უცხოეთი

2017 წელი ავიაციაში ყველაზე უსაფრთხოდ დასახელდა

2017 წელი ისტორიაში ფრენების თვალსაზრისით ყველაზე უსაფრთხო იყო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ირანში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

ირანში, გასულ ღამეს აქციის მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. საერთო ჯამში, დემონსტრაციების დროს დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.

ისრაელის პრემიერი ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

თავდასხმა ნიგერიაში - ეკლესიასთან ხალხი დახოცეს

ნიგერიაში ეკლესიიდან გამომავალ ხალხს თავს დაესხნენ. რის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემაზე დაყრდნობით imedinews.ge ავრცელებს.

ირანში საპროტესტო აქციის მონაწილემ სამართალდამცველი მოკლა

ირანში საპროტესტო აქციის მონაწილემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით პოლიციელი მოკლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სამართალდამცავი უწყება ავრცელებს.

ბაშარ ასადმა თავდაცვის მინისტრი შეცვალა

სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა თავდაცვის მინისტრი შეცვალა. ახალი მინისტრი გენშტაბის უფროსი აბდულა აიუბაა, რომელმაც პოსტზე ფაჰედ ფრეიჯი შეცვალა.

ნიგერიაში "ბოკო ჰარამის" ტყვეობიდან 700-ზე მეტი ადამიანი გათავისუფლდა

ნიგერიის არმიის ცნობით, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში "ბოკო ჰარამის" ტყვეობიდან 700-ზე მეტი ადამიანი გათავისუფლდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რომის პაპის საახალწლო მიმართვა გავრცელდა

რომის პაპმა ტრადიციულ საახალწლო მიმართვაში მიგრანტებზე ისაუბრა და მსოფლიო ლიდერებს მათი დახმარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ტრამპი ირანში აქციების მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში მიმდინარე აქციების მონაწილეებს მხარს უჭერს. ამის აშშ-ის ლიდერმა Twitter-ზე დაწერა.

კოსტა-რიკაში ავიაკატასტროფას 12 ადამიანი ემსხვერპლა

კოსტა-რიკაში მომხდარ ავიაკატასტროფას 12 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

ირანში დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 12 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა

ირანში საპროტესტო აქციების დროს 4 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ILNA-ს დაყრდნობით imedinews.ge ავრცელებს.

როგორ შეხვდნენ ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში (ფოტოები)

ასე იზეიმა მსოფლიომ 2018 წლის დადგომა.

ირანში დემონსტრანტები აიათოლა ჰამენეის რეზიდენციაში შეჭრას ცდილობდნენ

წუხელ, გვიან ღამით, ირანში მასობრივი აქციის მონაწილეები სულიერი ლიდერის აითოლა ალი ჰამენეის რეზიდენციაში შეჭრას ცდილობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ირანის პარლამენტში დღეს საგანგებო სხდომა გაიმართება

ირანის პარლამენტში დღეს საგანგებო სხდომა გაიმართება. ამის მიზეზი ქვეყენაში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები და არეულობა გახდა.

ახალ წელს დუბაი მასშტაბური ლაზერშოუთი შეხვდა - შთამბეჭდავი სანახაობა

მასშტაბური ლაზერული შოუს სანახავად დუბაიში უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ლაზერულმა შოუმ ყველა რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ The Telegraph-ი წერს.

შვეიცარიელებმა შაურმა სტრატოსფეროში გაუშვეს

შვეიცარიაში კაფეების ერთ-ერთი ქსელის წარმომადგენლებმა მეტეოროლოგიურ ზონდზე შაურმა დატვირთეს და სტრატოსფეროში გაუშვეს.