოსახლეობა საწვავის ფასის ზრდას რადიკალური ფორმებით აპროტესტებს. აქციაზე პოლიციასთან შეტაკებებს 106 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საფრანგეთში უხვი ნალექის გამო ქუჩები დაიტბორა

საფრანგეთში, უხვი ნალექის შედეგად, კურორტ კოტ დ'აურსის რივიერა დაიტბორა. წვიმებისა და წყალდიდობის გამო, სანაპიროზე წითელი განგაშია გამოცხადებული. 

სერბეთის პრეზიდენტმა პუტინს ქვეყნის გულითადი მეგობარი უწოდა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი სერბეთის გულითად მეგობრად მოიხსენია. 

კენიაში მეწყერს ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კენიაში, ვესტ პოკოტის საგრაფოში, ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილ მეწყრულ პროცესებს 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ისრაელის გენერალურმა პროკურატურამ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალი წაუყენა

უწყება მინისტრ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ქრთამის აღებისა და თაღლითობის საქმეებთან დაკავშირებით ედავება. 

იტალიაში აფეთქება მოხდა - დაღუპულია ოთხი ადამიანი

იტალიის კუნძულ სიცილიაზე, პიროტექნიკის საწყობში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაღუპულია 4 და დაშავებულია 2 ადამიანი. ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Repubblica ავრცელებს. 

ზელენსკის თვითმფრინავი გაუმართაობის გამო ვერ აფრინდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თვითმფრინავის გაუმართაობის გამო, ხარკოვიდან გაფრენა ვერ შეძლო.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო და გენშტაბი მნიშვნელოვანი ოპტიმიზაციის მოლოდინშია

სომხეთის თავდაცვის უწყებაში, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, გათავისუფლებები და ხელახალი დანიშვნები დაიწყო.

თეირანი ეკონომიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ მოსახლეობას აკისრებს

თეირანი ეკონომიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ მოსახლეობას აკისრებს გარეგანი ძალების ჩართვა სრულიად შესაძლებელია ისეთი სახელმწიფოების შიდა საქმეებში, სადაც არსებული გარემო ქმნის შესაბამის პირობებს პროცესებში ჩასართავად.

სომხეთის საგარეო უწყება: „ერდოღანი რეალობას ამახინჯებს“

„სომეხთა გენოციდის“ საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ში, თურქეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას სომხეთის საგარეო უწყებამ განცხადებითვე უპასუხა, რომელშიც ერდოღანს „ისტორიის დამახინჯებაში“ ადანაშაულებს.